დაკავდით თქვენი ოცნებების ასრულებით

დაკავდით თქვენი ოცნებების ასრულებით

ოცნებების ასრულების დრო დადგა და თუ შენ ასე არ ფიქრობ, ნება მომეცი შეგახსენო, რომ დრო მიდის და შენი წამზომი მაშინ ჩაირთო, როდესაც მოევლინე ამ ქვეყნად.

ადამიანები ელოდებიან რაღაც მნიშვნელოვან გარდატეხას ცხოვრებაში, რომ ამის შემდეგ დაიწყონ ოცნება რაღაც ძალიან სასურველზე, მიზნების დასახვა, სამომავლო გეგმების შედგენა ან სულაც მოქმედება.

თუმცა, დაფიქრდით, რამდენად ჭკვიანურია მთელი ცხოვრება ელოდო ‘’ერთ მშვენიერ დღეს’’, მთავრობას, უკეთეს წელიწადს,  რომ შემდეგ დაიწყო შენი ოცნების ცხოვრებით ცხოვრება?….

დიახ, ზოგი ჯერ ელოდება უნივერსიტეტის დამთავრებას,  შემდეგ საოცნებო სამსახურის დაწყებას, ზოგიც ზედმეტი კილოგრამების დაკლებას, ზოგიც გამდიდრებას და  აქვე საყვარელი ადამიანის პოვნას… თუმცა, მანამდე ხომ ცხოვრება მიდის? დედა ტერეზას აქვს ძალიან ლამაზად ნათქვამი: ‘’ ნუ უცდი უნივერსიტეტის დამთავრებას, შეყვარებას, სამსახურის პოვნას, დაქორწინებას, შვილების ყოლას, მათ დაბინავებას, ზედმეტი 10 კილოს მოკლებას, ნუ უცდი პარასკევ საღამოს ან კვირა დილას….ნუ უცდი როდის მოვა გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა ან ზამთარი…ბედნიერებისათვის დღევანდელ დღეზე შესაფერისი მომენტი არ არსებობს. ბედნიერება პროცესია და არა მიმართულება…იმოქმედე!’’ დიახ, უნდა ვიმოქმედოთ და არ ღირს რაღაცის ან ვიღაცის ლოდინში დავკარგოთ ჩვენი ყველაზე ძვირფასი საგანძური – დრო.

დღეიდანვე დაკავდით თქვენი, თუნდაც ყველაზე პატარა, ოცნებების ასრულებით და ნახავთ, რომ ცხოვრება მხოლოდ ლოდინი არაა. ესაა ტკბობა ამ მომენტით, ბედნიერების შეგრძნება საყვარელი საქმის კეთებით და ადამიანებით ვინც გყავს გარშემო.

გარწმუნებთ, თუ თქვენ დაიჯერებთ რომ ცხოვრება ესაა შანსი იცხოვრო, დატკბე, შეირგო, იცინო გულიანად, გიყვარდეს მთელი გულით, იშრომო შეუპოვრად, იბრძოლო საბრძოლველი და არასოდეს დანებდე ცხოვრებას, ნახავთ რომ თქვენი პოზიტიური აზროვნება, ცხოვრების სულ სხვა დონეზე გადაგიყვანთ. მთლიანად ცხოვრებას შეცვლით.

ჩვენი დრო ხომ ნებისმიერ შემთხვევაში გადის? და ყველაზე ღირებულად სწორედ ოცნების ასრულებისთვის  ღირს. რა თქმა უნდა, მზად იყავით რომ ცხოვრება თქვენნაირ სწრაფმავლებს ხშირად შეაფერხებს და შეეცდება თქვენ დაჩოქებას, მაგრამ ჩვენ ხომ ყველა ასე ვართ?! ნუ იფიქრებთ რომ ეს მხოლოდ თქვენი რთული ბედის ხვედრის გამოა. ‘’ცხოვრება ძლიერების დაჩოქებას ცდილობს. სუსტებს არც ეხება, რადგან ისინი ისედაც მუხლებზე დგანან.’’ ნუ დაიჩოქებთ, იყავით ძლიერები და იარეთ წინ! იბრძოლეთ, არ დანებდეთ და თქვენი გამარჯვებაც და ოცნების ასრულებაც გარდაუვალი იქნება. არფერს უწოდოთ მარცხი თუ რამე შეფერხება ოცნების ასრულების გაზაზე შეგხვდებათ, რადგან ამ დროს თქვენთვის ყველა მოვლენა მასწავლებელია და გაკვეთილი, რომელიც ისევ და ისევ ოცნებასთან თუ მიზანთან გაახლოებთ. გახსოვდეთ, თქვენ დაუმარცხებელი ხართ, მანამ სანამ მცდელობას აგრძელებთ.

დაკავდით თქვენი ოცნების ასრულებით დღესვე!
დაკავდით თქვენი ოცნების ასრულებით დღესვე და ნაბიჯ-ნაბიჯ!
დღეს სწორედ ის დროა, აირჩიოთ ოცნების გზა და მიჰყვეთ მას თავგადასავლებში.

წარმატებები!

მე მჯერა თქვენი!

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 69 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ