7 მეთოდი დღის პოზიტიურად დაწყებისთვის
1847 Views

7 მეთოდი დღის პოზიტიურად დაწყებისთვის

წარმატებული დღის საიდუმლო იმალება სწორად გაღვიძებაში. გამოკვლევები აჩვენებენ, რომ თუ დილას სწორად დავიწყებთ, დღე გაცილებით წარმატებულად ჩაივლის, იზრდება ბედნიერების და კმაყოფილების განცდა.

სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი არ იცავს ამ წესს და იმის ნაცვლად, რომ დღე მარტივად და სასიამოვნოდ დაიწყოს, მუდმივად სადღაც მიიჩქარიან, ვერ ასწრებენ, ბრაზობენ და ნერვიულობენ.

შეეცადეთ ქვემოთ მოცემული წესებიდან ერთ-ერთ მაინც დაამკვიდროთ როგორც ჩვევა და აუცილებლად დაინახავთ მშვენიერ ცვლილებებს საკუთარ ცხოვრებაში!

როგორ გავხდეთ უფრო ბედნიერი? 

1. დაიწყეთ დღე მადლიერებით
ყოველ დილით წესად გაიხადეთ მადლიერების გამოხატვა საკუთარი ცხოვრების გამო. ფსიქოლოგები გვირჩევენ ვიციქროთ მინიმუმ 5 პოზიტიურ მოვლენაზე ჩვენი ცხოვრებიდან.

ამგალითად, იმაზე, რომ კეთილი ხართ, ყურადღებიანი, რომ მეორე ნახევარი გყავთ ან მშობლები ცოცხლები გყავთ… ბევრი ვარიანტი შეიძლება იყოს, მაგრამ ამ წესის ყოველდღიურად შესრულება, გასაოცარ ცვლილებებს მოიტანს თქვენს ცხოვრებაში!

2. დილიდან გააკეთეთ ისეთ საქმე, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ
მაგალითად, გაიმზადეთ საყვარელი ჩაი ან ყავა და შეწექით ისევ საწოლში, უყურეთ დილის გადაცემას, წაიკითხეთ ჟურნალი, ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანს…

დილის საყვარელი საქმის კეთბით დაწყება მთელ დღეს პოზიტიური ტონით შეავსებს!

3. განსაზღვრეთ დღის მიზნები
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, მიზანი დიდია თუ პატარა, მისი განსაზღვრა არამარტო ადამიანის მობილიზებას ახდენს წარმატებაზე, არამედ ეხმარება საკუთარი თავი იგრძნოს უფრო ბედნიერად მთელი დღის მანძილზე.

4. გაავრცელე ბედნიერების განცდა
ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ მანამ, სანამ დღეს დაიწყებთ დაურეკეთ მეგობარს, ოჯახის წევრებს ან პატარა წერილი გაუგზავნეთ ელ-ფოსტის დახმარებით კოლეგებს, სადაც გამოხატავთ მათ მიმართ თბილ და კეთილის მოსურნე დამოკიდებულებას.

ეს თავად ამის გამკეთებელს ეხმარება განეწყოს პოზიტიურად და ამასთანავე ზრდის სტრესისადმი გამძლეობას მთელი დღის მანძილზე.

5. მოაწესრიგეთ ფიქრები, რომლებიც გაღვიძების შემდეგ გიჩნდებათ
ძალიან ბევრი ადამიანი აღნიშნავს იმ ფაქტს, რომელიც ცნობილ ანდაზაშია: „დილა საღამოზე გონიერია“ – ამაში ჭეშმარიტების მარცვალი ნამდვილად არის.

გაღვიძებისას ჩვენი ცნობიერება ჯერ თავისუფალია სხვადასხვა ფიქრებისგან, საქმისგან და მოთხოვნებისგან, ეს კი იმის შანსია, რომ დროულად ჩაწერილი აზრი შესაძლოა გამოგვადგეს დღის მანძილზე, ასევე შეიძლება ის ცხოვრებაში მშვენიერი გარდატეხების საბაბიც კი გახდეს.

6. გაჭიმეთ კუნთები
იმისათვის, რომ გემრიელად გაიჭიმოთ, საერთოდ არ არის საჭირო სპროტდარბაზში მისვლა. პირიქით, საწოლში კუნთების გაჭიმვა ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებას, აუმჯობესებს განწყობას და ამაღლებს სასიცოცხლო ენერგიის დონეს.

7. დღის ბოლოს საკუთარი თავი წაახალისეთ რაიმე სასიამოვნოთი
სასიამოვნო საღამოზე ფიქრი დაგეხმარებათ მშვიდად გადაიტანოთ მთელი დღის უსიამოვნებები, რომლებიც გარდაუვალია სამუშაო დღის მანძილზე. დღის ბოლოს სასიამოვნო სიტუაციის მოლოდინი იწვევს ღიმილს და ცხოვრებაზე პოზიტიური განწყობის შექმნას.

გამოკვლევები აჩვენებს, რომ რაიმე კარგის, პოზიტიურის მოლოდინი იმდენივე სასიამოვნო განცდის მომტანია, რამდენადაც თავად მოვლენა.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like