დააკვირდით გარშემომყოფებს და აღმოაჩინეთ მათში ნიჭი

დააკვირდით გარშემომყოფებს და აღმოაჩინეთ მათში ნიჭი

რამდენჯერმე შევხვედრილვარ ადამიანებს, რომლებიც თითქოს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ მათგან მოდის ენერგია და ჩვენ ვგრძნობთ,რომ მათ “გადაჭარბებული” წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე და იდუმალების ბურუსში არიან გახვეული. ჩვენ თუ ასეთ ადამიანებს კარგად დავაკვირდებით, დავუმეგობრდებით მათ (რაც ხშირად ძალიან რთულია) გავიცნობთ მათ უფრო კარგად და მათი სულის საიდუმლოს წაკითხვას შევძლებთ, მივხვდებით,რომ ისინი მართლაც განსაკუთრებული ადამიანები არიან და რომ  გადაჭარბებული  წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე ეს არის ნიშანი,რომლითაც ცდილობენ მიიქციონ  გარშემომყოფების და სამყაროს  ყურადღება.

ასეთი ადამიანები ფლობენ უამრავ ნიჭს, აქვთ უამრავი იდეა,გეგმა და წარმატება, მაგრამ ჯერ არ აქვთ დაფასება, ჯერ არ შეუძენიათ გამოფენაზე მათი ნამუშევრები,მათი წიგნი ჯერ არ გამხდარა ბეტსელერი, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი თავს ამაყად და მშვიდად გრძნობენ. ელოდებიან შესაფერის წუთებს აღიარებისთვის და არ კომპლექსდებიან. მათ სჯერათ საკუთარი თავის, შესაძლებლობების, მოსწონთ საკუთარი გარეგნობა, მაგრამ არ არიან უბრალოები, რასაც საზოგადოება მოითხოვს მათგან. ისინი ფიქრობენ, რომ თუ  სადა და უბრალო ადამიანები იქნებიან მათი შემჩნევა გახდება შეუძლებელი. ისინი ასე ფიქრობენ ! ეს  არის არც კარგი და არც ცუდი,უბრალოდ ისინი ცდილობენ დაიმკვიდრონ ადგილი საზოგადოებაში, მოიპოვონ აღიარება და წარმატება.

მე კი ჩემი სტატიით მინდოდა მეთქვა, თუ თვლი,რომ შენს ნაცნობს ამაყად უჭირავს თავი და ერთი შეხედვით რთულად შემოდის ურთიერთობებში, შეიძლება გენიოსი იყოს და ჯერ არ იყოს ცნობილი. ჩვენ უნდა შევძლოთ გარშემომყოფებში ნიჭის აღმოჩენა და დაფასება. უნდა შევძლოთ ადამიანის სულის გაგება, მასთან მიახლოება და მისი გაგება. არ შეიძლება მარტივად ვთქვათ რომ ეს ადამიანი ამპარტავანია და დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. ჩვენ ერთმანეთის შემჩნევა უნდა შეგვეძლოს. თითოეული ადამიანი არის წიგნი,რომელიც ყოველ დღე ივსება ნაწერებით. გვერდს გვერდი ემატება და ზოგჯერ მას არავინ ეცნობა. ადამიანებს კი ყოველთვის აქვთ საინტერესო ამბები,ჩვენ უბრალოდ ერთმანეთის შემჩნევა უნდა შევძლოთ.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 51 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ