ცხოვრებისეული რჩევები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

ცხოვრებისეული რჩევები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

ზოგი ადამიანი უბრალოდ იმისათვის ცხოვრობს, რომ ცხოვრება გალიოს, ზოგი თავისი ცხოვრების ყოველ დღეს ცოდნის ალმასად აქცევს და გამუდმებით ამუშავებს და ხვეწს ამ განძს პრაქტიკითა და გამოცდილებით.
ამ სტატიაში თავმოყრილია წარმატებული ადამიანების ბრძნული რჩევები, ცხოვრების პრინციპები. ყოველი რჩევა უბრალო სიტყვები და წინადადებები არ არის, მათ უკან დგას კოლოსალური გამოცდილება, რომელიც დამუშავებულია ოსტატურად.

1. შექმენით თქვენი კეთილმოსურნეები!
რაც უფრო ბევრ ადამიანს ენდომება თქვენთვის სიკეთის კეთება, მით უკეთესი. ეცადეთ, რომ არავინ იყოს გარშემო ისეთი, ვისაც თქვენთვის ბოროტების კეთება უნდა. მოძებნეთ საშუალებები იმისათვის, რომ ადამიანები მოგებული დარჩნენ თქვენთან ურთიერთობით, თუმცა საკუთარ სარგებელზეც ნუ დაივიწყებთ.

2. ნუ იბრძოლებთ რაიმეს წინააღმდეგ – იბრძოლეთ რაიმესთვის. ნუ დაანგრევთ – ააშენეთ. ნებისმიერი ომი უსარგებლოა. განსაკუთრებით ხანგრძლივი ომი. თანამშრომლობა გაცილებით სასარგებლოა. ნუ ჩადებთ საკუთარ რესურსს სხვის განადგურებაში – დაკავდით საკუთარი საქმით. შექმენით რამე!

3. ყოველთვის შეასრულეთ შეთანხმება და დადებული პირობა. თუ არადა საერდოთ ნუ გასცემთ პირობას. თუ მოილაპარაკეთ – შეასრულეთ კიდეც. ამის შემდეგ თქვენთან საქმის დაჭერას მომავალშიც მოინდომებენ და თავადაც მიიღებთ ყველაფერს, რაზეც მოილაპარაკეთ.

4. საქმის არჩევა.
ამ საკითხში არჩევანის გაკეთებისას იფიქრეთ არამარტო ფულზე, არამედ შესაძლებლობებზე, რომლებიც შეიძლება საქმიანობისას გაგიჩნდეთ. მაგალითად: ინფორმაცია, კავშირები, გამოცდილება, ცოდნა, რეპუტაცია, ატმოსფერო და ა.შ. ზოგჯერ სამსახური იმდენად სასარგებლო არ არის, რამდენადაც პერსპექტივა, ზოგჯერ კი მუშაობის სანაცვლოდ მხოლოდ ფულს იღებ და მეტს ვერაფერს. გაითვალისწინეთ, რომ პერსპექტივა უფრო მნიშვნელოვანია!

5. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
ყურადღება მიაქციეთ რას ჭამთ და სვამთ. როგორ უმკლავდება ამ ყველაფერს ორგანიზმი? რის ფასად? რა შედეგებს მოგცემთ ეს ყველაფერი ათი წლის შემდეგ? იკვებეთ სწორად! წვენი სჯობს ყავას, ხილი სჯობს შოკოლადს, ბოსტნეული ხორცზე უფრო მსუბუქია. გაითვალისწინეთ ეს!

6. ისწავლეთ შეცდომებზე. შამჩნიეთ ისინი. მოითხოვეთ უკუკავშირი. ასე უფრო ნაკლები შეცდომები იქნება, ხოლო შედეგი – მეტი. სიბერე – ეს არის მდგომარეობა, როცა საკუთარ სიმართლეში თავდაჯერებულობა უფრო მეტია, ვიდრე შედეგი. იყავით ახალგაზრდა! შეიცვალეთ უკეთესობისკენ!

7. მოახდინეთ საჭირო პირველი შთაბეჭდილება. შიქმენით რეპუტაცია. ეს ყველაფერი წლების მანძილზე იმუშავებს სათქვენოდ. ადამიანების მოსაზრებები ძალიან ინერტულია.

8. შემოიკრიბეთ წარმატებული ადამიანები. მოსიყვარულე ადამიანებიც მათ შორის. ურთიერთობა იქონიეთ მათთან, ვინც მოგწონთ და ვისაც გინდათ რომ ჰგავდეთ. შეიქმენით ისეთი გრემო, რომელიც დაგეხმარებათ, მხარს დაგიჭერთ, მიმართულებას შეგარჩევინებთ, სწორ მაგალითს დაგანახებთ. ნუ იქონიებთ ურთიერთობას მათთან, ვინც ხელს შეგიშლით განვითარებაში.

9. ნუ იცრუებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ ყველაფრის დამახსოვრება, ვის, როდის და რა უთხარით – ეს ზედმეტი რესურსის ხარჯვაა. ამასთან, სიმართლე და კეთილსინდისიერება გაცილებით უფრო პერსპექტიულია.

10. დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეთ. მხოლოდ შედეგამდე მისვლის შემდეგ შეგიძლიათ დაიბრუნოთ ის, რაც საქმის კეთებაში გაქვთ ჩადებული. წინააღმდეგ შემთხვევაში არც არაფერს მიიღებთ სანაცვლოდ, გულიც დაგწყდებათ და საკუთარ თავში რწმენასაც დაკარგავთ… სჯობს ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული საქმე. შეიძლება ეს იყოს უარყოფითი შედეგი, მაგრამ მთავარია, რომ საქმის ბოლომდე მიყვანა.

11. იფიქრეთ კონსტრუქციულად. ნუ დაიმძიმებთ ტვინს წარსულზე და პრობლემებზე ფიქრით, რომლებსაც არ ეშველებათ. იფიქრეთ როგორ მიაღწიოთ მიზნებს, როგორ გახვიდეთ სამომავლო შედეგებზე, როგორ მოიძიოთ აუცილებელი საშუალებები ამ ყველაფრის მისაღწევად, როგორ მისცეთ საკუთარ თავს მეტი შანსი ცხოვრებაში. პოზიტიური აზრები ქმნიან საჭირო განწყობას. ნეგატიური ფიქრები – ნელ-ნელა კლავენ ყველაფერს. იფიქრეთ კონსტრუქციულად!

12. გაიფართოვეთ კომფორტის ზონა. დააფუძნეთ რაიმე ახალი. ისწავლეთ. გამოიმუშავეთ ახალი უნარები. გამოიკვლიეთ შეუსწავლელი საკითხები. ამის შემდეგ თქვენ ნამდვილად შეძლებთ საკუთარ თავში დარწმუნებული იყოთ ნებისმიერ ვითარებაში. აირჩიეთ გაფართოების სტრატეგია!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1522 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სტივ ჯობსის უკანასკნელი სიტყვები, რომელიც მან საავადმყოფოში თქვა

“მე ბიზნესის სფეროში წარმატების მწვერვალების მიღწევა შევძელი. ბევრს მიაჩნია, რომ ჩემი ცხოვრება – ეს წარმატების განსახიერებაა. მაგრამ ვაღიარებ, რომ სამსახურის იქით, ცოტა რამ თუ მაბედნიერებს. და საერთოდ, სიმდიდრე – ეს

Print Friendly, PDF & Email

რატომ არ უნდა ეძებოთ გარანტიები ცხოვრებაში?

გეთანხმებით, კარგია ოცნება მშვიდ, ბედნიერ, აწყობილ და წარმატებულ ცხოვრებაზე, სადაც ყველაფერი გარანტირებულად გვაქვს, მაგრამ….. აქ გვაქვს ერთი დიდი მაგრამ! ცხოვრებაში გარანტიები არ არსებობს არაფერში! ის, რაც შეიძლება დღეს გვაქ, ხვალ

Print Friendly, PDF & Email

რატომ არ უნდა შევასრულოთ მყიდველების ახირება?

• რა უნდათ მყიდველებს? რაც შეეხება ინტერნეტ-მაღაზიებს, შეუსრულებელი პირობების დიაპოზინთან ერთად დიდია პირადი უფლებების დარღვევის ფაქტები: მაგალითად კურიერის მოსვლის ზუსტი დროიდან დაწყებული, ამანათის უსწრაფესად მიწოდებით დასრულებული. ზოგიერთი მყიდველი გულახდილად ელის,

Print Friendly, PDF & Email

წარმატებული მეწარმეების 6 წესი

რა არის OODA და როგორ დაგეხმარებათ ის გახდეთ სტივ ჯობსზე წარმატებული. ხუთი წლის წინ, სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მასწავლებელი ემი უილკსონი იმყოფებოდა ნიუ-იორკში, დაბადების დღის წვეულებაზე. როცა მან მიმოიხედა, დამსწრე

Print Friendly, PDF & Email

ყალბი ბედნიერება

“ფეისბუქზე” თავის წარმოჩენა და რეალობის შეცვლა? ის, რომ ადამიანებს მომხიბვლელი პროფილები აქვთ, სულაც არ ნიშნავს, იმას რომ ისინი რეალურად ბედნიერები არიან. ჩვენთან გულწრფელობა როდის შემოვა მოდაში? ბედნიერების ძიებაში ადამიანები იცვლიან

Print Friendly, PDF & Email

როგორ გავხდეთ მშიერი? – რეალური ბიზნეს ისტორია, რომელმაც შეძრა სამყარო!

აშშ-ს უნივერსიტეტების სოციოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი. მათ შეისწავლეს ყველა კურსდამთავრებულის ბედი, ბოლო 15 წლის მანძლზე და მოულოდნელი შედეგები მიიღეს. ყველა გაცილებით ცნობილი და წარმატებული კურსდამთავრებული იყო ერთი გამოშვება. მათი

Print Friendly, PDF & Email