10 ცხოვრებისეული გაკვეთილი თქვენი… ძაღლისგან

10 ცხოვრებისეული გაკვეთილი თქვენი… ძაღლისგან

მე ზღურბლთან გხვდები იმაზე ფიქრის გარეშე, თუ როგორ გამოგასწორო. მაშინაც კი, როცა უხასიათოდ ხარ, მე უკვე გაპატიე. ჩვენ აქ ერთად ვართ და ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია. წავიდეთ სასეირნოდ?

1. იცხოვრე მოცემული მომენტით. მე არ ვახდენ წარსულის განსჯას და არ მეშინია ხვალინდელი დღის – და როგორც ჩანს, ასე უკეთესად ვგრძნობ თავს, რადგან ყოველი დღე ჩემთვის ახალი და შესაძლებლობებით სავსეა. მე არ მექაჩებიან უკან წარსულზე ფიქრები. მე არ ვცდილობ მომავლის განჭვრეტას – კარგი იქნება ის თუ ცუდი. მე ვხვდები ყოველ დღეს, როცა ის მოდის. მოცემული მომენტი – ეს არის ყველაფერი, რაც თითოეულ ჩვენგანს აქვს. იწექი თათებით წინგაწეული, ან დაიჭირე ბურთი, ან შენს კუდს გაეკიდე თუ გინდა.

2. აპატიე ყველას. მაშინაც კი, თუ შენ მთელი დღე გასული იყავი და ჩემთან ერთად გასეირნება ვერ მოახერხე, ან მიყვირე, რადგან ხასიათზე არ ხარ, მე რა თქმა უნდა გული მეტკინება, მაგრამ გაპატიებ მაშნვე. მე ძველებურად მიხარია შენი ნახვა. მე ზღურბლზე გხვდები იმაზე ფიქრების გარეშე, თუ როგორ გამოგასწორო. მე არ ვაანალიზებ რატომ გააკეთე ის, რაც გააკეთე. მე არ მჭირდება ამის გაგება. მე უკვე გაპატიე. წარსული გავიდა, დრო კი შეუფასებელია. წავიდეთ სასეირნოდ?

3. იცოდე რა გინდა რეალურად. ჩვენ არ გვჭირდება ბევრი რამ. მე არ მინდა ახალი ძვალი. მე მინდა ის ძველი, რომელიც დავმალე დივანის შორეულ კუთხეში და დაგლეჯილი სათამაშო კურდღელი მივაფარე. ის სრულიად საკმარისია ჩემთვის. მე ახალი ყელსაბამიც კი არ მიდა. აი სათამაშოები მინდა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ერთად ვითამაშებთ.

4. შეხება – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე კოცნაც, მაშინაც კი, თუ შენ ძაღლი ხარ. მე მინდა შენს გვერდით ჯდომა და შენს ფეხებთან წოლა, შენს თვალებში ყურება იმისათვის, რომ იცოდე როგორ მიყვარხარ, რადგან მე ამის თქმა არ შემიძლია სიტყვებით, როგორც ბევრ ადამიანს.

5. ყოველთვის გამონახე დრო მარტივი რაღაცეებისთვის. მაგალითად, მინდორზე ან ტელევიზორის წინ ერთად წამოსაწოლად. მე მზად ვარ ვუყურო ტვ-შოუებს, ნებისმიერს, რომელიც შენ მოგწონს, მაშინაც კი, თუ მასში არ არის არცერთი ძაღლი. რამდენ ადამიანს იცნობ, რომლებიც იგივეს აკეთებენ? მნიშვნელობა არ აქვს, რომ მე მომწონს «ნამდვილი დიასახლისები», საიდანაც არ უნდა იყვნენ ისინი, მე ვწევარ შენს გვერდით და ამით ბედნიერი ვარ. ოდესღაც ალბათ ერთად ვუყურებთ Discovery channel-ს.

6. ზოგჯერ საჭიროა საკუთარი თავის გათამამება. რაიმე მცირედი სასიამოვნოც კი სიამოვნების მიღების ნაწილია და იმის ნიშანი, რომ თქვენ აფასებთ მას, ვინც თქვენს გვერდით არის. როცა შენ მაძლევ ამ გემრიელ ლუკმას, ამით მახსენებ, რომ გიყვარვარ და მეც ზუსტად იგივენაირად გპასუხობ. ის მომენტიც, როცა ჩვენ ერთად დავრბივართ ან ვერთობით, ჩემთვის გემრიელია.

7. ხშირად იყავი ბუნებაში. ასე თავს უფრო კარგად იგრძნობ. და მეც კარგად ვიქნები. მე სიახლოვეს ვიქნები და შევჩერდები, რათა პატივი მივაგო ხეებს. შენც შეჩერდები, რომ შეძლო მათი სილამაზის შემჩნევა და დღევანდელი დღის სტრესის გაფანტვა. შენ დაინახავ როგორ მშვიდად დაცურავენ იხვები ტბაში, მე კი წყალში ჩავალ მათ გასაფანტად, მაგრამ ეს ყველაფერი მშვენიერი იქნება.

8. ყურადღება მიაქციე საკუთარ თავს. კარგად გაიჭიმე და კუნთები დაძაბე, დატვირთვა მიეცი საკუთარ თავს. ყოველდღიურად დრო გამოყავი მარტივი რაღაცეებისთვის, რათა დარჩე ენრგიული და ცხოვრებისეული გამოწვევებისა და შესაძლებლობებისათვის მზად. მაქსიმალურად გააკეთე ის, რისი გაკეთბაც შეგიძლია, მე გიერთგულებ. ასე გავატარებთ ბევრ ბედნიერ დღეს ერთად.

9. ჩვენი ურთიერთობები – ეს უმთავრესია. (შენი სხეულის ენა და ინტონაციები ძალიან მნიშვნელოვანია). შენ სახლში დაბრუნდი – მიხარია შენი ნახვა. წერტილი. მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდა დღეს შენს ან ჩემს ცხოვრებაში. მე ყველანაირად გაგრძნობინებ, რომ მახარებს შენი ნახვა, შენ მიყურებ და თბილ სიტყვებს მეუბნები. ამასთან, შენი ხმა ჟღერს მხნედ და ცოტა არაკეთილგანწყობილად. ზოგჯერ შენ არც ისე ბედნიერი ხარ, მაგრამ როცა ხედავ როგორ მიხარია შენი ნახვა შენც ბედნიერი ხდები. კეთილი იყოს შენი მოსვლა, ჩვენ აქ ერთად ვართ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

10. სიყვარული – ეს ერთადერთია, რასაც რეალურად მნიშვნელობა აქვს. თუ შენ სუნთქავ, კარგი დღეა. არავინ არის სრულყოფილი და ეს არც ისე მნიშვნელოვანია. ნამდვილი სიყვარული ვერ ხედავს ნაკლოვანებებს. როცა მე დავბერდები, მხედველობა დამაკლდება, მაგრამ შენ მაინც გეყვარები სიცოცხლის ბოლომდე. მეც მეყვარები – იმდენად დიდხანს, რამდენადაც შევძლებ.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ