ცხოვრების მოკლე წესები

ცხოვრების მოკლე წესები

  1. თუ შეპირდით გადმორეკვას – გადაურეკეთ.
  2. იგვიანებთ? გამონახეთ საშუალება შეატყობინოთ ამის შესახებ.
  3. არ დასცინოთ სხვის ოცნებებს.
  4. არ დაუბრუნდეთ ადამიანებს, რომლებმაც გიღალატეს.
  5. მეტი დრო გაატარეთ მშობლებთან – მომენტი, როცა ისინი აღარ გეყოლებათ, ყოველთვის მოულოდნელად დგება.
  6. თავაზიანობა იპყრობს ქალაქებს. ხშირად გამოიყენეთ ის.
  7. აღიარეთ საკუთარი შეცდომები.
  8. უარი თქვით ჩივილის ჩვევაზე.
  9. სერიოზულ ჩხუბშიც კი ერიდეთ ადამიანის დამცირებას… თქვენ შერიგდებით (ალბათ), სიტყვები, კი მას დიდი ხანი ემახსოვრება.
  10. თქვით სიმართლე და მაშინ არაფრის დამახსოვრება არ მოგიწევთ.
  11. დღის დასაწყისში გააკეთეთ ყველაზე ძნელი და უსიამოვნო საქმე.როცა უკვე გაკეთებულია ეს საქმე, დღის დარჩენილი დრო აღარ გაწუხებთ ფუჭი აზრები.
  12. არავინ არავის წინაშე დავალებული არ არის. დაივიწყეთ სიტყვა „უნდა“. განდევნეთ იგი თქვენი აქტიური ლექსიკონიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მართლა გაეხვევით ვალებში – არა მხოლოდ მატერიალურში, არამედ მორალურშიც.
Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ