მარტივი მექანიზმი, რომელიც დაგეხმარებათ კარდინალურად შეცვალოთ ცხოვრება

მარტივი მექანიზმი, რომელიც დაგეხმარებათ კარდინალურად შეცვალოთ ცხოვრება

ნამდვილი თქვენ — ეს არ არის ის ადამიანი, ვინც ახლა ხართ. ნამდვილი თქვენ — ეს არის ის, ვინც გინდათ რომ იყოთ. იმისათვის, რომ ცხოვრებაში ხარისხიან ცვლილებებს მალე მიაღწიოთ, უნდა მოიქცეთ ისე, თითქოს უკვე ისეთი ხართ, როგორზეც ოცნებობთ.

1978 წელს, სოციალურმა ფსიქოლოგმა ელენ ლენგერმა ჩაატარა კვლევა, რომელშიც მონაწილეობდნენ მოხუცთა თავშესაფრის ბინადარნი. ისინი დაყვეს ორ ჯგუფად, თითეულ ჯგუფს დაავალეს ოთახის მცენარეების მოვლა. პირველ ჯგუფს გარკვევით აუხსნეს, რომ მათ უნდა მოევლოთ მცენარეებისთვის და შეეძლოთ შეედგინათ საკუთარი დღის განრიგი. მეორე ჯგუფს უთხრეს, რომ მცენარეებს ჰოსპიტალის თანამშრომლები მიხედავდნენ და მათთვის არც დღის განრიგის შედგენის უფლება მიუციათ.

ნახევარი წლის შემდეგ პირველი ჯგუფიდან ცოცხალი იყო ორჯერ მეტი ადამიანი, ვიდრე მეორედან. ლენგერის აზრით ამ კვლევამ დაამტკიცა, რომ სხეულსა და ცნობიერებას შორის კავშირის არარსებობის შესახებ პოსტულატი საფუძველშივე მცდარია.

შემდეგ მან განაგრძო კვლევა იმისათვის, რომ შეესწავლა ცნობიერების გავლენა ორგანიზმზე.

1. როგორ დავაბრუნოთ დრო უკან
1981 წელს, ექსპერიმენტის მსვლელობისას, ლენგერმა კურსდამთავრებულ ახალგაზრდებთან ერთად, ერთ-ერთი შენობის სივრცე 1959 წლის სტილში გააფორმა. სივრცეში დადგეს შავ-თეთრი ტელევიზორი და გასული საუკუნის 50-იანი წლების ჟურნალები და წიგნები.

ამ შენობაში ხუთი დღის მანძილზე უნდა ეცხოვრათ 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს. ექსპერიმენტის დასრულებამდე მონაწილეები უსმენდნენ რადიოს, უყურებდნენ ფილმებს და განიხილავდნენ 50-იანი წლების ამბებს. ექსპერიმენტის მიზანი არ ყოფილა ეიძულებინათ ამ ადამიანებისთვის წარსულში ცხოვრება. აუცილებელი იყო ცნობიერების დონეზე ექსპერიმენტის მონაწილეთა სხეულებს ისეთი ფუნქციონირება ჰქონოდათ, როგორიც ახალგაზრდა ადამიანებისას აქვთ.

გაინტერესებთ რა დაემართათ გამოსაცდელ პირებს? ექსპერიმენტის დასრულებისას მათ საგრძნობლად გაუუმჯობესდათ სმენა, მეხსიერება, რეაქციის სიჩქარე და მადა, ხოლო ის მონაწილეები, რომლებსაც მოძრაობასა და ტვირთის აწევა-გადატანაში დახმარება ესაჭიროებოდათ, უკვე შეეძლოთ დამოუკიდებლად გადაადგილება და საგნების თან ტარებაც.

ამ ადამიანებისთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მინიჭებამ, ასევე მათთან, როგორც ჩვეულებრივი ადამიანების და არა მოხუცების მიმართ გამოხატულმა დამოკიდებულებამ, შესაძლებელი გახადა ამ ადამიანების ფიზიკური მდგომარეობის გამოსწორება.

როლები, რომლებსაც ჩვენ ცხოვრებაში ვასრულებთ, განსაზღვრავენ ჩვენს შეგრძნებებს და ქცევას.
სხვა კვლევებმა გამოააშკარავა ამ ეფექტის ბნელი მხარე. მაგალითად, ფილიპ ზიმბარდოს ცნობილი სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი, სადაც კარგად ჩანს თუ როგორ აისახება ცხოვრებისეული „როლი“, რომელსაც ვასრულებთ, ჩვენს ქცევაზე და თვითიდენტიფიკაციაზე.

ექსპერიმენტის მონაწილეები გაყვეს ორ ჯგუფად: ერთი ასრულებდა ზედამხედველების როლს, მეორე – პატიმრების. თუმცა, საჭირო გახდა ექსპერიმენტის დროზე ადე შეწყვეტა, რადგან «მსახიობები» საკუთარ როლს ზედმეტად კარგად ასრულებდნენ. «ზედამხედველებმა» დაიწყეს «პატიმრების» დაცინვა, ხოლო «პატიმრები» უფრო მეტად დაითრგუნენ და თავს უიმედოდ გრძნობდნენ. ექსპერიმენტის რამოდენიმე მონაწილემ ფსიქოლოგიური ტრამვაც კი მიიღო.

როლები, რომლებსაც ჩვენ ვასრულებთ ცხოვრებაში, ხშირად გადამწყვეტ გავლენას ახდენს იმაზე, ვინ ვართ და როგორ ვიქცევით. ჩვენი პიროვნება არ წარმოადგენს რაიმე მკაცრად დაფიქსირებულ მოცემულობას, პირიქით, ის ძალიან მოქნილი სუბსტანციაა, რომელიც სწრაფად ერგება ჩვენს როლებს. მაგალითად, ბევრი თვლის, რომ ჰიტ ლეჯერის სიკვდილი ძირითადად დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ის ძალიან შეიჭრა თავის ბოლო როლში ფილმიდან «ბნელი რაინდი».

2. მთელი ჩვენი ცხოვრება თამაშია, ჩვენ კი მსახიობები ვართ
ეს ცნობილი ციტატა იმაზე მეტად მართებულია, ვიდრე ჩანს. სხვადასხვა კონტექსტში, ყველა ჩვენგანი სხვადასხვა როლს ვასრულებთ. ზოგჯერ მუსიკოსები ვართ, ზოგჯერ მშობელი, მეგობარი, საყვარელი ადამიანი, სტუდენტი ან მასწავლებელი.

სიტუაცია განსაზღვრავს როლს, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ. თუმცა, ადამიანების უმრავლესობა ვერ აცნობიერებს, რომ არსებობს უკუდამოკიდებულებაც. უბრალოდ უნდა ჩამოყალიბდეთ, რა როლის შესრულება გინდათ. მხოლოდ თქვენ ირჩევთ სად ითამაშებთ, ვის და როგორ. თავად შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი ცხოვრების ისტორია, ვიდრე სხვას მიანდოთ მთხრობელის როლი.

დიახ, თქვენ ხართ ისეთი, როგორიც ხართ, მაგრამ თქვენ ასევე შეგიძლიათ გახდეთ ისეთი, როგორიც გინდათა რომ იყოთ.

მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ყველაზე ნამდვილი „თქვენ“ – ეს არ არის ის ადამიანი, რომელსაც მოცემულ მომენტში წარმოადგენთ. ნამდვილი „თქვენ“ — ეს არის ის ადამიანი, რომელიც გინდათ რომ გახდეთ. თქვენ ყველაფერი გაქვთ იმის განსაზღვრისთვის, თუ რამდენი აქტი იქნება თქვენი ცხოვრების პიესაში და რა ტიპის პეროსნაჟები იქნებიან მასში. მაშინაც კი, როცა რაიმე მოულოდნელი მოხდება, თქვენ ყოველთვის შეძლებთ იმპროვიზირებას ისე, რომ არ გადახვიდეთ საკუთარ პრინციპებს და ფასეულობებს. სწორედ ასე შეძლებთ შეინარჩუნოთ რეალური პიროვნული სახე.

რამდენადაც თქვენს შესაძლებლობებშია განსაზღვროთ თქვენი გარემოცვა და როლი, რომელსაც შეასრულებთ, თქვენ შეგიძლიათ საკუთარ პირად და პროფესიულ ცხოვრებაში ხარისხიანი ცვლილებები შეიტანოთ. ეს არ არის რთული პროცესი და აი რა სტადიებს მოიცავს ის:

  1. საკუთარი მიზნების განსაზღვრა
  2. მიზნებისკენ ისე იარეთ, რომ იმ სიტუაციებში, რომლებიც დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში, ბოლომდე იყოთ ჩაფლული.
  3. განსაზღვრეთ როლები, რომელთა შესრულება დაგჭირდებათ თქვენ მიერ შექმნილი სიტუაციების შესაბამისად.
  4. როლი შეასრულეთ მანამ, სანამ თქვენი პიროვნების ნაწილი არ გახდება.
  5. ისეთ ადამიანებთან ააწყვეთ ურთიერთობა, რომლებიც მხარს დაგიჭერენ და მიზნების მიღწევაში დაგეხმარებიან.
  6. გაიმეორეთ ყველაფერი დასაწყისიდან, მაგრამ უფრო მაღალ დონეზე.

3. მიზნების სწორად დასახვა

 

„ეს არის ადამიანების უმრავლესობის ყველაზე მთავარი ცხოვრებისეული ირონია. მათ მთლად კარგად არ ესმით რა უნდათ ცხოვრებისგან. თუმცა ამასთანავე აქტიურად მოქმედებენ“ – რაიან ჰოლიდეი, ბიზნეს კონსულტანტი, მედიასტრატეგი, მეცნიერების პოპულარიზატორი

ადამიანების უმრავლესობა ცხოვრებაში ზუსტად ისე დაბოდიალობს, როგორც ინტერნეტში სიახლეების დასათვალიერებლად. მათ არ აქვთ განსაზღვრული რა უნდათ, ამიტომ, ერგებიან უკვე არსებულ სიტუაციას.
თუ თქვენ ზუსტად გადაწყვეტთ რა გინდათ, თავად სამყარო დაგეხმარებათ სასურველის განხორციელებაში.
როცა კონკრეტულ მიზანს ისახავთ და თავად წერთ საკუთარ ისტორიას, თქვენ ამავდროულად განსაზღვრავთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე რა სტადიების გავლა მოგიწევთ. განვითარების საკუთარი პირობების შექმნისას, საჭიროა იცოდეთ როგორი უნდა იყოთ შემდეგ სტადიაზე.

ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ სრულად უნდა დაგეგმოთ თქვენი მომავალი. ასე ჩარჩოებში მოაქცევთ საკუთარ თავს და შეიზღუდავთ პოტენციალს და პირიქით, საკუთარ ცხოვრებაში ხარისხიანი ცვლილებების შეტანით უამრავ შესაძლებლობას მისცემთ საკუთარ თავს.

„ყოველ ჯერზე, როცა ცხოვრებაში ახალ ეტაპზე გადახვალთ, თქვენ უნდა გახდეთ საკუთარი თავის „ახალი ვერსია“ „ – ლეონარდო დი კაპრიო, ამერიკელი მსახიობი და პროდუსერი.

მაგალითად, თუ აპირებდით დაგეწყოთ საკუთარი საქმე, შეგეგროვებინათ ფული და 40 წლისთვის «პენსიაზე გასულიყავით», მაგრამ ამ ასაკში თავს ენერგიით სავსედ გრძნობთ, სრულიად შესაძლებელია ახალი საქმე დაიწყოთ. ეს ლოგიკურიც არის, რადგან 20 წლის ასაკში ძალიან რთულია იწინასწარმეტყველო რა დაგაინტერესებს 40 წლის ასაკში. შესაძლოა სწორედ ამაში არის ცხოვრების აზრიც.

4. კონტექსტის შექმნის მნიშნელოვნება
„კონტექსტი გვეხმარება განვვითარდეს სწორი გზით“ – ელენ ლენგერი, სოციალური ფსიქოლოგი
ადამიანების უმრავლესობა იმის ნაცვლად, რომ ახალი პირობები შეარჩიონ, ყველა ძალ-ღონეს ხარჯავს პირობების შეცვლაზე. ამასთან, ისინი ძალიან ეყრდნობიან ნებისყოფას.

მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ მხოლოდ ნებისყოფის დახმარებით განვითარება ძალიან რთულია. ეს ნელი, ეტაპობრივი გზაა სრულყოფილებისკენ. ასე ვერ შეძლებთ ხარისხიანი ნახტომის გაკეთებას. ცვლილებები მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა თქვენ გადალახავთ იმას, რაც წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. ასე თქვენ შექმნით მდინარეს, რომლის დინებაც პირდაპირ მიზნისკენ წაგიღებთ.

5. შესასრულებელი როლის განსაზღვრა
„თამაში — ეს არ არის მეტაფორა, ეს არის ქცევის მოდელი, რომელიც თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში“ – მაიკლ პორტი, კონსულტანტი, ქოუჩი, მარკეტინგისა და მიზნების დასახვის თემის სპიკერი.

თქვენი ქცევა და როლი, რომელსაც ასრულებთ, გავლენას ახდენს ადამიანებზე, რომლებიც თქვენს გარშემო არიან. სწორი კონტექსტის შექმნა დაგეხმარებათ სწორი როლის განსაზღვრაში, მაგრამ თავად

შეგიძლიათ დაეხმაროთ საკუთარ თავს, შემდეგი შეკითხვების დასმით:

  • რა გავლენის მოხდენა გსურთ გარშემომყოფებზე?
  • ვინ უნდა იყოთ, რომ მიზნებს მიაღწიოთ?
  • როგორი ხმა გექნებათ?
  • რა როლს მოირგებთ?

მნიშვნელოვანია ასევე დეტალები. ალბათ ყველამ იცის ეს რჩევა: კარიერულ კიბეზე ასასვლელად, საჭიროა ჯერ კიდევ დაბალ პოზიციაზე ყოფნისას იცვამდეთ ისე, როგორც დირექტორებს აცვიათ. ამას აზრი აქვს მაშინ, თუ დიდ ყურადღებას მიაქცევთ საკუთარ ქცევასაც.

6. ისე მოქცევა, თითქოს უკვე შეიცვალეთ
„თუ თქვენ გსურთ, რომ ხარისხობრივად აიმაღლოთ ცხოვრების დონე, მოიქეცით ისე, თითქოს ყველაფერი ის უკვე გაქვთ, რაც გინდათ“ – უილიამ ჯეიმსი, ამერიკელი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი.

რა თქმა უნდა არსებობს გარემოებები, რომლებიც ობიექტურად გზღუდავენ. ლოგიკურია, რომ ორ მეტრ სიმაღლეზე ვერაფერს მიწვდებით თუ 1,5 მეტრი სიმაღლის ხართ. მაგრამ, თუ თქვენ მოინდომებთ გახდეთ ცნობილი მუსიკოსი, გამოჩენილი მწერალი ან წარმატებული ბიზნესმენი – ამ შემთხვევაში ყველაფერი თქვენს ხელშია და შესაძლებლობების მხრივ არანაირი შეზღუდვა არ გაქვთ.

თავიდან თქვენ თავს მატყუარად იგრძნობთ და საკუთარი ქცევა არარეალურად მოგეჩვენებათ. ეს არც თუ ისე სასიამოვნო შეგრძნებაა. თქვენი ძველი ჩვევები თავს შეგახსენებენ, მაშინაც კი, როცა კონტექსტი თქვენგან მოითხოვს იყოთ სრულიად სხვა ადამიანი. მაგრამ დროდადრო თქვენ მიეჩვევით და აღმოაჩენთ, რომ შეეზარდეთ საკუთარ როლს და უკვე რეალური ხართ.

7. ურთიერთობების სწორად აგება
„რაც უფრო მნიშვნელოვანია თქვენი მიზანი, მით უფრო მნიშვნელოვანია გუნდი, რომელთანაც ერთად ამ მიზნისკენ მიდიხართ“ – რობინ შარმა, კანადელი მწერალი, მოტივაციის, ლიდერობისა და პიროვნული განვითარების სპეციალისტი.

თქვენ ვერ გაუმკლავდებით საკითხების მოგვარებას ერთგული ადამიანების გარეშე. წიგნში «თქვენი მხარდამჭერი ჯგუფი» – კიტ ფერაციმ გააბათილა გავრცელებული იდეა იმის თაობაზე, რომ ლიდერის გზა – ეს არის მარტოხელა ადამიანის გზა და თითქოს შესაძლებელია მარტოხელა ადამიანი სუპერწარმატებული ან სუპერპროფესიონალი გახდეს.

კიტი საუბრობს იმაზე, რომ აუცილებელია ღრმა და ნდობით აღსავსე ურთერთბის ჩამოყალიბება რამოდენიმე ადამიანთან, რომლებიც გაგამხნევებენ, მხარს დაგიჭერენ და უკუკავშირზე გამოვლენ იმასთან დაკავშირებით, რასაც აკეთებთ. ეს ადამიანები არ მოგცემენ უფლებას შუა გზაში მიატოვოთ საქმე და დანებდეთ.
ჩვენ ყველანი ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. სიტუაციები, რომლებსაც საკუთარ თავს ვუწყობთ განვითარებისთვის, ზედმეტად რთულია იმისათვის, რომ მარტო გავუმკლავდეთ.

დასკვნა

„ზოგჯერ ადამიანი, რომელიც მოუმზადებელი ჩანს რაიმე ამოცანის შესასრულებლად და ტოვებს არაკომპეტენტურის შთაბეჭდილებას, უცებ აღმოაჩენს თავის ნიჭს, და იცით ეს რისი წყალობით ხდება? – საკუთარ თავში უსაზღვრო და უპირობო რწმენის წყალობით!“ – ელიზაბეტ გილბერტი, ამერიკელი მწერალი

ხარისხიანი ცვლილებების სწრაფად მიღწევა ცხოვრებაში სრულიად რეალურია. საჭიროა იქონიოთ იმის გამბედაობა, რომ საკუთარი თავი ჩააყენოთ რთული წინააღმდეგობების გადალახვისა და გამოწვევების წინაშე და რაც გაიძულებთ უკეთესი გახდეთ. თქვენ ზუსტად უნდა განსაზღვროთ ვინ გინდათ რომ იყოთ და ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნოთ საკუთარი თავის რწმენა. რაც მთავარია – თქვენ ყოველთვის ისე უნდა მოიქცეთ, თითქოს უკვე ის ხართ, ვინც გინდათ რომ იყოთ.

თუ თქვენ ამის შესრულებას შეძლებთ, დარწმუნდებით, რომ თქვენი პოტენციალი უსაზღვროა და არჩევანიც თქვენზეა!

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1490 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like