ცხოვრების გაუმჯობესება ერთ წუთში

ცხოვრების გაუმჯობესება ერთ წუთში

შეგიძლიათ საკუთარი ცხოვრების შეცვლა ერთ წუთში? თუ იტყვით არა – იქნებით არასწორი, რადგან შეგიძლიათ. ყველას შეუძლია ეს. ბევრ ჩვენგანს უჭირს დროებით შეჩერება რომ მოდუნდეს, გაერთოს ან უბრალოდ სუნთქვის ვარჯიშები გააკეთოს. მუდმივად ვჩქარობთ, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ ყველა ჩვენგანს შეუძლია ერთი წუთი მაინც გამოყოს იმისათვის, რომ მნიშვნელოვნად შეცვალოს საკუთარი ცხოვრება. ყურადღება მიაქციეთ ქვემოთ მოცემულ წინადადებებს, მოსინჯეთ და გაარკვიეთ როგორ შეიძლება შეცვალოთ თქვენი ცხოვრების ხარისხი.

გსურთ გააკეთოთ რამოდენიმე პოზიტიური მიღწევა ცხოვრებაში? ბევრ ადამიანს სურს გაიუმჯობესოს ცხოვრება, მაგრამ არ შეუძლიათ შესაბამისი ზომების მიღებისთვის დროის გამონახვა. თუ თქვენ დაძაბული ცხოვრების წესი გაქვთ, მასში დადებითი ცვლილებების შეტანისთვის დროის გამონახვა წარმოუდგენლად რთული ამოცანაა.

თუმცა ყველაზე მაღალ მთებსაც კი ნაბიჯ-ნაბიჯ იპყრობენ და უდიდეს ამოცანას წარმოადგენს ერთი დროული ნაბიჯის გადადგმა.

რატომ არ უნდა სცადოთ ისეთი მიდგომა, რომლის დროსაც თქვენ ახდენთ ყურადღების კონცენტრირებას იმაზე, რისი მიღწევაც ზუსტად ერთ წუთში შეგიძლიათ.

ერთი წუთი არც ისე ბევრია, რომ საკუთარი თავისთვის დაგენანოთ. გთავაზობთ რამოდენიმე მეთოდს, როგორ გამოიყენოთ ერთი წუთის ძალა:

* ვარჯიში ერთი წუთის მანძილზე
დრო არ გაქვთ სპორტდარბაზში სასიარულოდ? კარგი. მაშინ მობილიზდით შემდეგ ერთ წუთზე. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ სუნთქვის ვარჯიშები ან აზიდვები. ანდა გააკეთეთ მცირედი ინვესტიცია ტრენაჟორში და ივარჯიშეთ მასზე ერთი წუთის განმავლობაში. გარკვეული დროის შემდეგ შეგიძლიათ კიდევ ერთი წუთი დაამატოთ… როგორი საქმეა, თქვენ ახლახან გააკეთეთ 200%-იანი ნახტომი.

* ერთწუთიანი დასვენება
უბრალოდ მოდუნდით სავარძელში და ღრმად ჩაისუნთქეთ ისე, რომ ჰაერმა ფილტვები სრულად შეგივსოთ. შემდეგ პირი გააღეთ და შეძლებისდაგვარად ნელა ამოისუნთქეთ. ამ სავარჯიშოს გამეორებისას, მხოლოდ ერთი წუთის მანძილზე, თქვენ ტვინს მიაწვდით ჟანგბადის ახალ, გაზრდილ დოზას.

* იფანტაზიორეთ ერთი წუთის მანძილზე
თქვენი გონება არის ზღაპრული თეატრი, ის მოიცავს თქვენი საყვარელი ადგილის მშვენიერ სურათებს. აზრიანად მოინახულეთ ერთ-ერთი მათგანი. უბრალოდ მოდუნდით და გაისუფთავეთ გონება, მნიშვნელობა არ აქვს სად იმყოფებით, თვითმფრინავში თუ სამუშაო მაგიდასთან, მთავარია, რომ საჭესთან არ ხართ, თუმცა ამას თავადაც ხვდებით. ახლა დატკბით თქვენი საყვარელი ადგილით თქვენს მენტალურ თეატრში ერთი წუთის მანძილზე. თქვენ შეიგრძნობთ განახლებას, სიმშვიდეს და სიცხადეს.

* შეცვალეთ თქვენი შეხედულებები ერთი წუთის მანძილზე
თქვენ შეგიძლიათ ცდები ჩაატაროთ ყველაფერ იმაზე, რაც თქვენი „მე“-ს იქეთ ხდება ზუსტად ერთი წუთის მანძილზე. შეეცადეთ მოიქცეთ ჩვეულებრივი ქცევის საპირისპიროდ. თუ თქვენ ჩაკეტილობისკენ მიდრეკილი ხართ, იფიქრეთ როგორც ექსტრავერტმა. თუ ინჟინერი ხართ, იფიქრეთ როგორც მხატვარმა. თუ მამაკაცი ხართ, იფიქრეთ როგორც ქალმა.

* პრობლემას გადახედეთ ერთი წუთის მანძილზე
აირჩიეთ პრობლემა და იფიქრეთ მასზე, როგორც სხვა ადამიანმა, განიხილეთ ის სხვისი მიდგომით. ახლა ის სხვაგვარად გამოიყურება? შეეცადეთ პრობლემას ალბერტ აინშტაინის, ბილ გეიტსის ან მარტა სტიუარტის გონებით შხედოთ. როგორ გამოიყურება ახლა პრობლემა?

* გამოსცადეთ სიხარული ერთი წუთის მანძილზე
შესაძლოა თქვენი გონება გადატვირთულია პრობლემებით და ამოცანებით, რომელბიც თქვენს კონტროლს არ ემორჩილება, მაგრამ შეეცადეთ მოძებნოთ ის, რის გამოც ღმერთის მადლიერი ხართ და მოიმართეთ მადლიერების გრძნობით. დაივიწყეთ ყველა ახლანდელი და წარსული ტრაგედია თუ უბედურება, მიეცით უფლება საკუთარ თავს გამოსცადოთ ბედნიერება ერთი წუთის მანძილზე.

თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ სასწაულების მიღწევა სულ რაღაც ერთ წუთში და შემდეგ დაამატოთ კიდევ ერთი წუთი, კიდევ ერთი, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებამდე. სცადეთ!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

ფილოსოფია

რატომ არის სამყარო შენს მიმართ კეთილი და მეგობრული?

თუ ხედავ, რომ ყველაფერი ხელს გიშლის გეგმების განხორციელებაში მიუხედავად ამისა, სამყარო მაინც კეთილი და მეგობრულია რადგან: გაჩვენებს რა ხარვეზები და შეცდომები გაქვს დაგეგმვაში დაშვებული და შანსი გაქვს აღმოფხვრა ისინი ან

პოზიტივი და ნეგატივი

ყოველდღიური 5 პოზიტიური მოწოდება: პარასკევი

შეიძლება იფიქრო, რომ შეცდომებისგან დაზღვეული იქნები, თუკი არაფერს მოიმოქმედებ, მაგრამ სწორედ ესაა უდიდესი შეცდომა. როგორც სპორტში, ასევე საქმეში დაწინაურება უდიდესი შრომის ნაყოფია. ფიზიკურის მსგავსად გონებრივი ვარჯიში და მუდმივი მეცადინეობა გაცილებით

ჯანმრთელობა და კვება

ვინც ადრე დგება…

რატომ ღირს დილის 6-ზე ადგომა? 1. მეტის გაკეთბა ადამიანების უმრავლესობისთვის დილა უფრო პროდუქტიულია ვიდრე საღამოს ან ღამის საათები. ასეა მოწყობილი ადამიანი – ღამით ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესი ნელდება. 2. მეტი