ცხოვრების გასამარტივებელი ლიმიტები

ცხოვრების გასამარტივებელი ლიმიტები

ითვლება, რომ ნებისმიერი შეზღუდვა ართულებს ჩვენს ცხოვრებას, რამდენადაც ისინი გვართმევენ ძვირფას თავისუფლებას. მაგრამ ყველა წესში არის გამონაკლისი.

თქვენს წინაშეა ლიმიტები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ:

1. დროის ლიმიტი პრობლემის მოსაგვარებლად
როცა რამე გაწუხებთ, ნერვიულობისა და განცდების ნაცვლად სასწრაფოდ განსაზღვრეთ რამდენი დრო გაქვთ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად. პირველ რიგში კონკრეტულად დათქმული ვადა არ მოგცემთ ტყუილად ჯდომის საშუალებას, ხოლო იმის გაცნობიერება, რომ გარკვეული დროის შემდეგ სიტუაცია გაირკვევა – ოპტიმიზმს შეგმატებთ.

2. მოვალეობების ლიმიტი
ისწავლეთ თქვათ “არა”. თქვენ ადამიანი ხართ და არა რობოტი, ამიტომ არ შეგიძლიათ ყველას დაეხმაროთ გარშემო. იცოდეთ საკუთარი ლიმიტი. თუ გადატვირთული ხართ დავალებებით, ნუ მოგერიდებათ დახმარებაზე უარის თქმა. დატკბით ცხოვრებით და ნურავის მისცემთ უფლებას კისერზე დაგაჯდეთ.

3. მნიშვნელობის ლიმიტი
რას აქვს უფრო მეტი მნიშნველობა? რას ნაკლები?
ადამიანები უმეტესწილად ნერვიულობენ წვრილმანების გამო, თან ამას ვერც აცნობიერებენ. თუ თქვენ ზუსტად გეცოდინებათ რას აქვს თქვენთვის მნიშვნელობა, ეს დაგეხმარებათ ტყუილად არ მოიშალოთ ნერვები.

4. დროის ლიმიტი გადაწყვეტილების მისაღებად
რამდენად იტანჯავთ თავს ეჭვებით გადაწყვეტილების მიღების დროს?  დარეკოთ თუ არ დარეკოთ? ხორცი შეუკვეთოთ თუ თევზი? საშინელებათა ფილმზე აიღოთ ბილეთები თუ კომედიზე? მთაში დაისვენოთ თუ ზღვაზე? რაც უფრო დიდხანს ფიქრობთ არჩევანზე, მით უფრო იბნევით. შემდეგ ჯერზე, როცა მიხვდებით, რომ ჩამოყალიბება გიჭირთ, საკუთარ თავს პირობა მიეცით, რომ გადაწყვეტილებას მიიღებთ უახლოესი 5 წუთის განმავლობაში. როცა გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას ისწავლით, მაშინვე გათავისუფლდებით განცდებისა და ნერვიულობისგან.

5. დროის ლიმიტი ამოცანების გადაჭრისთვის
რატომ უყვარს ადამიანების უმრავლესობას ამოცანის გადაჭრის სამომავლოდ გადადება? უმეტესწილად ამაში დამნაშავეა სიზარმაცე. მაგრამ, თუ საკუთარ თავს დაპირდებით, რომ დღეს არანაკლებ ერთ ან ორ საათს დაუთმობთ ამა თუ იმ ამოცანას, მათთან გამკლავება გაცილებით მარტივი იქნება.

6. შემოწმების ლიმიტი
განსაზღვრეთ თქვენთვის – დღეში რამდენჯერ შეამოწმებთ ფოსტა, შეტყობინებებს სოციალურ ქსელებში, კომენტარებს, პასუხებს ფორუმებზე და ა.შ. მაგალითად, დაპირდით საკუთარ თავს, რომ ამას გააკეთებთ არაუმეტეს სამჯერ დღეში და თქვენ დაინახავთ რამდენი თავისუფალი დრო და ადგილი გექნებათ თავში. თავად ვერც კი ამჩნევთ როგორ უთმობთ საინფორმაციო მასას მთელ თქვენს დროს. თუ შეზღუდავთ დროს მათ შემოწმებებზე, ამით ისწავლით გამოყოთ მხოლოდ ძირითადი, ხოლო უმნიშვნელოს ყურადღებას აღარ მიაქცევთ. ეს საკმაოდ გაამარტივებს თქვენს ცხოვრებას.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1529 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე მაკედონელის ცნობილი გამონათქვამები

ჰერაკლე ეფესელი წერდა: „ღმერთები უკვდავი ადამიანები არიან, ხოლო ადამიანები-უკვდავი ღმერთები“. მართლაც მოკვდავი ღმერთი იყო ალექსანდრე დიდი მაკედონელი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხედართმთავარი იყო და შექმნა უზარმაზარი იმპერია. როდესაც ალექსანდრე

Print Friendly, PDF & Email

როგორ გადავიდა მთელი ქალაქი მზის ენერგიაზე და უარი თქვა ბენზინზე

იაპონიაში ააშენეს ყველაზე ეკოლოგიური ქალაქი მსოფლიოში. იქ არსებული ყველა სახლი იყენებს მზის ენერგიას, წყლის ხარჯი შემცირებულია 30%-ით, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტად იყენებენ ელექტრომობილებს და ველოსიპედებს. ცოტა ხნის წინ შედგა «ჭკვიანი ქალაქის»

Print Friendly, PDF & Email

12 უნივერსალური ჭეშმარიტება, რომლებიც შეცვლიან თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ

1. ყველაფერი – აბსოლიტურად ყველაფერი – რისი მიღწევაც გსურთ, იწეყება ერთი აზრისგან… გამოყავით საკუთარი თავისთვის დრო, მიეცით უფლება საკუთარ თავს იოცნებოთ, რაიმე წარმოიდგინოთ. გვერდით გადადეთ რეალობის შეგრძნება და პრაგმატული ფიქრები

Print Friendly, PDF & Email

გაატარე ზამთარი საქართველოში – ახალი საიმიჯო რეკლამა საქართველოზე 2015

❅ რატომ მიყვარს საქართველო? სიღრმეებისთვის, აღმაფრენისთვის, სიმყუდროვისთვის, მრავლისმეტყველი დუმილისთვის, გარდაქმნებისთვის, გამბედაობისთვისა და სულის მუსიკისთვის… ახალგაზრდობისთვის, შთაგონებისთვის, მე მიყვარს ის ჭეშმარიტებისთვის, სიამაყისთვის და ღიმილისთვის. გააზიარეთ ეს ვიდეო, რათა მსოფლიომ ნახოს! გამოიწერეთ

Print Friendly, PDF & Email

მე არ ვარ მათხოვარი!

ამონაწერი მილიარდერი, ალექს იანოვსკის სტატიებიდან. გუშინ ვზივარ მანქანაში, ველოდები ნაცნობს. მოდის ბიჭი, 10-12 წლის, ხელში უჭირავს ბოთლი და ჩვარი. — ძია, გაგირეცხოთ მანქანის ბორბლები? რამდენსაც მომცემთ მომეცით, უბრალოდ ფული ძალიან

Print Friendly, PDF & Email

ფილოსოფია – ცინიზმი

ცინიზმი – (ბერძ. kinismos) – აგდებული დამოკიდებულება ზნეობრივი ნორმებისადმი, ისეთი რამისადმი, რაც საყოველთაო პატივისცემით სარგებლობს. სიტყვა მომდინარეობს ანტისთენეს მიერ დაარსებული ბერძენი ფილოსოფოსების ჯგუფის, კინიკოსების სახელიდან. ისინი მხარს უჭერენ ცხოვრების უბრალო,

Print Friendly, PDF & Email