ცხოვრების ერთ-ერთი დიდი გამოცდა, რომელიც ყველას გვეხება

ცხოვრების ერთ-ერთი დიდი გამოცდა, რომელიც ყველას გვეხება

როდესაც გასაჭირში მყოფ ადამიანს ხედავთ, არ გეგონოთ, რომ ცხოვრება მხოლოდ მას ცდის. ეს გამოცდა თქვენც გეხებათ, როგორ მოექცევით თქვენ ამ ადამიანს? დაეხმარებით თუ ზურგს აქცევთ?

ცხოვრების მანძილზე თქვენ რამდენჯერაც დახმარებიხართ ადამიანებს და რამდენჯერაც სიკეთით დაგიძლევიათ ყოველი სიბოროტე, გჯეროდეთ, რომ იგი ასმაგად დაგიბრუნებათ. თქვენ რომ ვერც წარმოიდგენთ ისეთი ადამიანების ხელით და სწორედ იმ დროს, როცა ყველაზე მეტად დაგჭირდებათ ღმერთის დახმარება ან რაიმე სასწაული, კეთილი ნიშანი სამყაროდან.

ცხოვრება ძალიან დიდი ბუმერაგია და გაცემული ყოველთვის უკან გვიბრუნდება. გჯეროდეთ ამის, რადგან ჩემი, შენი და საერთოდ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება სწორედ ამის ნათელი მაგალითია. 

სხვებს დავეხმაროთ და შემდეგ რაღაცას ველოდოთ? -არა! უბრალოდ, უანგარო გაცემა და გულწრფელი სურვილით დახმარების გაწევა, ეს ის სიკეთეა, რომელიც ჯერ ჩვენ გვაბედნიერებს და მეორეც, გაცემული ძალისხმევა ისევ ჩვენ, გაასმაგებული გვიბრუნდება, საჭირო დროს და საჭირო ადგილზე. კეთილი უცნობების, საჭირო სიტუაციების, სასწაულების და საოცრებების სახით.

და ბოლოს, არ არის საჭირო დიდი ფინანსები სიკეთის საკეთებლად, ხშირად საკმარისი წარმოსახვაა საჭირო, რათა საკუთარი თავი სხვის ადგილზე წარმოვიდგინოთ და ადამიანურად, უბრალოდ, ადამიანურად მოვიქცეთ.

 

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 69 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ