დროის მენეჯმენტი: თქვენი ცხოვრების დიდი ქვები

დროის მენეჯმენტი: თქვენი ცხოვრების დიდი ქვები

კარგა ხნის წინ მე ვკითხულობდი ერთი ექსპერტის შესახებ დროის მენეჯმენტის სფეროში. ერთ მშვენიერ დღეს ეს ექსპერტი ესაუბრებოდა სტუდენტთა ჯგუფს და თავისი აზრების უკეთესად გამოსახატად გამოიყენა ილუსტრაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ ის სტუდენტები არასოდეს დაივიწყებენ.

ექსპერტი დადგა ფრიადოსან სტუდენტებს შორის და თქვა: “დროა ჩავატაროთ გამოცდა.” შემდეგ მან დადგა მაგიდაზე განიერყელიანი დიდი პლასტმასის ქილა, აიღო რამოდენიმე მუშტის ხელა ქვა და ფრთხილად ჩაალაგა ისინი ქილაში. იმის შემდეგ, რაც ქილა პირამდე გაივსო და მეტი ქვები შიგნით აღარ ეტეოდა მან იკითხა: სავსეა ქილა?” საკლასო ოთახში მყოფმა ყველა სტუდენტმა ერთბაშად დაიძახა: “კი”

შემდეგ მან იკითხა: “მართლა?” იგი დაიხარა და მაგიდის ქვეშიდან ამოიღო ხრეში. მან ჩაყარა ხრეში ქილაში და შეანჯღრია ქილა ისე, რომ ხრეში განთავსებულიყო ქვებს შორის დარჩენილ ცარიელ ადგილებში. შემდეგ მან გაიღიმა და კვლავ ჰკითხა ჯგუფს : “სავსეა ქილა?” ახლა კი სრუდენტები ყკვე მიუხვდნენ მას და ერთ ერთმა მათგანმა თქვა: “ალბათ არა.”

“კარგია!” – უპასუხა მან. შემდეგ კი კვლავ დაიხარა და ამოიღო ქვიშით სავსე ვედრო. მან დაიწყო ქვიშის ჩაყრა ქილაში და ქვიშამ დაიკავა ის ცარიელი ადგილები, რომელიც დარჩენილი იყო ქვებსა და ხრეშს შორის. “ახლა სავსეა ქილა?” – კვლავ იკითხა ექსპერტმა. “არა!” ერთხმად დაიყვირეს სტუდენტებმა. “კარგია” – თქვა ექსპერტმა და აიღო ხელში წყლით სავსე დოქი. იგი ასხავდა წყალს ქილაში მანამ, სანამ იგი პირთამდე არ გაივსო. მან შეხედა სტუდენტებს და იკითხა: “რა არის ამ ილუსტრაციის აზრი?”

ერთმა გაბედულმა სტუდენტმა უპასუხა” “მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გადატვირთულია თქვენი განრიგი, თქვენ ყოველთვის შესძლებთ მასში კიდევ რაიმის ჩატევას.”

“არა,” უპასუხა მოსაუბრემ, “ეს არ არის მისი აზრი. ეს ილუსტრაცია გვასწავლის: თუ თავიდან დიდ ქვებს არ ჩადებთ, მაშინ ვეღარასოდეს მოახერხებთ მის ჩატევას.”

რა არის თქვენი ცხოვრების დიდი ქვები?

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ