ცხოვრების უსამართლო 35 კანონზომიერება

ცხოვრების უსამართლო 35 კანონზომიერება

1. გვერდითა რიგი უფრო სწარფად გადის. /ეტორეს დაკვირვება/

2. თუ სხვა არაფერი გშველით, ბოლო-ბოლო ინსტრუქცია წაიკითხეთ! /კანისა და ორბენის აქსიომა/

3. ძებნის დაწყება საჭიროა ყველაზე შეუფერებელი ადგილიდან. /ძიების კანონი/

4. საქმის საჭიროებისამებრ შესასურლებლად დრო ყოველთვის საკმარისი არ არის, მაგრამ მის გადასაკეთებლად დრო ყოველთვის გამოიძებნება. /მესკიმენის კანონი/

5. რთული დავალების შესრულება დაავალეთ ზარმაც თანამშრომელს —  ის უმარტივეს გზას მოძებნის. /ჰლეიდის კანონი/

6. მისთვის, ვისაც უყვარს ძეხვი და პატივს სცემს კანონს, ნამდვილად არ ღირს იმის ნახვა, თუ როგორ კეთდება ერთი, ან მეორე. /ძეხვის პირნციპი/

7. გუნდში მუშაობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს საშუალებას იძლევა სხვას დააბრალოთ დანაშაული. /ფინგეილის მერვე წესი/

8. თქვენ ყოველთვის გექნებათ დროის ან ფულის უკმარისობა. /ლერმანის კვლევა/

9. საქმის პირველ 90%-ს მიაქვს დროის 10%, ხოლო ბოლო 10%-ს — დარჩენილი დროის 90%. /პროექტის შესრულების ვადების წესი/

10. როცა არ უნდა მოიჭრათ ფრჩხილები, ერთი საათის შემდეგ ისინი დაგჭირდებათ. /უიტენის კანონი/

11. როცა დადგება ხეზე დაკაკუნების საჭიროება — აღმოაჩენ, რომ სამყარო შედგება ალუმინისა და პლასტმასისაგან. /ფლაგის კანონი/

12. ნებისმიერი საქმე იოლი შესასრულებელია ადამიანისთვის, რომელმაც არ უნდა გააკეთოს ის. /ჰოლტის კანონი/

13. ვისაც შეუძლია — აკეთებს. ვისაც არ შეუძლია — ასწავლის. დამატება სტუდენტებისთვის: ვისაც არ შეუძლია სწავლა — ასწავლის, როგორ ისწავლონ. /ბ. შოუს კანონი/

14. ნებისმიერი ბრძანება, რომელიც შეიძლება არასწორად იქნეს გაგებული, გაგებულია არასწორად. /სომხური აქსიომა/

15. ადამიანები თანახმანი არიან შეასრულონ ნებისმიერი სირთულის სამუშაო, რომლის შესრულების აუცილებლობა უკვე აღარ არსებობს. /ზიმერგის კანონი ნებაყოფლობითი შრომის შესახებ/

16. ექსპერტი — ჩვენი ქალაქიდან არ არის არც ერთი ადამიანი . /მარსის წესი/

17. გამოცდილება მწყობრიდან გამოყვანილი მოწყობილობის პირდაპირპროპორციულად იზრდება. /ჰორნერის პოსტულატი/

18. არასოდეს გამოდის რაიმე ერთის კეთება. /ჰარდინის კანონი/

19. ყველაზე საინტერესო ექსპონატს არ აქვს წარწერა. /ჯოუნსის მუზეუმებისა და ზოოპარკების კანონი/

20. ვერანაირი ნიჭი ვერ გადალახავს დეტალებისადმი ინტერესს. /ლევის მერვე კანონი/

21. ადამიანმა, რომელსაც მხოლოდ ერთი საათი აქვს, დარწმუნებით იცის რომელი საათია. ადამიანმა, რომელსაც რამოდენიმე საათი აქვს, არაფერში არ არის დარწმუნებული. /სეგალის კანონი/

22. ის, რასაც დიდი ხნის მანძილზე ინახავთ, შეგიძლიათ გადააგდოთ. როგორც კი გადააგდებთ, ის მაშინვე დაგჭირდებათ. /რიჩარდის ურთიერთდამოკიდებულების წესი/

23. დაკარგულს ყოველთვის ბოლო ჯიბეში პოულობ. /ბუბის კანონი/

24. წინასწარ ვერ განსაზღვრავ, ბუტერბროდის რომელ მხარეს უნდა წაუსვა კარაქი. /ბუნების თავისებურების კანონი/

25. ცხელი კოლბა ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ცივი. /ლაბორატორიაში მუშაობის პირველი კანონი/

26. ხელისუფლებაში კორუფციის შესახებ ყოველთვის წარსულ დროში ხდება ცნობილი. /უოტერგეიტსული პრინციპი/

27. უფრო მაღალზნეობრივი ჩვეულებრვ არიან ისინი, ვინც ამოცანის გადაჭრისგან ყველაზე შორს დგანან. /ალინსკის პრინციპი/

28. ეკონომისტებში რეალური სამყარო ითვლება განსაკუთრებულ შემთხვევად. /ჰონგრენის დაკვირვება/

29. არაფერი კეთდება გონივრული მიზეზების გამო. /ო’ბრაიენის კანონი/

30. ყოველ ქმდებაზე არსებობს მისი საწინააღმდეგო კრიტიკა. /ჰარისონის პოსტულატი/

31. ვინც ყველაზე ნაკლებს იხდის, ყველაზე მეტი პრეტენზია აქვს. /დრიუს პროფესიონალური პრაქტიკის კანონი/

32. მნიშვნელობა არ აქვს, რომ ვიღაც არასწორად მიდის. შეიძლება ეს კარგად გამოიყურებოდეს. /სკოტის პირველი კანონი/

33. სათამაშო, რომელიც არ ტყდება, კარგია სხვა სათამაშოების დასამტვრევად. /ვან როის კანონი/

34. ყველა დიდი აღმოჩენა კეთდება შეცდომაზე. /იანგის კანონი/

35. რაც არ უნდა შეგემთხვათ, იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი უკვე შეემთხვა თქვენი ახლობლებიდან რომელიმეს, მაგრამ უფრო უარეს ფორმებში. /მიდერის კანონი/

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1537 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ინტელექტის 9 ტიპი

1. ბუნებრივი ინტელექტი განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობას შეიგრძნოს ცხოველები და მცენარეები. ეს შესაძლებლობა ნიჭად ითვლებოდა ჩვენს ევოლუციურ წარსულში. პირველოფილი მონადიირები და შმგროვებლები ფლობდნენ ამ ნიჭს. დღეისათვის ინტელექტის ეს სახეობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს

16 რჩევა, რომლებიც სხვა ადამიანებთან თქვენ ურთიერთობას გაამარტივებს!

1. ნუ იტყვით «მაგრამ», თქვით «და» მაგალითად: «ეს თქვენ კარგად გააკეთეთ და თუ თქვენ…» ნაცვლად: «დიახ, ეს კარგია, მაგრამ თქვენ…» რადგან «მაგრამ» აბათილებს ყველაფერს, რაც მანამდე იყო ნათქვამი. 2. ნუ

იგავი დალაქსა და ღმერთზე

ერთხელ ერთი ადამიანი სალონში მივიდა, რათა ჩვეულებისამებრ მისთვის დალაქს თმა შეეჭრა და წვერი გაეპარსა. მათ დაიწყეს საუბარი და ცოტა ხანში დისკუსია შეეხო ღმერთს. დალაქმა თქვა: – რაც არ უნდა მითხრათ,

ბლეზ პასკალი – განსჯები სასიყვარულო ვნებებზე

ადამიანი აზროვნებისთვის იბადება და წამიც არ არის, რომ არ იაზროვნოს.მაგრამ წმინდა აზრები, რომლებიც მართლაც ბედნიერებას მიანიჭებდნენ, საკუთარი გონების მხოლოდ ამით დაკავება რომ შეეძლოს, საბოლოო ჯამში, ღლის და ღონეს აცლის ადამიანს. ცხოვრება ერთფეროვანი

ჩვევები ბედნიერებისთვის: ყოველდღიური 7 ხრიკი

ჩვენ წარმატებულ დროში ვცხოვრობთ, რადგან სულ უფრო მეტის გაგება შეგვიძლია, მეცნიერები გვაძლევენ სამყაროს მართვის ინსტრუმენტებს. აუცილებელი არ არის ველოდოთ მომენტს, როცა რაიმე კარგი მოხდება. ჩვენ თავად შეგვიძლია ყოველი დღე უკეთესი

7 ნიშანი იმისა, რომ ხელმძღვანელად ხართ დაბადებული

HootSuite-ის გენერალური დირექტორი რაიან ჰოლმსი გვიზიარებს თავის დაკვირვებების შედეგებს იმის თაობაზე, თუ რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ე.წ. სტარტაპის სადავეები აიღონ ხელში ან საკუთარი კომპანია ჩამოყალიბონ. 1. თქვენ