ცხოვრების 20 მთავარი წესი, რომლებიც წარმატებისკენ გზას შეამოკლებს
1207 Views

ცხოვრების 20 მთავარი წესი, რომლებიც წარმატებისკენ გზას შეამოკლებს

1. ფიქრი, რომელსაც ჩვენ საკუთარ დროს ვუთმობთ, მოქმედებს როგორც მაგნიტი და ჩვენს ცხოვრებაში იზიდავს შესაბამის მოვლენებს.

2. ჩვენ ვიხდით როგორც მოქმედებისთვის, ასევე უმოქმედობისთვის – თუმცა სხვადასხვა ფასს. უმოქმედობა უფრო ძვირი ჯდება, ხოლო შეცდომებისა და წარუმატებლობისთვის თავის არიდება ბედნიერს არ გხვდის.

3. შესაძლებლობები ჩნდება შიდა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

4. იმისათვის, რომ ჩვენს ცხოვრებაში რამე შეიცვალოს ან გამოჩნდეს, საჭიროა ადგილის გამოთავისუფლება და ნიადაგის მომზადება, ასევე ცრურწმენებისა და ძველი ჩვევების დავიწყება.

5. იმისათვის, რომ შევიცვალოთ და შევცვალოთ ცხოვრების მიმართულება, უპირველეს ყოვლისა საჭიროა შევჩერდეთ.

6. ფიქრი — მატერიალურია. ყველაფერი, რაზეც ვფიქრობთ, ვოცნებობთ და რისიც გვეშინია, უპირობოდ ვლინდება ჩვენს ცხოვრებაში.

7. ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში მოდის, არის ჩვენი ფიქრებისა და ქმედებების შედეგი. რამე თუ ისე არ არის, ამის მიზეზი უნდა ვეძებოთ არა გარეთ, არამედ ჩვენში.

8. ჩვენს ცხოვრებაში არ არსებობს შემთხვევითობა ან დამთხვევა. ჩვენ ვიზიდავთ იმას, რაც შეგვეფერება და შეეფერება ჩვენს მიზნებს, მოლოდინებს და ფიქრებს.

9. საკმარისია დავაკვირდეთ რა ხდება ჩვენს გარშემო იმისათვის, რომ გავიგოთ რა უნდა ვისწავლოთ და რაზე ვიმუშაოთ.

10. ის, თუ რამდენად შეგვიძლია ვენდოთ ცხოვრებას, განსაზღვრავს ჩვენს ხვალინდელი დღის რწმენას. ვიღებთ იმას, რისი მოლოდინიც გვაქვს.

11. შეუძლებელია ყველაფრის წინასწარ განჭვრეტა.

12. შეუძლებელია ცხოვრების შეცვლა მაშინ, როცა არაფერს ვაკეთებთ ამისათვის.

13. ყველაზე მთავარი ამოცანები ჩვენს ცხოვრებაში სწორედ ისინია, რომელთა გადაწყვეტასაც გავურბივართ.

14. თუ ცხოვრების მარშრუტს არ ვირჩევთ ჩვენ, მაშინ შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას აღმოვჩნდეთ.

15. ცხოვრების გზა, რომელსაც ჩვენ გავდივართ, არის ჩვენი ცნობიერის ან არაცნობიერის ბრძოლის შედეგი. ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ არჩევანს. მაშინაც კი, როცა არაფერს ვირჩევთ – ვაკეთებთ არჩევანს.

16. არავის არ უყვარს ცვლილებები. საჭიროა წარსულისგან მოწყვეტის საშუალების პოვნა.

17. სრული ბედნიერებისთვის ჩვენ მუდვმიად რაღაც არ გვყოფნის. მცირედით კმაყოფილება რთულია, ბევრით კმაყოფილება კიდევ უფრო რთული. შესაძლებელია მთელი სამყაროს შეძენა და საკუთარი სულის დაკარგვა.

18. თუ ჩვენ არ ვმართავთ საკუთარ აზრებს, ისინი გვმართავენ ჩვენ.

19. რაც უფრო მაღალია ჩვენი განვითარების დონე, მით უფრო მეტი შესაძლებლობები გვეხსნება, უფრო მეტი შეგვიძლია მივიღოთ სამყაროსგან და უფრო მეტი მივცეთ მას.

20. თუ შენ გაიგე ცხოვრების წესები, მაგრამ არანაირად არ გამოგიყენებია ისინი, შენ ტყუილად დაგიკარგავს დრო.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like