ცხოვრების 20 კანონი, რომელთა დამახსოვრება ყველასთვის საჭიროა

ცხოვრების 20 კანონი, რომელთა დამახსოვრება ყველასთვის საჭიროა

ცხოვრებაში არსებობს წესები და კანონზომიერებები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ გავიგოთ საკუთარი ქცევის აზრი ან გავუმკლავდეთ სირთულეებს.

B2P.GE – რეკომენდაციას გიწევთ, რომ დაფიქრდეთ ამ ყველაფერზე და ქვემოთ მოცემული 20 წესი გაითვალისწინოთ:

1. მსგავსების კანონი

ჩვენ ცხოვრებაში შემთხვევით შემხვედრი ადამიანები არ არსებობენ. ჩვენ გაუცნობიერებლად ვიზიდავთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი მსგავსნი არიან.

2. მახვილგონიერების კანონი
როცა ადამიანს რაიმე შეუძებელი სურს, საჭიროა სხვა ინტერესის მოგონება, რომელიც მიზნებით პირველის ტოლფასი იქნება.

3. ბობის კანონი
თუ ბობს ყველასთან პრობლემები აქვს, მაშინ უმთავრესი პრობლემა ყოველთვის ბობია.

4. დათრგუნვის კანონი
აზრები და ქმედებები, რომლებსაც ადამიანი საკუთარ თავში თრგუნავს, ის, რასაც უარყოფს, შესაძლებელია, რომ სრულიად შეუფერებელ დროს გამოვლინდეს. საჭიროა საკუთარი შინაგანი «მე»-ს მიღება და არა დამალვა.

5. შლაგბაუმის კანონი
ზოგჯერ ადამიანს ეძლევა ცხოვრებაში მხოლოდ ერთი შანსი და საჭიროა გადაწყვეტილების სწრაფად მიღება და შლაგბაუმის, როგორც პირობითი წინაღობის გადალახვა. ამ შინაგანი გადაწყვეტის შემდეგ ადამიანს ახალი შესაძლებლოები ეხსნება.

6. გადახდის კანონი
გადახდა უნდა ყველაფერს: ქმედებასაც და უმოქმედობასაც. რა უფრო ძვირი დაგიჯდებათ – ეს თქვენი გადასაწყვეტია. მაგრამ გახსოვდეთ, რომ პრობლემებისგან გაქცევა ადამიანს არ აბედნიერებს.

7. კარების კანონი
ჩვენი ცხოვრება არჩევანის ჯაჭვისგან შედგება. არჩევანი ყოველთვის არსებობს. ის შეიძლება მდგომარეობდეს იმაშიც, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ არჩევანს. საჭიროა იმის დამახსოვრება, რომ ყოველთვის სწორი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. ერთ კარში შესვლისას, ჩვენ ვტოვებთ მეორეს. თუმცა, დანაკარგისგანაც შეიძლება შენაძენის მიღება.

8. მიზიდულობის კანონი
ადამიანი თავისკენ იზიდავს იმას, რაც მის ფოკუსირებულ ცნობიერებაშია – ანუ იმას, რაზეც მუდმივად ფიქრობს, რისიც ეშინია და რაც უყვარს. ცხოვრება გვაძლევს არა იმას, რასაც მისგან მოვითხოვთ, არამედ იმას, რასაც გაუცნობიერებლად მოველით.

9. შეზღუდულობის კანონი № 1
ყველაფრის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. არსებობს მოვლენები, რომლებიც ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ ხდება, მათი წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია და ამიტომ, ჩვენ არ ვართ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი.

10. შეზღუდულობის კანონი № 2
ადამიანს არ შეუძლია ჰქონდეს ყველაფერი. ყოველთვის იქნება რაღაც, რაც მისთვის საკმარისი არ იქნება. ბედნიერების საიდუმლო მდგომარეობს უნარში, რომლითაც შეგიძლია კმაყოფილი იყო იმით, რაც გაქვს.

11. კანონზომიერების კანონი
ერთჯერადად მომხდარი მოვლენა შეიძლება განვიხილოთ როგორც შემთხვევითობა, ორჯერ მომხდარი – დამთხვევად, სამჯერ – კანონზომიერებად.

12. ცვლილებების კანონი
თუ საკუთარ ცხოვრებაში ცვლილებები გინდათ — მაშინ გარემოებებზე კონტროლი საკუთარ ხელში უნდა აიღოთ. შეუძლებელია საკუთარი ცხოვრების შეცვლა იმ პირობებში, როცა პასიურ რეჟიმში ხარ და ცხოვრებისგან საჩუქარს ელი. მას ვერ მიიღებ. თუ სადმე არ გაემგზავრები, ვერსად ვერ ჩახვალ.

13. ტაქსის კანონი
რაც უფრო დიდხანს გატარებთ ტაქი, მით უფრო ძვირი დაგიჯდებათ გზა. თუ არ მიუთითებთ მარშრუტს, ნებისმიერ ადგილას შეიძლება აღმოჩნდეთ და რაც უფრო შორს წახვალთ მცდარი გზით, მით უფრო გაგიჭირდებათ უკან დაბრუნება.

14. აზროვნების კანონი
ჩვენი შინაგანი სამყარო — ეს არის ჩვენი შინაგანი აზრების რეალიზებული სამყარო. არ არის საჭირო საკუთარი წარუმატებლობების მიზეზების ძიება შინაგან სამყაროში.

15. ნახევარი გზის კანონი
სხვა ადამიანთან ურთიერთბებში თქვენი ზონა არის ნახევარი გზა. თუ ფურო მეტს გაივლით – ესეიგი ეს არ სჭირდება იმ ადამიანს. თქვენ თუ გჭირდებათ ასეთი ურთიერთობა?

16. ჰარმონიის კანონი
ადამიანი ჰარმონიას ეძებს ყველაფერში. გარესამყაროსთან ჰარმონიის მიღწევა შესაძლოა მხოლოდ საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნით. საკუთარ თავთან კარგი დამოკიდებულება, საკუთარი თავის მიმღეობა – ეს არის ჭეშმარიტი ჰარმონიის საწინდარი სამყაროშიც და მთლიანობაშიც.

17. სარკის კანონი
ის, რაც ადამიანს აღიზიანებს სხვებში, არის თავად მასში. ის, რისი მოსმენაც ადამიანს სხვებისგან სურს, არის ის, რისი რაც ამ ადამიანისთვის ცხოვრების მოცემულ ეტაპზე ყველაფერზე მნიშნველოვანია. სხვა ადამიანი შესაძლოა სარკის როლს ასრულებდეს თქვენთვის, რომელიც გეხმარებათ დაინახოთ ის, რისი დანახვაც ან არ გინდათ, არ ვერ ხედავთ.

18. ჯაჭვური რეაქციის კანონი
თუ თქვენ უფლებას მისცემთ საკუთარ ცუდ განწყობას დიდხანს მოახდინოს გავლენა თქვენზე, იცოდეთ, რომ ერთ უსიამოვნო განცდას მალე მეორე მოჰყვება. თუ მთელ დღეებს ოცნებებში გაატარებთ, რეალობას ფანტაზიის სამყარო შეცვლის. ადამიანისთვის რთულია საკუთარი ნეგატიური ან არაპროდუქტიული ფიქრების ნაკადის შეჩერება, რადგან მას გამოუმუშავდება განცდის, ღელვის, ტანჯვის, ოცნების ჩვევა — ანუ ყველა უნარი იმისა, რომ თავი აარიდოს პრობლემის აქტიურ გადაწყვეტას.

19. საკუთარი პიროვნების «ღირებულების» შეფასების კანონი
გარშემომყოფები პრაქტიკულად ადამიანს აფასებენ ზუსტად ისე, როგორც ის თავად აფასებს საკუთარ თავს. ამიტომ, შეუძლებელია საზოგადოების თვალში ამაღლება, თუკი საკუთარ თვალში დაბალ დონეზე ხართ.

20. ცხვორების ზრის კანონი
ჩვენ სიცარიელისგან მოვდივართ, ვცდილობთ ცხოვრებას აზრი შევძინოთ და ისევ სიცარიელეში მივდივართ. ყველა ადამიანს ცხოვრების საკუთარი აზრი აქვს, რომელიც შეიძლება შეიცვალოს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე. ხოლო თუ ადამიანი მუდმივად იცვლება დროისა და გადახდენილი მოვლენებიდან გამომდინარე — შესაძლოა, რომ ცხოვრების მთავარი აზრი — თავად ცხოვრებაა?

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1505 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like