ცხოვრებაში დაშვებული 10 შეცდომა

ცხოვრებაში დაშვებული 10 შეცდომა

1. არჩევანის არარსებობა
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ადამიანების უმეტესობა არ აკეთებს არჩევანს თუ რა გზით წავა ცხოვრებაში. ყველას შესაძლებლობისთვის აქვს მინდობილი ეს საკითხი და ფიქრობენ, რომ თავისთავად მოხდება ყველაფერი.

შედეგად ისინი შემოდგომის ფოთლებივით იფანტებიან ცხოვრებაში. ასეთი ადამიანი ინსტიტუტში მიდის იმიტომ, რომ ნაცნობმა ურჩია. რომელიმე სექციაში მიდის, რადგან აქებდნენ სხვები. სამსახურს იწყებს იმიტომ, რომ სახლთან ახლოს არის.

შედეგი – სამუშაო მოსაწყენია, ცხოვრება და ოჯახი უფერული.

ხელმძღვანელთან ჩხუბის გამო იცვლის სამსახურს. ცოლთან ჩხუბის გამო იცვლის ცოლს. საკუთარ თავთან ჩხუბის გამო სააქაოს ცვლის საიქიოთი. რატომ იცხოვრა? – გაურკვეველია.

2. სასწაულის მოლოდინი
პირველი შეცდომის ვარიაცია. ყველაფერი იგივეა, მაგრამ ამ შემთხვევაში სასწაულის იმედი ემატება. აი ხვალ ყველაფერი სხვაგვარად იქნება. რაიმე შეიცვლება ცხოვრებისეულ მექანიზმში და გარშემო გაჩნდება აყვავებული ვარდებით სავსე ბაღი. დღეს არა, ოღონდ მალე, ძალიან მალე. შეიძლება ძალიან მალე არა, მაგრამ აუცილებლად ასე იქნება.

3. ბორბალში მორბენალი ციყვის შეუპოვარი შრომა
ამ შემთხვევაში ადამიანი მზად არის იმუშაოს დღე და ღამე, მაგრამ თავადაც არ იცის რა უნდა. ის ორგან მუშაობს, იღებს ზესამუშაო საათებს. მთელ თავის ენერგიას და ცხოვრებას დებს დაუსრულებელ „ვირთხების შეჯიბრში“. სწრაფად, კიდევ უფრო სწრაფად… დასასვენებლად არ სცალია, ავადმყოფობისთვის არ სცალია. ამაოებაშია, წვავს მთელ მის ენერგიას და ვის რაში სჭრიდება ეს ყველაფერი – გაუგებარია. საპენსიო ასაკამდე იშრომა, ბევრი ფული გამოიმუშავა, მაგრამ არც ჯანმრთელობა აქვს, არც საყვარელი ადამიანი ჰყავს, არც ცხოვრებისეული ხალისი აქვს.

4. გამართლების საშუალებების ძიება
იმაზე ოცნებობს, რომ რაიმე აფერას დაატრიალებს და ერთბაშად მიიღებს ყველაფერს: ფულს, დიდებას და პატივს ძღვენად – და ამის იმედად ადამიანი მუდმივად ახალი, გამაოგნებელი იდეის ძიებაშია, მონაწილეობს ყველა «მეგაპერსპექტიულ» პროექტებში და ელის, რომ სწორედ ახლა ის ერთი თითით შეძლებს გადაჭრას ყველა პრობლემა, რომლებიც ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ხდება.

5. ჯიუტი სიმტკიცე  

ადამიანმა აირჩია, რომ მისი გზა – ეს არის პერფობარათებზე ხვრელების გაკეთება, რაშიც დახელვნდა კიდეც. ცოტა ვინმეს თუ შეუძლია პერფობარათებზე ხვრელების ასე სწრაფად და მოხერხებულად გააკეთოს. პერფობარათები დაძველდა და მისი ნიჭი არავის აღარ სჭირდება. მაგრამ ის კიდევ დაუმტკიცებს ყველას რა შეუძლია, იმუშავებს, ღამეებს გაათევს და დახვეწავს თავის ცოდნას ხვრელების გაკეთებასთან დაკავშირებით.

კედლებზე ყველგან უკიდია იდეალურად დახვრეტილი პერფობარათები, ხოლო ყუთში საგულდაგულოდ აქვს ჩალაგებული განსაკუთრებით ფასეული პერფობარათები, შთამომავლებისთვის გადასაცემად.

მისი არავის ესმის და არც უნდათ რომ გაუგონ, ის გაბრაზებულია მთელს სამყაროზე და თვლის, რომ მისი ცოდნა ოდესმე კიდევ გახდება საჭირო.

6. მე პატარა ადამიანი ვარ

ამ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ თავს არწმუნებს, რომ მასზე არაფერია დამოკიდებული, ამიტომ, სად არის და რას აკეთებს უკვე განსაზღვრულია და ამის შეცვლა შეუძლებელია. ის ფიქრობს, რომ ჩუმად უნდა იჯდეს და საკუთარი ჯვარი ზიდოს საფლავამდე.

7. დამნაშავეების ძებნა
აი აქ შეიძლება გამოსავალის მოძებნა! საკუთარი ცხოვრების წარუმატებელ ტრაექტორიაში დამნაშავეების ძებნა ადვილი კი არ არის, ძალიან ადვილია.

მშობლებმა მემკვიდრეობით არ გადმოსცეს გენიალურობის გენები, ხოლო ისინი, რომლებიც შემთხვევით იქნა გადმოცემული, უმოწყალოდ გათელა სასკოლო კონვეიერმა.

ბავშვობა რთული იყო, ორცხობილას ყოველდღე არ იძლეოდნენ, ხოლო საშინაო დავალებას – კი. ამასთან ქუჩის ცუდმა გავლენამ საბოლოოდ გატეხა სუსტი სული და მიაჩვია კინოს, ღვინოს და დომინოს. ყველაფერი ეს ხდებოდა არასწორი რეჟიმის მქონე ქვეყანაში და არაადექვატური მმართველების არსებობის პირობებში, რომლებმაც აღზრდაში არავითარი დახმარება არ გაუწიეს, მხოლოდ წინაღობებს უქმნიდნენ ახალგაზრდა გამოუცდელ გონებას.

შეიძლება იყო კიდეც შანსი ადამიანებში გარევის, მაგრამ ის იყო იეზუიტურად მოპარული თავისუფალი კალატოზების – ფრანკომასონების მიერ, რომლებმაც საბოლოოდ დაუსვეს ჯვარი ყველა ცხოვრებისეულ სიკეთეს და ახლა მხოლოდ ის რჩება, რომ სვას და იგინოს მათზე, ვინც ისევ გააძვირა არაყი.

8. იქნებ ვინმემ მოაგვაროს ჩემი პრობლემები
ძალიან მოსახერხებელი პოზიციაა შენს გარშემო მიმდინარე ყველა მოვლენაზე პასუხისმგებლობის ასაცილებლად.

– იცით, მე ძლიან ცუდად ვიმახსოვრებ სახელებს და რიცხვებს, ისიც კი არ მახსოვს რამდენი ქმარი მყავდა.

– მე ტოპოგრაფიული კრეტინიზმი მაწუხებს და საკუთარ ბინაშიც კი არ შემიძლია პირველივე ჯერზე ტუალტში მოვხვდე. იმდენი კონფუზი მქონია ამის გამო.

– სამსახური მოვძებნო? რას ამბობთ, მე არაფერი არ ვიცი, თან როგორ, მთელი დღე უნდა ვიმუშაო? ეს ძალიან უცნაურია.

– თქვენ მე მძაბავთ, სჯობს ჩემს მდგომარეობაში შეხვიდეთ, მე ასეთი ნატურა მაქვს, არ მიყვარს როცა მამძიმებენ პრობლემებით. მერე რა, რომ ეს ჩემი პრობლემებია, როგორმე თავად მოაგვარებთ მათ.

9. ყველა ცუდია
ყველა წარუმატებლობა მიეწერება იმ ადამიანებს, ვისაც ეკონტაქტებით. ამიტომ „ცუდ ხელმძღვანელთან“ ერთად კარიერას ვერ მოიწყობთ, „ცუდ თანამშრომლებს“ არაფერი არ ესმით, „ცუდ მეგობრებთან“ ერთად ფაფას ვერ მოხარშავთ, ხოლო „ცუდ ქალებთან“ სჯობს საერთო არაფერი გქონდეთ.

სულიერად ასეთი „განვითარებულისთვის“ კი ცხოვრება მძიმეა. როგორ უნდა იცხოვრო, როცა შენ ყველაზე კარგი ხარ, გარშემო კი ყველა ცუდია?

10. ცხოვრება უაზროა და დაუნდობელი
და ბოლოს, შეიძლება ყველაზე უაზრო შეცდომა დაუშვათ. ეგრევე ცეცხლში აღმოჩნდეთ ფრთები დაიწვათ, ადამიანი თავად წყვეტს რომ ცხოვრება არის საშინელი რამ, სადაც კარგს ვერაფერს ნახავ. მაგრამ ეს ასე არ არის.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.


ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1537 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

მონობა თანამედროვე სამყაროში

როგორ გამოიყურება მონობა თანამედროვე სამყაროში? – ამ შემთხვევაში იგულისმება ეკონომიკური «მონობა» და მუდმივი მუშოაობის იძულება. 1. თანამედროვე მონა იძულებულია იმუშაოს გაუჩერებლად, ქანცის გაწყვეტამდე, რამდენადაც მის მიერ 1 თვეში გამომუშავებული სახსრები

ბიზნეს-გენიოსების გამონათქვამები ბიზნესის შესახებ

“ფინანსური წარმარტებისთვის არაფერია იმაზე მეტი დანაშაული, ვიდრე კარგი იდეის მოფიქრება და შემდეგ მისი განუხორციელებლობა” – დონალდ ტრამპი, ამერიკელი ბიზნესმენი, მილიარდერი, უძრავი ქონების მსხვილი მფლობელი, მედიამაგნატი. “ბიზნესის სამყაროში არსებობს შემოსავლის ორი

გააბით სასიყვარულო რომანი საკუთარ თავთან

თუ თქვენ წარსულის მოგონებებით ცხოვრობთ, ოცნებობთ მომავალზე და არ შეგიძლიათ შეიგრძნოთ აწმყოში მიმდინარე მოვლენები, თუ თქვენ გამუდმებით ნეგატიური ფიქრები გაქვთ, თუ თქვენ ხშირად გაღიზიანებულები, უკმაყოფილოები ან გაბრაზებულები ხართ, თუ თქვენ

უნარი გაუშვა, ან როგორ გახდე მიმტევებელი ადამიანი!

წინა სტატიაში ჩვენ ვნახეთ, რომ Discovery Channel–ის სერიალის მრავალ მონაწილეს არ ავიწყდება, რომ ფულით შესაძლებელია აღმოუჩინო დახმარება ადამიანებს: ისინი საკუთარი ქონებიდან მილიონებს ახმარენ საქველმოქმედო ფონდების დაფინანსებას! ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ

პატარა ქალაქის ისტორია

ერთ პატარა ქალაქს ესტუმრა მდიდარი ტურისტი. შევიდა სასტუმროში, მფლობელს დაუტოვა 100$ და ავიდა ოთახის ასარჩევად… სასტუმროს მფლობელი, გადაუდებლად იღებს კუპიურას და გარბის ყასაბთან ვალის დასაფარად. ყასაბი, ფულით ხელში, გარბის ფერმერთან

რა არის გონება და სად არის ის?

თქვენ გონიერი ადამიანი ხართ? – ამ შეკითხვაზე ადამიანების უმრავლესობა დადებითად პასუხობს, რადგან თავს ასეთად თვლის თუნდაც ერთი კონკრეტული სფეროს ან საქმიანობის ცოდნის გამო. კარგია თუ ასეა, მაგრამ სად აქვს ადამიანს