ჩვენი ცხოვრებისეული წარუმატებლობის 7 მთავარი მიზეზი

ჩვენი ცხოვრებისეული წარუმატებლობის 7 მთავარი მიზეზი

როცა ცხოვრებაში გაუგებრობები ხდება, უმჯობესია კარგად გავარკვიოთ რა არის ამის მიზეზი. იმის განსაზღვრისთვის, საფრთხესა და უბედურებას საიდან უნდა ელოდოთ, B2P.GE წარმოგიდგენთ 7 მიზეზს, რის გამოც წარუმატებლობა ყოველი ფეხის ნაბიჯზე თანმდევი ფაქტორი ხდება.

თანამედროვე საზოგადოების უდიდესი წნეხის პირობებში გადასარჩენად, უნდა ვიყოთ თვითკრიტიკული და იმაში დარწმუნებული, რომ ჩვენს ქცევაში ადგილი არ აქვს ისეთ ნაკლს და შეცდომებს, რომლებსაც ვერ ვაცნობიერებთ.
თვითკრიტიკულობა — ეს არის საკუთარი ქცევის მკაფიო და ადეკვატური შეფასების უნარი, აღიარება, ასევე საკუთარ ქცევაში არასრულყოფილების გამოვლენა.

საჭიროა ზედმეტი სენტიმენტალურობისა და ტრაგიზმის გარეშე იმასთან შეგუება, რომ ჩვენ, სამწუხაროდ იდეალურები არ ვართ. საჭიროა იმის გაგება, რომ იმედგაცრუება, რომელიც არასწორი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ გვაქვს – სულაც არ არის ხელების ჩამოშვების და რაიმეს შეცვლის მცდელობაზე უარის თქმის საბაბი.

თუმცა, რამდენად მამოტივირებელიც არ უნდა იყოს ზემოთ თქმული ფრაზები, ყოველი მორიგი ფიასკოს განცდის შემდეგ, ყველა ჩვენგანს უჩნდება საკუთარი თავის ოდნავ მაინც შეცოდების და ყველა წარუმეტებლობაში სამყაროს დადანაშაულების სურვილი.

რატომ განვიცდით წარუმატებლობას?

1. ჩვენ ვეჭიდებით ზედმეტად რთულ ამოცანებს
ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ მარტივ წარმატებას, რომ პირველივე სირთულეებთან შეჯახებისას, თავიდანვე ვერ ვაცნობიერებთ მომავალი კატასტროფის მასშტაბებს. საბოლოოდ, არაფერია იმაში გასაკვირი, რომ ჩვენს თავს დახვავებულ პრობლემებს ვეღარ ვუმკლავდებით.

2. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ საკუთარ თავს
ნუ გაიოცებთ ამას, რადგან ყველა ჩვენგანი კარგავს საკუთარი თავის კონტროლს, როცა რაიმე სასურველის მიღწევის გზაზე დგას. ჩვენ იმდენად უგუნური ვხდებით ამ დროს, რომ საერთდ არ ვუსმენთ გარშემომყოფებისგან მოწოდებულ საღ აზრს. უარს ვაცხადებთ გონივრული არგუმენტების მოსმენაზე, ვკარგავთ მოთმინებას, გამოვდივართ წყობიდან, საკუთარ თავს ვამწყვდევთ კუთხეში. ემოციები იმარჯვებენ ჩვენზე.

3. ჩვენ სამყაროსგან ველით დათმობას
ჩვენ მუდმივად გვესმის ვიღაცის დაუჯერებელი ისტორიები და წარმოასახვაში ვუშვებთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ნორმა – რაც რეალურად ნორმა არასოდეს არ არის. ჩვენ გვავიწყდება, რომ სინამდვილეში ეს არის ერთეული შემთხვევები, რომლებიც არაფრით არ გამოდგება ორიენტირად.

ჩვენი გარემოცვის უმრავლესობას სულ სხვა ცხოვრება აქვთ: ისინი ეჭიდებიან წარსულს, უშვებენ უპატიებელ შეცდომებს, იღებენ მცდარ გადაწყვეტილებებს, გმობენ მათ, ვისაც ისინი უყვართ და უყვართ ისინი, ვინც მათ გმობს. ისინი განიცდიან მარცხს. ისინი ცდილობენ ყველაფერი გამოასწორონ, მაგრამ არაფერი გამოსდით. ისინი ვერ აღწევენ წარმატებას, მიუხედავად იმისა, რომ ამის მუდმივი მცდელობა აქვთ.

სწორედ ამაში მდგომარეობს თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა: ჩვენ არ შეგვიძლია ვაღაროთ ის, რომ რეალურად კარგმა ადამიანმა, შესაძლოა ვერასოდეს ვერ მიაღწიოს წარმატებას.
ჩვენ უარს ვაცხადებთ დავიჯეროთ სამყაროს საშნელი უსამართლობა და რატომღაც მისგან მუდმივად ჯილდოს და სასწაულს ველით.

4. ჩვენ გვშურს აღვფრთოვანების ნაცვლად
ჩვენ გვშურს იმ ადამიანების, რომლებიც ჩვენზე წარმატებულები არიან. ჩვენ გვინდა, რომ მათ ვგავდეთ, მაგრამ არაფერს ვცვლით საკუთარ ცხოვრებაში. ჩვენში იღვიძებს არაჯანსაღი კონკურენციის გრძნობა. თავში თავისთავად იბადება უსიამოვნო ფიქრები: რატომ ის და არა მე? თითქოს ბედნიერების მარაგი შეზღუდული იყოს სამყაროში და ვიღაცას უფრო მეტად ან უფრო ნაკლებად ეკუთვნოდეს ცხოვრებისეული ბედნიერება.

ჩვენ არ ვუფიქრდებით იმას, თუ რა დგას იმ ადამიანების წარმატების უკან, რომლებისაც გვშურს. იქნებ ისინი შეუპოვრად შრომობენ და იზრდებიან პიროვნულად? იქნებ დღე-ღამეში 18 საათს ხარჯავენ შრომაში, ან სულაც სამუშაო ადგილზე ძინავთ? იქნებ ისინი იმდენად მარტოსული არიან, რომ მათ ცხოვრებაში სამსახურის მეტი არაფერია?

ჩვენ არ უნდა დაგვწყდეს გული და არ უნდა ჩავვარდეთ პანიკაში იმის გამო, რომ კონკურენციას ვერ ვუძლებთ. პირიქით, ჩვენ უნდა აღვფრთოვანდეთ იმ ადამიანების სიმტკიცითა და გამძლეობით, რომლებისაც გვშურს.

ჩვენ არ დავბადებულვართ თანაბარ პირობებში და დღსაც არ ვიმყოფებით ასეთ სიტუაციაში. საქმე სულაც არ ეხება სიზარმაცეს ან გადაწყვეტილების მიღების უნარის არქონას. თუ სიტუაციას მშვიდად შევხედავთ, მივხვდებით, რომ პრობლემა იმალება ჩვენს განსხვავებულობაში. და საერთდ, რა აზრი აქვს შევნატროდეთ იმას, რაც ჩვენს ცხოვრებაში არ იქნება ან ვერ შევცვლით?

5. ჩვენ ვერ ვამართლებთ მოლოდინს
ჩვენ — ეს არ ნიშნავს მხოლოდ ჩვენს წარმატებას და მიღწევას. ჩვენ — ეს ასევე არის ჩვენი მარცხი და წარუმატებლობა. ადამიანებს, რომლებიც დაბადებიდან გვიცნობენ, ახსოვთ ის, თუ როგორები ვიყავით და როგორ გავხდით ისეთები, როგორიც ახლა ვართ.

ამ ადამიანებს არა რაიმეს გამო, არამედ უპირობოდ და უანგაროდ ვუყვარვართ. მათ ვუყვარვართ ჩვენ და არა ჩვენი წარმატება, ვუყვარვართ მიუხედავად ჩვენი კარგი თუ ცუდი თვისებებისა. ადამიანების უმრავლესობას, რომლებსაც ცხოვრების მანძილზე ვეცნობით, ვუყვარდებით უკვე გარკვეული მონაცემების გამო, თან ეს ყველაფერი მათ ყოველთვის არ მოეწონებათ.

6. ჩვენ ჩამორთმეული გვაქვს გაცნობიერებული არჩევანის უფლება
ბავშობაში ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ ცხოვრებაში საჭიროა საკუთარი დანიშნულების პოვნა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენს არსებობას ექნება აზრი და ვიპოვით ბედნიერებას. ჩვენ ვცდილობდით გვეშოვა ისეთი სამსახური, სადაც სიამოვნებით ვივლიდით და ის მოგვიტანდა ბედნიერებას, თუმცა პრობლემებიც სწორედ მაშინ იწყება, როცა მუშაობას ვიწყებთ.

კარიერული გზის არჩევას ვაკეთებთ გაუცნობიერებლად და არც თუ ისე სახარბიელო პირობებში. ჩვენ ხშირად ამ არჩევანს ახალგაზრდობაში, მშობლების და გარემოცვის აზრზე დამოკიდებულების პირობებში ვაკეთებთ, რომლებმაც თითქოს ჩვენზე უკეთ იციან რა არის ჩვენთვის კარგი. ჩვენ ვიღებთ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას ისე, რომ რელურად ამის შესახებ არც არაფერი ვიცით. ბოლოს კი ვიმკით საკუთარი არჩევანის შედეგებს.

7. ჩვენ ძალიან დავიღალეთ ყველაფრისგან
ყველა ჩვენგანისთვის კარგად არის ცნობილი ეს გრძნობა. ახალგაზრდა მშობლებმა იციან, რომ ზოგჯერ მათი შვილი ტირის უბრალოდ დაღლილობის გამო. ამიტომ ისინი აძინებენ ჩვილს იმ იმედით, რომ დილით ყველაფერი გაივლის.

ყველა ჩვენგანი დროდადრო დათრგუნული ვართ და შესაძლოა ასეთ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავლი იყო ჩვენი „შინაგანი ბავშვის“ მოსმენა და მისთვის დახმარება.

როგორ გადავეჩვიოთ ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულებას
გარკვეული დროის მანძილზე, სანამ ისე არ გავკაჟდებით, რომ ფეხზე ხელახლა დავდეთ, შეგვიძლია დავკავდეთ მშვენიერი საქმით – თვითთანაგრძნობით.

თვითთანაგრძნობა — ეს არის საკუთარი თავის გაცნობიერება და ისეთად მიღება, როგორიც ხართ, ყველა ნაკლოვანებითა და ცუდი თვისებებით.

თვითთანაგრძნობა მდგომარეობს იმაში, რომ ყოველი მარცხის შემდეგ საკუთარი თავის წამების ნაცვლად გამოხატოთ გაგება, სიკეთე და სითბო. თქვენ აღიარებთ საკუთარ შეცდომებს, ერკვევით მიზეზებში, აჯილდოვებთ საკუთარ თავს იმისთვის, რომ უსაქმურად ყოფნის ნაცვლად რაღაც გააკეთეთ.

გახსოვდეთ, რომ ადამიანები არასრულფასოვნები ვართ, სამყარო უსამართლოა, ხოლო შეცდომები თავისთავად ვერ მოხდება. როცა შემდეგში რამე არ გამოგივათ, დააკმაყოფილეთ საკუთარი დანაშაული გრძობა იმ არგუმენტებით, რომლებიც ზემოთ მოვიყვანეთ.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like