ცნობილი ფილოსოფოსების გამონათქვამები

ცნობილი ფილოსოფოსების გამონათქვამები

ჩინელი ფილოსოფოსი ლაო ძი აღნიშნავდა:

“ბრძენი ადამიანი… ცდილობს ჩრდილში დარჩეს, ამიტომაც ბრწყინავს; ის არ საუბრობს საკუთარ თავზე, ამიტომაც დიდებულია; ის არ ზრუნავს განდიდებაზე, ამიტომაც დამსახურებულია; ის არ ცდილობს სხვებზე უფროსობას, ამიტომაც მათ შორის ავტორიტეტულია”.
და ასევე: ”ის, ვინც იცის ადამიანების ბუნება, კეთილგონიერია. ვინც ცნობს საკუთარ თავს – განათლებულია. ადამიანებზე გამარჯვებული – ძლიერია. საკუთარ თავზე გამარჯვებული – ყოვლისშემძლეა”.
ასევე: “ვინც ფიქრობს, რომ დაეუფლა ყველაფერს, არაფრისმცოდნეა”.
ფრანგი ფილოსოფოსი რენე დეკარტი წერდა:
“უპირველეს ყოვლისა, მე მსურს გავარკვიო, რა არის ფილოსოფია… სიტყვა ”ფილოსოფია” ნიშნავს სიბრძნის სიყვარულს, მაგრამ სიბრძნის ქვეშ მარტო კეთილგონიერება როდია ნაგულისხმევი, არამედ იმისი ცოდნაც, რაც შეიძლება შეიმეცნოს ადამიანმა; ეს არის ცოდნა, რომელიც მიმართულებას აძლევს ცხოვრებას, ემსახურება ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ასევე მეცნიერულ აღმოჩენებს”.
ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი – ეკზისტენციალისტი ალბერ კამიუ:
“ყველანაირი ფილოსოფია – თავისმართლებაა. ორიგინალური კი იქნება ფილოსოფია, რომელიც ემსახურება სხვის გამართლებას”.
ის ასევე წერდა: ”არის ერთადერთი ჭეშმარიტად სერიოზული ფილოსოფიური საკითხი – საკითხი თვითმკვლელობის შესახებ. განსაზღვრო, ღირს თუ არა ცხოვრება წვალებად, – ნიშნავს პასუხი გასცე ფილოსოფიის ფუძემდებლურ კითხვას”.
ფრანგი ფილოსოფოსი ბლეზ პასკალი წერდა: 
“ადამიანის მთელი ღირსება – ესაა მისი უნარი, იაზროვნოს”.
“მე ადვილად წარმოვიდგენ უხელო, უფეხო, უთავო ადამიანს, მაგრამ არ შემიძლია წარმოვიდგინო ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია აზროვნების უნარი: ეს იქნება არა ადამიანი, არამედ ქვა ან უტვინო ცხოველი’’.
“ადამიანი არც ანგელოზია და არც ცხოველი, მისი უბედურება იმაშია, რომ რაც უფრო მეტს ცდილობს დაემსგავსოს ანგელოზს, მით უფრო მეტად ემსგავსება ცხოველს”.
“ადამიანის გამოსასწორებლად ბოროტების ნახვას მეტი ძალა აქვს, ვიდრე სიკეთის მაგალითს. და საერთოდ, ძალიან კარგია ისწავლო ბოროტებისგან სარგებლის მიღება, ვინაიდან ბოროტება ბევრია და გაცილებით თვალსაჩინო, ხოლო სიკეთე მცირე და უჩინარი”.
ფრანგი ფილოსოფოსი დე ლაბრიუერი წერდა:
“სიცოცხლე, ეს ისაა, რისი შენარჩუნებაც ყველაზე მეტად გვინდა და რასაც ყველაზე ნაკლებად ვუფრთხილდებით.
ჯორდანო ბრუნო ამბობდა:
“ადამიანი არის ის, რაც არის, მაგრამ ადამიანი არ არის ყველაფერი ის, რაც შეიძლება იყოს’’.
ბიბლია გვასწავლის:“ვინც სიკეთეს ბოროტებით პასუხობს, იმის სახლს არ მოშორდება ბოროტება”.
ლევ ტოლსტოი: “სიკეთე არის ჩვენი ცხოვრების სამუდამო, უმაღლესი მიზანი. როგორც არ უნდა გვესმოდეს სიკეთე, ჩვენი ცხოვრება მაინც არის სიკეთისკენ სწრაფვა”.
დევიდ იუმი წერდა:
“შემთხვევითობა” და “იღბალი” – ეს ცარიელი სიტყვებია; ჯიუტი კეთილგონიერება არის ადამიანის იღბალი”.
დიდრო: “ან ღმერთმა დაუშვა, ან იღბლად წოდებულმა საყოველთაო მექანიზმმა ინება, რომ ჩვენ მთელი ცხოვრების მანძილზე ვიყოთ დამოკიდებული ყოველგვარ შემთხვევითობებზე; თუ შენ ბრძენი ხარ და ჩემზე უკეთესი მამა, მაშინ პატარაობიდანვე დაარწმუნებ შენს შვილს, რომ ის საკუთარი ცხოვრების ბატონია და არასდროს არ დაგაყვედრებს, ამქვეყნად გაჩენას”.
ალექსანდრე გუმბოლდტი წერდა: “უმნიშვნელოვანესია არა იღბალი, არამედ ის, თუ როგორ ესმის ადამიანს იღბლიანობა”.

მოამზადარომან ჭელიძემ
Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ