ჩვევები, რომლებიც თქვენს პროდუქტულობას „კლავს“

ჩვევები, რომლებიც თქვენს პროდუქტულობას „კლავს“

ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სავსეა ცნობიერი და ქვეცნობიერი ჩვევებით, რომლებიც შეუსაბამოა მაღალ პროდუქტულობასთან. ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ რამდენიმე მათგანს:

იყენებთ ბევრ ზედმეტ ინფორმაციას
შეეცადეთ მინიმუმამდე შეამციროთ ელექტრონული გზავნილების რაოდენობა. თქვენი ფოსტა, ისევე როგორც ძვირფასი დრო არ არის წელვადი, ამიტომაც როგორ ფიქრობთ, ღირს ისინი დავაკაოთ ზედმეტი ინფორმაციით? ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ ამასობაში შესაძლოა რაიმე მნიშვნელოვანი გამოგრჩეთ, თუკი გაჩნდება მართლა საინტერესო ინფორმაცია, თქვენ ყველა შემთხვევაში გაიგებთ მას სხვა წყაროებიდან.

უფლებას აძლევთ სხვებს, რომ მართონ თქვენი ცხოვრება
სტივ ჯობსი ამბობდა: „თქვენი დრო შეზღუდულია, ამიტომ ნუ დახარჯავთ მას სხვისი ცხოვრებით ცხოვრებში“. თქვენ თქვენი ცხოვრების მეპატრონე ხართ და თქვენს გარდა არავის აქვს უფლება მართოს იგი. თუკი მუდმივად შეეცდებით სხვებს ანგარიში გაუწიოთ, ადგილიდან ნაბიჯითაც ვერ დაიძვრებით. რასაკვირველია, ზოგჯერ აუცილებელია ყური დაუგდოთ გარშემომყოფთა რჩევებს, მაგრამ ამასთან, უნდა შეძლოთ მათი იგნორირება, ვინც ცდილობს თქვენით მანიპულირებას.

იგონებთ ველოსიპედს
ვიდრე დაიწყებთ მუშაობას მორიგ პროექტზე, მიეცით საკუთარ თავს იმის პირობა, რომ იქნებით უფრო მარტივი. ნუ დაბრძენდებით და ბევრს ნუ იფიქრებთ იქ, სადაც ამის აუცილებლობა არ არის. გახსოვდეთ, ყველაფერი გენიალური მარტივია და ნაწილობრივ, საუკეთესო გადაწყვეტილებები უკვე მოფიქრებულია ჩვენამდე.

ცდილობთ იყოთ იდეალური
სრულყოფილებისკენ სწრაფვა შექებას იმსახურებს, მაგრამ ზოგჯერ ეს ყველაფერი ძალიან ბევრ დროსა და ენერგიას გვართმევს, ამასთან, არ მოაქვს მოსალოდნელი შედეგები. რაზეც არ უნდა მუშაობდეთ, უნდა შეგეძლოთ დროულად გაჩერება და შემდგომ საფეხურზე გადასვლა.

ერთდროულად ბევრ საქმეს ეჭიდებით
ნუ ჩაებღაუჭებით რამდენიმე საქმეს ერთდროულად. თუ გსურთ კმაყოფილი იყოთ შედეგით, სასურველის მისაღწევად მთელი ძალები, ენერგია და ყურადღება უნდა გამოიყენოთ. ერთ რაიმე საკითხზე კონცენტრირების დროს ეს სწრაფად მიიღწევა.

მუდმივად აგვიანებთ
შეწყვიტეთ სხვა ადამიანების დროის ამაოდ ფლანგვა. დაგვიანებებით იფუჭებთ რეპუტაციას და საკუთარ თავს წარმოაჩენთ როგორც ადამიანი, რომელიც პატივს არ სცემს გარშემომყოფთა ინტერესებს. შეხვედრაზე დათქმულ დროზე გვიან მისვლით იმის დემონსტრირებას ახდენთ, რომ თქვენთვის სულ ერთია ის ადამიანი, რომელმაც თქვენს ლოდინში ძვირფასი წუთები დაკარგა.

თქვენ ფიქრობთ – რაც მეტი მით უკეთესი
თუმცა უფრო ხშირად ხარისხი რაოდენობას ჯობნის. მაგალითად, უმჯობესია გყავდეთ ნაკლები კლიენტი, მაგრამ ეჭვი არ გეპარებოდეთ მათ საიმედოობაში. ან უმჯობესია გქონდეთ ნაკლები უნარ-ჩვევა, მაგრამ იმაში რაც გაქვთ, იყოთ ნამდვილი პროფესიონალი. ყურადღება გაამახვილეთ იმ საგნებზე, რომელიც უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

მარტო ყოფნის 9 მიზეზი

ცხოვრებაში ყველაზე და ყველაფერზე ვხარჯავთ დროს, შესაბამისად, საკუთარი თავისთვის დრო ან არ გვრჩება, ან ცოტა გვრჩება. არადა საკუთარ თავთან მარტო დარჩენა ყველა ჩვენგანს სჭირდება. 1. მარტოობა ჩვენს ცნობიერებას წმენდს. დღის

Print Friendly, PDF & Email

მომართეთ ფოკუსი პოზიტივზე და ბედნერებაზე, თქვენ ეს შეგიძლიათ!

წარუმატებლობა არის და ყოველთვის იქნება ცხოვრებაში, თუმცა საინტერესოა ადამიანების ორი სახე, რომელიც სრულიად განსხვავებულად უყურებენ ცხოვრებაში ყველაფერს. მე მათზე მოგითხრობთ….. პირველი — რომლებიც წარუმატებლობას უყურებენ ძალიან სერიოზულად და პრობლემად. მეორე

Print Friendly, PDF & Email

“რთული” ბავშვი

როდესაც ლაპარაკია „რთულ ბავშვზე“ , ყოველთვის უნდა გავიგოთ რა ხდება ოჯახში. ბავშვი გამოხატავს თავის სათქმელს და გრძნობებს ქცევაში. ამიტომ, საჭიროა მშობლებს ავუხსნათ, ვასწავლოთ და დავეხმაროთ, რომ გააცნობიერონ ეს. თქვენ იტყვით,

Print Friendly, PDF & Email

იყავი ის ვინც გინდა რომ იყო

ბევრ ჩვენგანს მუდმივად რაღაც არ ჰყოფნის, თავდაჯერებულობა, სიყვარული, ბედნიერება, სიმამაცე, სანაპიროზე სახლი, იდეალური ქალი ან იდეალური მამაკაცი. მაგრამ ამ სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ არა საგნებზე, რომლებსაც აქვთ თვისება გაჩნდნენ თქვენს ცხოვრებაში,

Print Friendly, PDF & Email

ადამიანებთან ურთიერთობის საიდუმლო

1. გაარკვიეთ ვინ გაღიზიანებთ და რატომ. რატომ არ მოგწონთ ესა თუ ის ადამიანი? თუ ეს ისეთი მიზეზია, რაც გამოუსწორებელია (მაგ: კანის ფერი, შეზღუდული შესაძლებლობები, სქესი და ა.შ.), მაშინ მოძებნეთ გზები,

Print Friendly, PDF & Email

16 რჩევა, რომლებიც თქვენს ურთიერთობას სხვებთან საკმაოდ გაამარტვიებენ!

1. ნაცვლად «მაგრამ» თქვით «და». თქვით: «ეს თქვენ კარგად გააკეთეთ და თუ თქვენ…» ნაცვლად: «დიახ, ეს კარგია, მაგრამ თქვენ…» რადგან «მაგრამ» სიტყვის გამოყენებით თქვენ ახდენთ ხაზის გადასმას ყველაფერ იმაზე, რაც

Print Friendly, PDF & Email