ჩვევები, რომელიც ხელს გვიშლის წარმატებაში

ჩვევები, რომელიც ხელს გვიშლის წარმატებაში

ნაადრევი დასკვნების გამოტანა
ხშირად გვეჩვენება, რომ წინასწარ ვიცით თუ რა და როგორ მოხდება და ვიწყებთ მოქმედებას ჩვენი მცდარი წარმოდგენების შესაბამისად. სინამდვილეში ცხოვრებას უყვარს ისეთი სიურპრიზების მოწყობა, რომელთა წარმოდგენაც შეუძლებელია, ამიტომ არ ღირს ნაადრევ დასკვნებზე დაყრდნობა.

ასევე მცდარია შეხედულება, რომ ჩვენ ვიცით ადამიანების ამა თუ იმ საქციელის და თანმდევი ქმედებების მიზეზი. ეს აბსოლუტურად მცდარი შეხედულებაა და ხშირად მივყავართ  კონფლიქტამდე და ცილისწამებამდე სხვადასხვა ურთიერთობაში.

მოვლენების დრამატიზება
არ ღირს პატარა წარუმატებლობების გაზვიადება და განწყობის გაფუჭება წვრილმანების გამო. ასეთ დროს გვეწყება განგაში, რაც არ გვაძლევს საშუალებას ვიყოთ წარმატებულები ცხოვრებაში.

სტერეოტიპების შექმნა
როცა ვცდილობთ ერთხელ და სამუდამოდ განვსაზღვროთ საგნების არსი, ჩვენ შეიძლება მწარედ ვცდებოდეთ. სინამდვილეში სამყაროში ყველაფერი გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ეს შეიძლება მოგვეჩვენოს ერთი შეხედვით, ამიტომ არ ღირს ყველაფრის ერთ ჩარჩოში მოქცევა.

ყველაფრის „შავად და თეთრად“ დაყოფა
სინამდვილეში ფერთა პალიტრაში ათასობით გამაა და სურვილს მივიღოთ „ყველაფერი ან არაფერი“ მივყავართ იქამდე, რომ ჩვენ მათ პრაქტიკულად ვერ ვამჩნევთ. არ არსებობს იდეალური სამუშაო, მეგობრები, ურთიერთობები. დიდებული სიბრძნეა – გაიხარო იმით, რაც გაქვს.

განზოგადება
ხშირად ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ საერთო ტენდენცია ჩვენს წარმატებასა და წარუმატებლობას შორის. სინამდვილეში რამდენიმე განმეორებული სიტუაცია ჯერ-კიდევ არაფერს ამტკიცებს. უნდა განვეწყოთ თითოეული მოვლენისადმი ინდივიდუალურად.

ყველაფრის გულთან მიტანა
არ ღირს ნერვიულობა ტელევიზიით გადმოცემული ცუდი ინფორმაციის, მეზობლის ავადმყოფობისა და/ან კოლეგის წარუმატებლობის გამო. უნდა თანავუგრძნოთ, დავეხმაროთ, მაგრამ ყველაფერი მტკივნეულად გულთან არ უნდა მივიტანოთ.

მოზღვავებულ ემოციებზე აყოლა
ჩვენი შეგრძნებები გამოხატავს ჩვენ მიერ სამყაროს სუბიექტურ აღქმას, რაც ყოველთვის შეიძლება არ იყოს სწორი.

აპათიურობა
იმისთვის რომ ვიყოთ წარმატებული, უნდა ვიყოთ ოპტიმისტი. ველოდოთ, ვეძებოთ, გვჯეროდეს კარგის და ჩვენ მივიღებთ მას.  ადამიანები ნეგატიური განწყობით ხშირად ვერც კი ამჩნევენ შესაძლებლობებს, რომელთაც მათთვის წარმატების მოტანა შეუძლია.

ყველაფრის წესის მიხედვით კეთება
ხშირად ჩვენ თვითონ ვუწესებთ საკუთარ თავს გარკვეულ ჩარჩოებს, რომელთაც არაფერი მოაქვთ სირთულისა და ნერვიულობის გარდა. არ ღირს უსარგებლო დაბრკოლებების შექმნა იქ, სადაც დაბრკოლებები არ არსებობს.

წარსულში ქექვა
გაცილებით უკეთესია წარსულს თავი დავანებოთ, ვაპატიოთ ყველა წყენა საკუთარ თავსა და სხვებს და სუფთა გულით განვაგრძოთ ცხოვრება. არ ღირს გულით ვატაროთ წარსული წარუმატებლობები და იმედგაცრუება, განვაგრძოთ ცხოვრება წარმატების რწმენითა და უკეთესის მოლოდინით.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1515 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ