ჩვევები ბედნიერებისთვის:  ყოველდღიური 7 ხრიკი
1951 Views

ჩვევები ბედნიერებისთვის: ყოველდღიური 7 ხრიკი

ჩვენ წარმატებულ დროში ვცხოვრობთ, რადგან სულ უფრო მეტის გაგება შეგვიძლია, მეცნიერები გვაძლევენ სამყაროს მართვის ინსტრუმენტებს. აუცილებელი არ არის ველოდოთ მომენტს, როცა რაიმე კარგი მოხდება. ჩვენ თავად შეგვიძლია ყოველი დღე უკეთესი გავხადოთ და ამისთვის არც ისე ბევრი რამ არის საჭირო.

ამ სტატიაში წარმოდგენილია რჩევები წიგნებიდან «ბედნიერების ჰორმონები», რომლებიც დაგეხმარებათ საკუთარი ცხოვრება უფრო ნათელი და ბედნიერი გახადოთ.

1. გიხაროდეთ წვრილმანები
როცა ადამიანი ამჩნევს პატარა მიღწევებსაც კი, ის თავს გაცილებით ბედნიერად გრძნობს. დაგვეთანხმებით, რომ ცხოვრებაში წარმატებულ მდგომარეობაში ყოფნა რთულია. ადამიანები მუდმივად ცდილობენ საქმეების შესრულებას, სტაბილურობის შექმნას ან უბრალოდ წინსვლას და ამ ყველაფერს წირავენ ცხოვრების საუკეთესო პერიოდს. ბედნიერების მოსვლას არ უნდა დაელოდოთ, ის თავად უნდა შექმნათ. გიხაროდეთ ყველა წვრილმანი — რადგან სწორედ მათგან იწყება დიდი წარმატებები.
ეს დაგეხმარებათ ასევე ხშირად იყოთ კარგ განწყობაზე.

2. აამაღლეთ მიღწევების ბარიერი
თავში არსებული დადებითი ემოციები გვეხმარება რთულ სიტუაციებში, როცა საკითხები მოსაგვარებელია სასწრაფოდ. ეს ემოცია საფარივით ედება სიტუაციას და შესაძლებლობას გვაძლევს რუტინულ და რთულ საკითხებს გავუმკლავდეთ შემართებით.
როცა თქვენ დადებით განწყობით, შემართებით უმკლავდებით შესასრულებელ საკითხებს, რაზეც ასევე ხარჯავთ დროსა და ენერგიას, მიღწეული შედეგი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია.

გახსოვდეთ, მცდელობას მოაქვს სიამოვნება მაშინ, როცა ჯიდლდოს ელით, ამიტომ, აამაღლეთ თქვენი მიღწევების ბარიერი და ჯილდო იმისათვის, რომ მიზნებს გარანტირებულად მიაღწიოთ.

3. შექმენით ვირტუალური «ნდობის წრეები»
როცა ურთიერთობა გვაქვს სასიამოვნო ადამიანებთან და ვიცით, რომ ისინი გვენდობიან, გამოიყოფა ოქსიტოცინი — «ბედნიერების ჰორმონი». თუმცა, არც ისე მარტივია ისეთი ადამიანის ნახვა, რომელსაც შეიძლება უპირობოდ ენდო. ურთიერთობების აწყობა – ზოგადად რთული საკითხია. საბედნიეროდ, არსებობს არც თუ ისე ცუდი ალტერნატივა: ცხოველები, დიდი კოლექტივი და მეგობრები სოციალურ ქსელებში.

მართალია, როცა სოციალურ ქსელში ურთიერთობთ ადამიანთან, ოქსიტოცინი ნაკლები დოზით გამოიყოფა, მაგრამ მაინც გამოიყოფა. «ნდობის ხელოვნური ჯგუფები» ნაკლებად გაგიცრუებთ იმედს. ცხოველები არ გიღალატებენ, ადამიანების დიდი ჯგუფი არ განიხილავს თქვენს ქცევას, ხოლო «ელექტრონული მეგობრები» ყოველთვის გვერდით გეყოლებათ.

4. გამორთეთ ავტოპილოტი

როცა ყოველდღიურად ერთი და იგივე გზით დადიხართ სამსახურში და შემდეგ უკან, ფანჯრის იქეთ პეიზაჟის დანახვის უნარი გეკარგებათ. ვერ ხედავთ სახლებს, მინდვრებს და მთებს, რომლებსაც გვერდს უვლით. ცხოვრებაში მეტი ბედნიერების შესატანად, გამორთეთ ავტომობილი და მიმოიხედეთ გარშემო. უთხარით საკუთარ თავს: «დღეს უფრო ყურადღებიანი ვიქნები, შევხედავ გარშემო სახლებს და მთებს და ამით გავიხარებ». ასეთი ქცევით თქვენ ახდენთ თავის ტვინის შუბლის ნაწილის გააქტიურებას, რაც ცვლის თქვენს დამოკიდებულებას წარსული გამოცდილების მიმართ: ის, რასაც ადრე სავალდებულოდ და ჩვეულებრივად მიიჩნევდით, გახდება დიდი შთაბეჭდილებების წყარო.

რაც უფრო ავარჯიშებთ ტვინს ამ მხრივ და სასიამოვნო მოვლენებზე ფოკუსირდებით, მით უფრო ჩვეული გახდება ასეთი აზროვნების ფორმა თქვენთვის.

5. მიზნისკენ იარეთ პატარა ნაბიჯებით, რათა მშვიდობიანად მიაღწიოთ ოცნებამდე ან უბრალოდ მოძრაობა დაიწყოთ, ამას დიდი დრო და ფული არ სჭირდება.
დაიწყეთ მცირედით. ყოველდღე დამატებით 10 წუთი გამოყავით წინსვლისთვის. თქვენ იგრძნობთ აზარტს და წინსვლის სიხარულს. რაც ყველაზე საინტერესოა, ეს მდგომარეობა სულ უფრო წინ გიბიძგებთ.
დღეში ათი წუთი რა თქმა უნდა ცოტაა იმისათვის, რომ “მთები გადადგათ”, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ მათ მიუახლოვდეთ და რეალურად შეაფასოთ მათი სიმაღლე.

6. იყავით ოპტიმისტი
მარტინ სელიგმანი, პოზიტიური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი, დარწმუნებულია, რომ თუ თქვენ ცხოვრებაში ცუდი უფრო მეტი ხდება და მოწყენილობაა, ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ თქვენ უარყოფითად რეაგირებთ ნეიტრალურ სიტუაციებში. პესიმისტები თავად აგდებენ საკუთარ თავს დეპრესიაში. მათი მხრიდან სამყაროს ნეგატიური აღქმა არ უტოვებთ საშუალებას, რომ დადებითად შეაფასონ რაიმე მოვლენა.
სხვათა შორის, ზუსტად ასეთი შეგრძნება ჩნდება, როცა ადამიანი უმიზნოდ და უაზროდ ფლანგავს დროს. სწორედ ამიტომ არის სასარგებლო მიზნების დასახვა და ცხოვრების დაგეგმვა.

თუ თქვენ კონცენტრირებული ხართ ისეთ რამეზე, რაც რეალობას არ შეესაბამება, არ არსებობს, ან ვერ იარსებებს, ამით იბლოკავთ პოზიტიურ მიმღეობას და ხელმძღვანელობთ სისტემის უარყოფითი კოორდინატებით.
თქვენ შეგიძლიათ ამ კატეგორიებში ფიქრის შეწყვეტა. ოპტიმიზმის გრძნობა დაგიბრუნდებათ თუ გამოხვალთ მიმდინარე სიტუაციის საზღვრებიდან და ფოკუსირდებით პოტენციალზე, ეს გაგათავისუფლებთ ჩარჩოებისა და შეზღუდვებისაგან.

7. გააკეთეთ რამე
უპირველეს ყოვლისა, დრო დაუთმეთ კონკრეტულ ქმედებებს. ნუ იფრენთ ღრუბლებში და ნუ იცხოვრებთ იმაზე ოცნებით, რომ მომაბეზრებელ სამსახურს დატოვებთ ან სხვა ვინმე დაგეხმარებათ ამაში. არავის აქვს მიზნად დასახული თქვენი დახმარება, იცოდეთ ეს. ამის ნაცვლად, სჯობს გაერკვეთ პრაქტიკულ რეალობაში. ლორეტა ბროინინგი, ავტორი წიგნისა «ბედნიერების ჰორმონები», გვირჩევს, რომ შეუპოვრად ვიმოქმედოთ 45 დღის მანძლზე. სწორედ ამდენი დრო სჭირდება ტვინს იმისათვის, რომ ახალი ჩვევის ფორმირება მოახდინოს. აქტიური ქმედების შემთხვევაში, ჩვევა გახდება წინსვლის საბაბი.

თქვენ შეძლებთ შექმნათ ქცევის ახალი შაბლონები და ამით ისწავლოთ «ბედნიერების ჰორმონების» გააქტიურება. ყველაფერი თქვენს ხელშია. არ შეჩერდეთ!

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like