ჩვენ ყველა საკუთარ წიგნებზე ვმუშაობთ

ჩვენ ყველა საკუთარ წიგნებზე ვმუშაობთ

ქვიშიან ნაპირზე ფეხით სიარული ჩემთვის ნამდვილად არის ძალების აღდგენის და განტვირთის საუკეთესო საშუალება. წუთები,რომელსაც ამ დროს სამყარო მჩუქნის, არის სიმშვიდის და შთაგონების ლამაზი წამები ჩემთვის.  ამომავალი მზის ყურება ბუნგალოდან,  ფინჯანი ყავა, მაგიდაზე ჩემი საყვარელი წიგნი და თქვენთვის სამოტივაციო სტატიის დაწერა არის ნამდვილი ბედნიერება.

დამეთანხმებით  თითოეულ ჩვენთაგანს სურს წარმატებული ცხოვრება, სიმდიდრე, სახელი, პატივი, გადაღებები სხვადასხვა სარეკლამო ჟურნალისთვის,ინტერვიუ გლამურულ ჟურნალში და ეს ძალიან კარგია. ჩვენ ბევრი რამ უნდა გვსურდეს ცხოვრებისგან, მაგრამ მხოლოდ ოცნებებით ვერ მივიღებთ სასურველ შედეგს.

უმოქმედობა ანადგურებს ადამიანის მომავალს.გუშინ ჩემმა მეგობარმა,რომელსაც რამდენიმე წლის შემდეგ მოულოდნელად შევხვდი, სინანულით მითხრა,რომ მან 11 წელი დაკარგა სამსახურში, სადაც ვერ მოახერხა საკუთარი თავის რეალიზება.   ძალიან მტკივნეულია,  როდესაც ასეთი ტიპის აღსარებას ისმენ. თუმცა მე გამიხარდა,როდესაც მეგობარს მოულოდნელად თვალები აენთო იმედით და მითხრა,რომ  აპირებს შეცვალოს საკუთარი ცხოვრება და ახალ გეგმას ადგენს.იმედს იტოვებს,რომ ერთფეროვან ცხოვრებას დააღწევს თავს.

ჩვენ ზოგჯერ არასწორი ნაბიჯებით მივდივართ წარმატებისკენ.  არასწორ გზაზე ვდგავართ და  შეიძლება ეს გზა იყოს უიმედობის გზა, ამიტომ თუ გსურთ სასურველ მიზანს მიაღწიოთ შეიძლება თქვენი გზებით მთელი მსოფლიო დახაზოთ, მაგრამ სასურველ შედეგებამდე უნდა მიხვიდეთ. უნდა სცადოთ ათასი ვერსია, შეადგინოთ გეგმები,გაანალიზოთ რისი გაკეთება როგორ სჯობს. არ ჩაიქნიოთ ხელი, არ დანებდეთ, თორე შემდეგ ყველაფერი უფრო მარტივად, თუმცა უფრო ცუდად იქნება.თქვენ შეეგუებით ბედს და ერთფეროვან ცხოვრებაში აღმოჩნდებით.დანებება ძალიან ადვილია.ამ გზას გონება რამდენიმე წამში ირჩევს,რომ ბევრი  ბრძოლა არ დასჭირდეს, მაგრამ უსმინეთ გულს.წარმატების სურათები სწორედ რომ ჩვენს გულში არის მიმოფანტული.

ჩვენ უნდა ვიპოვოთ საკუთარ თავში ძალა და დავტოვოთ კომფორტის ზონა.რატომ არ უნდა იყო ბედნიერი?ლამაზ დღეებს ყველა ვიმსახურებთ.ჩვენ თავად ვწერთ ჩვენი ცხოვრების წიგნს, რადგან ჩვენ ყველანი საკუთარ წიგნებზე ვმუშაობთ.ასე რომ თუ ჩემი სტატიის კითხვის დროს ყრუ ტკივილი იგრძენი საკუთარ სულში,მე დარწმუნებული ვარ ძალიან მალე გადადგამ  კიდეც ნაბიჯებს ახალი ცხოვრების დასაწყებად.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 49 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ