ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

B2P.GE 2011 წლის 7 ნოემბრიდან მოღვაწეობს. ეს საიტი არის მათთვის, ვინც აპირებს ბიზნესის წამოწყებას ან განვითარებას, გაყიდვების გაზრდას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია კლიენტების მოზიდვა, თანამშრომელთა მართვა და მოტივაცია, სწორი PR–კამპანიის ჩამოყალიბებას ფსიქოლოგიური ზემოქმედების ხერხების გათვალისწინებით, კომპანიის იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლებას. ეს პროექტი არის მათთვის, ვისაც აინტერესებს ამ სფეროში არსებული თანამედროვე ტენდენციები და აქტიური მონაწილეობა მასში.

B2P.GE-ს მიზანია პოზიტიური აზროვნების გავრცელება, პიროვნების განვითრება და ცხოვრებაში წარმატების მიღწევა. ჩვენთან თქვენ მიიღებთ სასარგებლო ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავიმორჩილოთ გონება და სხეული; როგორ გავხდეთ ჯანმრთელნი, როგორ მივიღოთ ცხოვრებისგან სწორედ ის, რისი მიღებაც ნამდვილად გვსურს; როგორ მივაღწიოთ წარმატებას, კარიერულ წინსვლას, ფინანსურ დამოუკიდებლობას, როგორ განვავითაროთ ბიზნესი, დავისახოთ მიზნები, ვმართოთ გუნდი, გავზარდოთ გაყიდვები და აუცილებელი ინფორმაცია თქვენი ბიზნესის წინწაწევისთვის.

ჩვენი გუნდი აქტიურად ცდილობს განავრცოს ხარისხიანი, სასარგებლო და შთამაგონებელი ინფორმაცია, საბაზისო ცოდნიდან – წვრილმანებამდე, რომელიც შემუშავებულია ექსპერტების მიერ. საიტზე განთავსდება სტატიები, რომელბიც დაეხმარება ნებისმიერ მიზანდასახულ ადამიანს განავითაროს არამარტო ტექნიკური უნარ-ჩვევები და ოსტატობა, არამედ უზრუნველყოს ჰარმონიული პიროვნული განვითარება.­

ჩვენ ვეხებით როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ თემებსაც. B2P.GE–ის იდეის ავტორი, გიორგი მანასიანი ერთ–ერთ ინტერვიუს დროს ამ გვერდის შესახებ თავის აზრს ასე გამოხატავს:

“ეს გვერდი არის იმედის და მოტივაციის მომცემი ჩემთვის და სხვა ადამიანებისთვის. გულს მიმშვიდებს როდესაც ვხვდები, რომ შემიძლია დავეხმარო სხვებს თუნდაც დროულად ნათქვამი სიტყვით, დროული რჩევით. ეს უფრო მეტია ჩემთვის ვიდრე ფინანსები და რაიმე მატერიალური!

მე მამოძრავებს უფრო სულიერი და კეთილი მარცვლების თესვა ჩვენს საზოგადოებაში, რადგან ჩვენ საკმარისად გვაქვს ცხოვრებაში იმედგაცრუება და წარუმატებლობა…

აუცილებელია გვერდით ყოლა ისეთი ადამიანებისა, რომლებიც განუგეშებენ და გულრწფელად გეტყვიან: “მე მჯერა შენი! მართალია ბევრჯერ დამარცხდი, მაგრამ არ დანებდე, განაგრძე წარმატებისკენ სვლა! ბრძოლა შეიძლება წააგე, მაგრამ ომს მოიგებ!” მინდა დიდი მადლობა გადავუხადო B2P.GE-ს მთლიან კოლექტივს, მათი ერთგულებისა და შრომისთვის. აგრეთვე უღრმესი მადლობა ყველა იმ ადმიანს ვინც მხარს გვიჭერს ფინანსურად, კითხულობს, აკომენტარებს და თვითონაც გვაწვდის საინტერესო მასალებს.”

პატივისცემით,
B2P.GE-ს იდეის ავტორი, გიორგი მანასიან
www.giorgimanasyan.com