ჭკვიანი ადამიანების 10 თვისება 

ჭკვიანი ადამიანების 10 თვისება 

ალბერტ ეინშტეინი, სტივ ჯობსი, ბილ გეიტსი, ბენჯამინ ფრანკლინი, თომას ედისონი… როგორ ფიქრობთ, რა აერთიანებს ამ ადამიანებს? სწორია, ინტელექტის მაღალი დონე. ამ ადამიანებს IQ აქვთ არანაკლებ 150! ყველა ადამიანი საკუთარ თავს ჭკვიანად თვლის. უფრო მეტიც, ნებისმიერი ჩვენგანი ცდილობს სხვების თვალში კიდევ უფრო ჭკვიანი გამოჩნდეს. ამისათვის საჭირო არ არის ენციკლოპედიების გადაკითხვა, დისერტაციების დაცვა ან მეცნიერებათა კანდიდატობა. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, გონება და განათლება – სხვადასხვა გაგებებია.

გასხოვდეთ: თუ გსურთ უფრო ჭკვიანი გახდეთ, მოგიწევთ საკუთარ თავზე გვარიანი მუშაობა. მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ ყველა გონებამახვილ ადამიანს ქცევის რამოდენიმე საერთო წესი აქვთ, რაც მათ ჩვევად გაიხადეს. დღეს, B2P.GE გაგიზიარებთ ჭკვიანი ადამიანების 10 თვისებას, რომლებიც გამოარჩევს მათ სხვებისგან. გაითვალისწინეთ ისინი!

1. ამ ადამიანებს ყოველთვის აქვთ ფარული უნარები და ნიჭი, რომლებსაც ისინი სხვებს არ აჩვენებენ მანამ, სანამ ამის აუცილებლობა არ დადგება. ისინი არ ცდილობენ წარმოაჩინონ სხვების წინაშე საკუთარი თავი. ისინი არასოდეს ამოძვრებიან ტყავიდან მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებისთვის რაიმეს დემონსტრირება მოახდინონ.

2. ძვირადღირებული უმაღლესი განათლება – არ არის იმის უტყუარი ფაქტორი, რომ ჭკვიანი იყოთ. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ ძალიან ბრძნულად მოქცევა, თუმცა, შესაძლებელია, რომ მათ არ ჰქონდეთ დამთავრებული არც ერთი უმაღლესი სასწავლებელი. ეს რთული დასაჯერებელია მანამ, სანამ მათ რეზუმეში არ ჩაიხედავთ.

3. ისინი არასოდეს, არანაირ ვითარებაში არ დაამცირებენ სხვას და არ ჩააყენებენ სულელურ სიტუაციაში. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ კარგი გაკვეთილი აქვთ მიღებული და იციან – როცა შენ ცდილობ სხვა ჩააყენო უხერხულ მდგომარეობაში, თავად გამოიყურები ასე.

4. თუ ეს ადამიანების იმყოფებიან ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დანარჩენებიც გახდნენ უფრო ჭკვიანები და პროდუქტიულები. შედეგების მიღწევას არასოდეს ცდილობენ მუქარით, რადგან იციან, რომ ეს არაეფექტურია. ისინი ყოველთვის ეხმარებიან სხვებს გახდნენ უკეთესი ვიდრე მათთან შეხვედრამდე იყვნენ და ამით საუკეთესო მაგალითს აძლევენ ყველას.

5. მათ კარგად იციან, რომ კომპანიაში (კოლექტივში) ყველაზე ჭკვიანი ადამიანები არიან, მაგრამ არასოდეს იციკლებიან ამაზე. ჭკვიანი ადამიანები არასოდეს არ ჩერდებიან მიღწეულზე, ცდილობენ გახდნენ სრულყოფილი და შეუმჩნევლად გააკეთონ ისე, რომ სხვებიც უფრო ჭკვიანები გახადონ.

6. მაშინაც კი, როცა საქმე ძალიან ცუდად ან არც ისე კარგად მიდის, როგორც ეს მათ სურთ, ეს ადამიანები არ წყვეტენ ღიმილს. საკითხის გადასაწყვეტად ალტერნატიული ვარიანტებით მათ გაცილებით სწრაფად მოსდით თავში, ვიდრე სასოწარკვეთა. ამიტომ, ისინი არასოდეს ნებდებიან.

7. ისინი აქტიურები არიან სოციალურ ქსელებში. არა იმიტომ, რომ ვინმეს მუსიკალური კლიპი ან შეტყობინება გაუგზავნონ, არამედ იმიტომ, რომ ტვინი შეივსონ ახალი ცოდნით. ამ ადამიანებმა ზუსტად იციან რას უნდა მიაქციონ ყურადღება და რომელ ინფორმაციას უნდა მოეკიდონ სიფრთხილით.

8. ეს ადამიანები ყველაფერს ასწრებენ სახლშიც და სამსახურშიც, ამასთან პირად ცხოვრებასაც საკმარის დროს უთმობენ. უბრალოდ მათ შეძლეს საკუთარი ძალებისა და დროის ისე ორგანიზება, რომ ნებისმიერ «ფრონტზე» მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. მათ ეს გამოსდით.

9. მათ იმაზე გაცილებით ბევრი რამ იციან, რაც სამსახურეობრივ მოვალეობებში შედის. ამ ადამიანებს საოცრად ფართე მსოფლმხედველობა აქვთ, ისინი არ შემოიფარგლებიან მხოლოდ საკუთარი სოციალური სფეროთი.

10. მათ არ უყვართ წვრილმანებზე ყბედობა. ეს ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ მოსმენას, ვიდრე ლაპარაკს. ტყუილად არ არის ანდაზა: „ხმასმხოლოდ ცარიელი სათლი გამოსცემს“.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ კარგი გაკვეთილი მიიღეთ ამ სტატიით. გადახედეთ საკუთარ ჩვევებს და დაიწყეთ ჭკვიანურად მოქცევა. ძალიან მალე შეამჩნევთ, რომ ყელა გაოცებული დარჩება თქვენი შესანიშნავი გონიერებით! არსებობს ძალიან კარგი ანდაზა: «სულელი ცდილობს ჭკვიანი გამოჩნდეს, ხოლო ჭკვიანი სულელობს». გისურვებთ, რომ არამარტო გამოჩნდეთ სხვების თვალში ჭკვიანი, არამედ სინამდვილეში იყოთ ასეთი.
გაუზიარეთ მეგობრებს ეს რჩევები.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1537 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

19 საუკეთესო გამონათქვამი კინოდან და სერიალებიდან, რომლებზე დაფიქრება ღირს

1. არასოდეს მისცე ვინმეს იმის უფლება, გაგრძნობინოს, რომ შენ არ იმსახურებ იმას, რაც გინდა. © ჰიტ ლეჯერი 2. მათ მე ერთგულების დაფასება მასწავლეს… და მათი არდავიწყება – ვინც გიყვარს. ©

5 ადამინი, რომლებიც 40 წლის შემდეგ გამდიდრდნენ

შეწყვიტეთ საკუთარი ცხოვფრების კრიტიკულად შეფასება! ისტორიები, რომლებიც ამ სტატიაშია მოყვანილი, ამტკიცებენ, რომ ახლის დაწყება გვიან არასოდეს არ არის. ბევრი ადამიანი 30 წლის ასაკში იწყებს საკუთარი ცხოვრების კრიტიკულად შეფასებას და ნანობენ,

სამოტივაციო ფილმი “თავისუფლების მწერლები”

ახალგაზრდა ერინ გრიუველი ინგლისური ენის სპეციალისტია, რომელიც 90-იან წლებში მუშაობას იწყებს კალიფორნიის ქალაქ ლონგ-ბიჩის საშუალო სკოლაში, სადაც სწავლობენ ძნელად აღსაზრდელი და კრიმინალისკენ მიდრეკილი მოზარდები, თუმცა ამის მიუხედავად, ერინი ძალისხმევას არ

9 რჩევა, თუ როგორ გავაქირაოთ ტურისტებზე ბინა Airbnb-ის მეშვეობით

ეს პატარა ხრიკები დაგეხმარებათ თავისუფალი საცხოვრებელი ფართი გააქირაოთ ტურისტებზე პოპულარულ პლატფორმაზე – Airbnb მაქსიმალური სარგებელის მიღებით. თუ თქვენ ჯერ არ დარეგისტრირებულ ხართ არ გადადოთ ეს, დააჭირეთ რეგისტრაციას.  1. განსაზღვრეთ სამიზნე

როგორ დავიწყოთ ახალი ცხოვრება 40 წლის ასაკში

40 წლის ასაკში გვიანია რაიმეს შეცვლა. დროა სადმე ქალაქგარეთ აგარაკი მოძებნო და ქსოვის გაკვეთილებზე ჩაეწერო – ზუსტად ასე ფიქრობს ბევრი ადამიანი და სწორედ ამ მიზეზით უამრავ შესაძლებლობას უშვებს ხელიდან. კრიზისი

30 ფრაზა, რომელსაც თქვენი აზროვნების და ბედისწერის შეცვლა შეუძლია

მაჰათმა განდი ამბობს: ”დაუკვირდით საკუთარ აზრებს, დაე, თქვენი აზრები იყოს პოზიტიური, რადგან თქვენი აზრები აყალიბებენ თქვენს სიტყვებს… დაუკვირდით საკუთარ სიტყვებს, დაე, თქვენი სიტყვები იყოს პოზიტიური, რადგან თქვენი სიტყვები აყალიბებენ თქვენს