“ჭკვიანი ადამიანები სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე. ბრძენი კი სხვის შეცდომებზე”

“ჭკვიანი ადამიანები სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე. ბრძენი კი სხვის შეცდომებზე”

1.“ბევრი მუშაობა ყოველთვის აუცილებლად გამოღებს შედეგს.” – ამბობს მასწავლებელი, რომელიც 40 წელია მასწავლებელია და ალბათ დღიურად ჩემს მეზობელზე ათჯერ მეტს მუშაობს. თუმცა ჩემს მეზობელს ბევრად უფრო მაღალი შემოსავალი აქვს ვიდრე ჩემს მასწავლებელს. რატომ ?

მთავარი არ არის რამდენს მუშაობ, მთავარია როგორ მუშაობ.
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მე ვიყენებდი უამრავ კალენდარს, შემხსენებელ აპლიკაციებს, 80% ვგეგმავდი ჩემს დღეს. ეს სისტემა შეიძლება ჩანდეს სრულყოფილი, მაგრამ სისტემებს აქვთ ხარვეზები. ვმუშაობ იმისთვის, რომ რაღაც შევცვალო, რაღაც გავხადო უკეთესი. ვსახავ მიზანს ყოველდღე, ვცდილობ გავაკეთო მაქსიმუმი. თუმცა.. ყოველთვის ისე არ მიდის როგორც მინდა. ბოლო წლებში მე ძალიან დიდი მოლოდინები მქონდა ცხოვრებისგან, რომლის 70% არ გამართლდა. და ეს იყო ძალიან დიდი სტრესი ჩემთვის.
და მეორე ბევრი მუშაობა კრეატიულობასა და პროდუქტიულობას აქვეითებს. რაც სწევს თქვენი წარმატების შანსს დაბლა.
დღეს მსოფლიოს არ სჭირდება “ჰარდ ვორკერი” ადამიანები. სამყაროს შეშლილები და გონებრივად მომუშავე პერსონალი სჭირდება.

2.სკოლებში გვასწავლიან დისციპლინას, გვაჩვევენ რომ ვაკეთოთ ის, რასაც გვეუბნებიან და ნოვაციებისთვის გვსჯიან.ეს სისტემა კარგად მუშაობდა ინდუსტრიულ პერიოდში, თუმცა ახლა – აღარ. ახლა სჭირდება მსოფლიოს ადამიანები, ვინც შეცდომებს უშვებს, არღვევს სოციუმის დოგმებს და სწავლობს პირად მაგალითებზე. გინახავთ, ვინმეს სამყარო უკეთესობისკენ შეეცვალა იმის კეთებით, რაც შენს გარშემომყოფებს უნდა რომ აკეთო?

3.სკოლებში გვისახავენ არასწორ პრიორიტეტებს. თითქოს ყველაფერი კარგად ჩანს: ისწავლე კარგად, დაამთავრე უნივერსიტეტი და დაიწყებ მაღალანაზღაურებად სამსახურს. თუმცა რეალურად ასე არ არის. არავინ იღებს სიამოვნებას სამსახურის შემდეგ სახლში ტელევიზორის ყურებით. რეალური ცხოვრება განსხვავდება იმისგან, რასაც უნივერსიტეტებში გვიხატავენ. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ცხოვრების მიზანი – კარიერის აწყობა, როგორიც ჩვენ გვინდა და რომელიც დაღლილობის ნაცვლად ბედნიერებას მოგვიტანს.

4.სკოლებში მიგვითითებენ, რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ.
შემდეგ მოდის სტრესი, რადგან ამ კრიტერიუმებს ვერ ვაკმაყოფილებთ. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. არ არსებობს ფორმულები: “როგორ გვქონდეს კარგი კარიერა”, “როგორ გავხდეთ მილიონრები”, “როგორ ვიპოვნოთ ცხოვრების მეგზური” და ა.შ.

დღევანდელ დღეს როცა ასე მიჩვეულები ვართ ჩარჩოებში მოქცევას და მოუთმენლობას, სასიცოლოდ აუცილებელია ვიყოთ უფრო მომთმენები და პრინციპულები. “ტვიტერს” 2 წლის განმავლობაში არავინ იყენებდა. მათ რომ ხელი ჩაექნიათ და სხვა საქმე დაეწყოთ, დღეს ამ სოციალური ქსელის არსებობა არ გვეცოდინებოდა.

არ შეგვეშინდეს ვიყოთ ის ვინც გვინდა, რომ ვიყოთ და არ მოვუსმინოთ სხვებს. არც შენმა მასწავლებელმა და არც შენმა მეზობლებმა არ იციან შენზე უკეთ ვინ ხარ და რა მოგიტანს ბედნიერებას.

ავტორი: კახა სეფაშვილი

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

ტესტები და ამოცანები

გაიგე შენი ხასიათის საიდუმლო თითების სიგრძის მიხედვით

ხალხში ამბობენ: «თვალები – სულის სარკეაო», მაგრამ თუ კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევებს დავუჯერებთ, თქვენი პირონვების ტიპზე ბევრის თქმა შეუძლიათ თქვენი ხელის თითებს. ეს ბრძნული ტესტი დაგეხმარებათ გაიგოთ საკუთარ თავზე უფრო

წარმატება და მოტივაცია

რჩევები ყველას, ვისაც საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესება სურს!

თავი დაანებე საკუთარ თავზე ცუდ ფიქრს! შენ უნიკალური პიროვნება ხარ. საკუთარ თავში დაეჭვებითა და ურწმუნოებით შენ შეურაცხყოფ იმ უდიდეს ძალას, რომელმაც მოგიყვანა ამ მშვენიერ სამყაროში. ხშირად შეახსენე საკუთარ თავს ეს.

წარმატება და მოტივაცია

რაც არ უნდა მოხდეს, დარჩით თქვენი ოცნების მიზიდულობის ზონაში!

მინდა დაფიქრდეთ და უპასუხოთ საკუთარ თავს, თუ არის რამე, რასაც შეუძლია მოგცეთ იმაზე მეტი ენერგია და ბედნიერება, რასაც მიიღებთ თქვენი ოცნების ასრულების შემდეგ? ამ შეკითხვაზე პასუხი ვიმედოვნებ ყველასათვის ცალსახაა. თუმცა,