ჩარლის სიყვარულის მგზნებარე მანიფესტი

ჩარლის სიყვარულის მგზნებარე მანიფესტი

როდესაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე, მივხვდი, რომ დარდი და ემოციური ტანჯვა მხოლოდ გამაფრთხილებელი ნიშნებია იმისა, რომ საკუთარი ბუნების წინააღმდეგ ვცხოვრობ. დღეს ვიცი, რომ ამას ჰქვია “იყო ნამდვილი“;

როდესაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე, მივხვდი, თუ როგორ ძლიერ შეიძლება ატკინო გული ადამიანს, თუ მას მისივე სურვილების ასრულებას დააძალებ, მაშინ როცა ამის დრო ჯერ არ დამდგარა, და ადამიანი ჯერ ამისთვის მზად არ არის და, რომ ეს ადამიანი – თავად მე ვარ. დღეს ამას ვუწოდებ „თვითდაფასებას“;

როდესაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე, შევწყვიტე სწრაფვა მეცხოვრა სხვისი ცხოვრებით და შევძელი დამენახა, რომ ყველაფერი, რაც ჩემს გარშემოა მაძლევს ზრდის შესაძლებლობას. დღეს ამას ვეძახი „მოწიფულობას“;

როდესაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე, მივხვდი რომ მიუხედავად ყველაფრისა, ვიმყოფები საჭირო დროს, საჭირო ადგილზე, და ყველაფერი ზუსტად საჭირო მომენტში ხდება-ამიტომ შემიძლია მშვიდად ვიყო. დღეს ამას ვეძახი „თვითდაჯერებულობას“;

როდესაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე, აღარ ვიპარავ საკუთარ დროს და აღარ ვსახავ სამომავლოდ გრანდიოზულ გეგმებს. დღეს მხოლოდ იმას ვაკეთებ, რასაც ჩემთვის მხიარულება და ბედნიერება მოაქვს, იმას, რაც მიყვარს და რაც ჩემს გულს სიხარულს ანიჭებს. ამას ჩემებურად ვაკეთებ. დღეს ამას „უბრალოებას“ ვეძახი;

როდესაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე, აღარ ვცდილობ ყოველთვის მართალი ვიყო და შეცდომებსაც ნაკლებად ვუშვებ. ახლა ვიცი, რომ ამას „მოკრძალება“ ჰქვია;

როდესაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე, შევწყვიტე წარსულით ცხოვრება და ფიქრი მომავალზე. ახლა მხოლოდ აწმყოში ვცხოვრობ იქ – სადაც ყველაფერი ხდება. ახლა ვცხოვრობ ყოველი დღით, მხოლოდ დღიდან დღემდე და ამას მე ვუწოდებ „კმაყოფილებას“;

როდესაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე, გავაცნობიერე, რომ შეიძლება გონებამ შემაწუხოს და შედეგად ავად გავხდე კიდეც. მაგრამ, როდესაც გონება გულს დავუკავშირე, ის ჩემი საუკეთესო მოკავშირე გახდა. დღეს ამ ურთიერთკავშირს ვუწოდებ „გულის სიბრძნეს“;

როდესაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე, გავთავისუფლდი ყველაფრისგან, რასაც ზიანი მოჰქონდა ჩემთვის – საკვების, ადამიანების, ნივთებისა თუ მოვლენებისგან. ყველაფრისგან, რაც კი უკან მხევდა და ჩემს თავს მაშორებდა. თავდაპირველად ამ დამოკიდებულებას ჯანსაღი ეგოიზმი ვუწოდე . დღეს მე ვიცი, რომ ეს არის “საკუთარი თავის სიყვარული”;

სულაც არ არის საჭირო გვეშინოდეს პრობლემების, დაპირისპირების და კონფრონტაციების საკუთარ თავთან თუ სხვებთან. ვარსკვლავებიც კი ეჯახებიან ერთმანეთს და შედეგად წარმოიქმნებიან ახალი სამყაროები. დღეს ვიცი, რომ „ეს – ცხოვრებაა“ – სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ფასდაკლებების და აქციების 25 იდეა

1. ვადიანი ფასდაკლება – ასეთი ფასდაკლება წესდება გარკვეულ პერიოდზე. ეს მყიდველებისთვის სტიმულია – მათ ესმით, რომ გარკვეული დროის შემდეგ ლგოტური პირობები აღარ იქნება. 2. ერთდღიანი ფასდაკლება – შეზღუდულ ვადაზეა, მაგრამ

Print Friendly, PDF & Email

როგორ უნდა აიმაღლოთ თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის მაჩვენებელი

1. შეეშვით საკუთარი თავის სხვა ადამიანებთან შედარებას. ყოველთვის გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ვისაც თქვენზე მეტი ექნება და ისეთებიც, ვისაც თქვენზე ნაკლები ექნება რაიმე. თუ თქვენ დაკავდებით ასეთი შედარებებით, ყოველთვის გეყოლებათ ბევრი

Print Friendly, PDF & Email

როგორ მოვახდინოთ საკუთარი ბიზნესის ორგანიზება? – რიჩარდ ბრენსონის რჩევები

როგორ მოვახდინოთ საკუთარი ბიზნესის ორგანიზება? ეს საკითხი ბევრს აღელვებს. გთავაზობთ 5 იდეას რიჩარდ ბრენსონისგან, რომლებიც გაზრდიან თქვენი ახალი ბიზნესის წამატების შანსებს. 1. არ მოკიდოთ ისეთ საქმეს ხელი, რომელიც არ მოგწონთ

Print Friendly, PDF & Email

როგორ მივიღოთ მაქსიმუმი ბიზნეს-ლიტერატურის კითხვისას

გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას, ბიზნეს-ლიტერატურის ცნობილი მკითხველის – ალექსადრე მელნიკისგან. დიდი ხანი არ არის, რაც მან ბიზნეს-ლიტერატურის აქტიური კითხვა დაიწყო, მაგრამ ძალიან მალე მიიღო შედეგი. თუ ადრე თვეში 1 წიგნს კითხულობდა,

Print Friendly, PDF & Email

თქვენი მარკეტინგული კომპლექსი

სამსახურის მიღების კომპლექსი შედგება მარკეტინგისა და გაყიდვებისაგან. ეს იგივეა რაც ფირმის პროდიუქციის მიყიდვა კლიენტისთვის. როდესაც თქვენ პირადი მარკეტინგით ხართ დაკავებული უნდა გაითვალისწინოთ მარკეტინგული კომპლექსის ყველა ელემენტი. მარკეტინგის თქვენეული გგმა შესდგება

Print Friendly, PDF & Email

როგორ შეიძლება 2017 წელს დაეხმაროს თქვენს ბიზნესს Google-ის გამოცდილებამ

რატომ არის Google-ი ლეგენდა პროდუქტიულობასა და კრეატიულობაში? მაგია არაფერ შუაშია! Google-ის “ევანგელისტი” გოპი კალაილი ასახელებს კომპანიის ინოვაციის ცხრა ძირითად პრინციპს: 1. ინოვაცია იბადება ყველგან ის შეიძლება სწრაფად გაჩნდეს, ნებისმიერ ადგილას

Print Friendly, PDF & Email