ქალის ჭარბი წონის ფსიქოლოგიური მიზეზები

ქალის ჭარბი წონის ფსიქოლოგიური მიზეზები

იცით თუ არა რომ…

  • ქალების 84% ზედმეტი საკვების მიღებას ემოციური დაძაბულობის დროს იწყებს.
    აქ შედის ოჯახური და სამსახურეობრივი პრობლემები, ყოფითი უსიამოვნებები და უკმაყოფილება;
  • 72%–ს მადა ეზრდება გემრიელი საჭმლის დანახვისას;
  • 32%– ს ხელს უწყობს ალკოჰოლი;
  • 20% – ჭარბ საკვებს იღებს ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის შემდეგ;
  • 12% – ისთვის მიზეზია ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებები (მაგ. მენსტრუაციისპერიოდი).

სიმსუქნისკენ მიდრეკილი ადამიანები განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ ტიპს განეკუთნებიან და, როგორც წესი, ჭარბ წონასაც სწორედ პიროვნული თვისებები განაპირობებს. ფსიქოლოგთა აზრით, ეს თვისებებია დაბალი თვითშეფასება, სუსტი თვითკონტროლი, აკვიატებული ქცევები, ემოციური არამდგრადობა, სასოწარკვეთა და სხვ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ე. წ. ფსიქოსომატური მიზეზები,როცა ჭარბი წონა დამცავ ფარად იქცევა ხოლმე. სიმსუქნე „ეხმარება“ ასეთ ადამიანებს თავი დაიცვან კონტაქტებისგან, საპირისპირო სქესთან ურთიერთობებისგან და ამ სირთულეებს სხვა ახსნა მოუძებნონ(„აბა, მე ვის მოვეწონები…“). არსებობს ისეთი მოსაზრებაც, რომ ტკბილეულის მოყვარულ ქალებს ემოციური სითბოს ნაკლებობა აქვთ და ა.შ.

ამიტომ ჭარბ წონასთან საბრძოლველად მხოლოდ დიეტა საკმარისი არ არის ხოლმე, საჭიროა პიროვნების თვითშეფასების შეცვლა. ადამიანმა უნდა გაიაზროს, რომ ჭარბი წონა და მისი პიროვნული თვისებები ერთმანეთთან კავშირშია. უნდა შეიცვალოს, ზოგადად, კვებისადმი დამოკიდებულება, რის შემდეგაც, დაბალკალორიული დიეტა აღქმული იქნება არა როგორც შეზღუდვა, არამედ როგორც ერთადერთი დაშვებული კვების რაციონი.

„ფსიქოლოგიური დიეტის“ ძირითადი იდეაა საჭმლის რაოდენობის, ხარისხის და კვების ტემპის ნორმალურ დონეზე დაყვანა. კვებას თან უნდა ახლდეს კმაყოფილების შეგრძნება. კმაყოფილების მისაღებად კი საჭირო არ არის დიდი რაოდენობის საკვების მიღება, საკმარისია მისი დეგუსტირება. გემოს შეგრძნება, ცალკეული კომპონენტების გამოყოფა და სიამოვნების მიღება გემრიელი საჭმლისგან შეუძლებელია დიდი რაოდენობის საკვების მიღებისას და სწრაფი გადამუშავების დროს. გარდა ამისა, დეგუსტაციისას ძღომის შეგრძნება მალე მოდის. რატომ ხდება ასე?

გემოსა და ყნოსვის რეცეპტორები შიმშილის დაკმაყოფილების შეგრძნებას პირველი იძლევა. ამ დროს ორგანიზმში იკლებს ე.წ. „შიმშილის“ ჰორმონის გამოყოფა. საჭმლის გემო, ტექსტურა და სუნი თავის მომხიბვლელობას კარგავს და საჭმელი აღარ გვეჩვენება ისეთი მიმზიდველი, როგორც თავიდან. მთავარია ეს მომენტი არ გამოგვეპაროს და ჭამა დროულად შევწყვიტოთ. მაძღარ ადამიანს საჭმელი აღარ იზიდავს. აქედან დასკვნა – უნდა ვჭამოთ მაშინ, როცა გვშია და არა მაშინ, როცა „ჭამის დრო მოვა“, როცა არ ვიცით, რა ვაკეთოთ, ან სხვებს ვუწევთ ანგარიშს.

თუმცა აღმოჩნდა, რომ კვებისადმი დამოკიდებულება ქალებს და მამაკაცებს განსხვავებული აქვთ. ქალებს მეტად უჭირთ უარის თქმა ზედმეტ საკვებზე იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საკუთარი ჯანმრთელობის გარდა მომავალ თაობაზეც აგებენ პასუხს.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ