კარლოს სლიმ ელუ №1 მილიარდერის საქმიანი რჩევები

კარლოს სლიმ ელუ №1 მილიარდერის საქმიანი რჩევები

კარლოს სლიმ ელუ, რომლის ქონება შეადგენს 68,5 მლრდ აშშ დოლარს 2012 წლის 4 მარტის მონაცემებით, მიუხედავათ თავისი კოლოსალური ქონებისა, საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს. მექსიკელ მაგნატს არ ჰყავს პირადი თვითმფრინავი და ვერტმფრენი და კვირაში მხოლოდ 24 000 აშშ დოლარის დახარჯვის უფლებას აძლევს საკუთარ თავს.

1. როცა რაიმეს გაკეთებას ვაპირებ, გადაწყვეტილებას ვიღებ სწრაფად.

2. ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ ბიზნესის ძველი სახეობები დროთა განმავლობაში მოკვდება, ძალიან ცდებიან. ბიზნესის ეს ფორმები ახალი ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.

3. როცა კრიზისის დროს ყველა ცდილობდა აქტივების მოცილებას, მე ვყიდულობდი მათ.

4. დროის დიდ ნაწილს მე ვხარჯავ ახალი ტექნოლოგიების შესწავლაზე. მე უნდა ვიცოდე რა ხდება სამყაროში და როგორ შეიძლება ამაზე ფულის გამომუშავება.

5. ბიზნესი – არ არის ჩემპიონატი. ამ შემთხვევაში საჭირო არ არის კონკურენტების ჯობნა. გაცილებით მნიშნველოვანია თქვენი კომპეტენცია სხვადასხვა სექტორში.

6. სიმდიდრემ უნდა მოიტანოს სიმდიდრე. სწორედ ამისთვის არის საჭირო მიღებული შემოსავლის ინვესტირება და გადანაწილება.

7. მე ვთვლი, რომ სიღარიბე – საუკეთესო გარემოა ადამიანის ზრდა-განვითარებისთვის. ქვეყნის სიღარიბიდან გამოყვანა – ჩემი ცხოვრების მთავარი ინვესტიციაა.

8. კომპრომისი და პასუხისმგებლობა – ეს არის წარმატებული ბიზნესის მთავარი შემადგენელი.

9. ჩემი მიზანი – ეს არ არის ფული. მე ვცდილობ შევქმნა წარმატებული კომპანიები ძლიერი კოლექტივით და შევიცნო ახალი სფეროები.

10. მე არ მაღელვებს ჩემი რეპუტაცია. თუ თქვენ ცხოვრობთ სხვა ადამიანების ფიქრებით – ჩათვალეთ, რომ გვამი ხართ. მე არ მსურს დარჩენილი ცხოვრება გავატარო იმაზე ნერვიულობაში, რას ამბობენ ან იტყვიან ჩემზე სხვები.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1515 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ