კარლ სიუელის 10 წესი კლიენტებთან მუშაობისთვის
1265 Views

კარლ სიუელის 10 წესი კლიენტებთან მუშაობისთვის

1. აიძულეთ კლიენტები დაბრუნდნენ
კარლი ითვლის არა იმას, თუ რამდენი მოაქვს მისთვის კლიენტს ერთ ჯერზე მოსვლით, არამედ იმას, რამდენს მოუტანს კლიენტი მთელი ცხოვრების მანძილზე. სიუელის ბიზნესს საფუძვლად უდევს მანტრა, რომლის მიხედვითაც საჭიროა კლიენტებს ჰკითხოთ რა უნდათ და მისცეთ სასურველი ყველ ჯერზე. გახადეთ კლიენტები მუდმივი და მოგებული დარჩებით. 

2. სისტემა და არა ღიმილი
მნიშვნელოვანია თქვენს კლიენტებს უთხრათ – «ინებეთ» და «გმადლობთ». მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, თუ სამუშაოს ცუდად ასრულებთ. სისტემა და არა ღიმილი – ეს უნდა იყოს ბიზნესის საფუძველი. 

3. დაპირდით ნაკლები, გააკეთეთ მეტი
ბევრი მეწარმე ამბობს, რომ საჭიროა კლიენტების მოლოდინს გადააჭარბო. სიმანდვილეში ეს არაფერს ნიშნავს, თუკი კომპანია ისედაც ბევრ დაპირებას გასცემს. თუმცა, არსებობს ერთი ეშმაკობა – დაპირდით ნაკლები და გააკეთეთ მეტი. კლიენტები სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩებიან.

4. როცა კლიენტი რამეს გეკითხებათ, თქვენი პასუხი ყოველთვის უნდა იყოს – «დიახ»
მარტივი წესია სათქმელად, თუმცა პრაქტიკაში ძალიან იშვიათად გამოყენებადი, სამწუხაროდ. 

5. დაითხოვეთ კლიენტებთან მუშაობის დეპარტამენტი სრულად
თქვენ არ გჭირდებათ დამატებითი ადამიანები იმისათვის, რომ კლიენტებთან იმუშაოთ. ყველა თანამშრომელმა უნდა გააკეთოს ეს.

6. არ არის საყვედურები? ე.ი. რაღაცაშია საქმე
საყვედურები – ეს ნორმალურია. ნებისმიერი კომპანიისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი უკუკავშირი. თუ არ არის საყვედურები და პრეტენზიები, ე.ი. რაღაც პრობლემაა და ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც თქევენ ფიქრობთ.

7. გაზომეთ ყველაფერი
ყველაფერი იზომება და ეს თქვენც აუცილებლად უნდა გააკეთოთ. უნდა იცოდეთ, თქვენი რომელი ქმედება არის ეფექტური და რომელი არ ამართლებს.

8. უსამართლო ხელფასი
თანამშრომლებს გადაუხადეთ როგორც პარტნიორებს. რაც უფრო კარგად მუშაობს თანამშრომელი, მით უფრო მეტი გადაუხედეთ.

9. იყავით თავაზიანი
ეს დაგეხმარებათ კლიენტებთან რთული სიტუაციის ქონის დროს და დაგიწერთ დამატებით ქულებს, როცა საქმე კარგად იქნება.

10. ბენჩმარქინგი
მოპარეთ საუკეთესო იდეები კონკურენტებს და სხვა სფეროში მოღვაწე კომპანიებს. თუ თქვენ მანქანებს აწარმოებთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სასტუმროს აღჭურვის კარგი იდეის ათვისება და თქვენს ბიზნესზე მორგება არ შეგიძლიათ

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like