ბრედ პიტი – თავის ცოლზე

ბრედ პიტი – თავის ცოლზე

ჩემი ცოლი ავად გახდა. მუდმივად ნერვიულობდა სამსახურებრივი და პირადული, აგრეთვე ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემების და წარუმატებლობების გამო. 15 კგ დაიკლო წონაში და 35 წლის ასაკში დაახლოებით 40კგ–ს იწონიდა. ჩამოხდა, გამუდმებით ტიროდა და ბრაზს იყრიდა ყველაზე და ყველაფერზე . არაფერი ახარებდა. მუდმივად უჩიოდა თავისა და გულის ტკივილს, ასევე ტკივილს ზურგსა და ნეკნთა არეში. ცუდად ეძინა, მხოლოდ გამთენიისკენ ჩათვლემდა ხოლმე, იღლებოდა და ვეღარ ახერხებდა გამოძინებას.

ჩვენი ურთიერთობა ზღვარზე იყო. მისი სილამაზე სადღაც ქრებოდა, თვალის ქვეშ შავი ტომრები გაუჩნდა, წელში მოიხარა და ნაკლებად ზრუნავდა საკუთარ გარეგნობაზე. უარს აცხადებდა ფილმებში გადაღებაზე და საერთოდ ყველანაირ როლზე. იმედი დავკარგე და უკვე ვფიქრობდი რომ ალბათ მალე გავშორდებოდით. . .

მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე მემოქმედა. მე ხომ წილად მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი მხვდა. იგი – მთელი მსოფლიოს მამაკაცების უმეტესობისათვის – იდეალური ქალია, და მხოლოდ მე მაქვს უფლება დავიძინო და გავიღვიძო მის გვერდით, მოვეხვიო მის მხრებს, შევუდექი მის გამხნევებას – ვანებივრებდი ყვავილებით, კოცნით და კომპლიმენტებით. ვუკეთებდი სიურპრიზებს, ვახარებდი ყოველწუთიერად, ვჩუქნიდი საჩუქრებს და ვცხოვრობდი მხოლოდ მისთვის. ყველა თემას მას ვუკავშირებდი. ვაქებდი ჩვენს საერთო მეგობრებთან.

არ დაიჯერებთ – ის აყვავდა. გახდა კიდევ უფრო ლამაზი ვიდრე ადრე იყო. მოიმატა წონაში, შეწყვიტა ნერვიულობა და შევუყვარდი კიდევ უფრო მეტად, ვიდრე უწინ. მე არც კი ვიცოდი, რომ მას ასეთი სიყვარული შეეძლო და მე ერთი რამ დავადგინე: ქალი მამაკაცის ანარეკლია, თუკი მას სიგიჟემდე შეიყვარებთ ის იმად გადაიქცევა.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ