32 ბრძნული პრინციპი ცხოვრებისთვის
1857 Views

32 ბრძნული პრინციპი ცხოვრებისთვის

1. არ იწუწუნოთ და არ იყოთ ცხოვრებაზე უმადური. უხმოდ ადექით და წადით იმის გასაკეთებლად, რაც საჭიროა.

2. შეწყვიტეთ მცდელობა და მოსინჯვა. გააკეთეთ ან არ გააკეთოთ. წერტილი.
მოგინდათ ტუალეტში შესვლა, გამოგივიდათ?

3. იმოგზაურეთ! წელიწადში ორჯერ გაემგზავრეთ იქ, სადაც არასოდეს არ ყოფილხართ. მოგზაურობა დაგეხმარებათ საკუთარი თავის დამკვიდრებაში.

4. უფლება მიეცით საკუთარ თავს შეცდომები დაუშვათ. რამე თუ გამოგეპარათ – ეს სამომავლოდ გაკვეთილი იყოს. შეცდომა – განვითარების საუკეთესო საშუალებაა.

5. განივითარეთ ინდივიდუალურობა. თქვენ ისეთი ხართ, როგორიც ხართ. ნურავის შეეჯიბრებით საკუთარი თავის გარდა.

6. გადაწყვეტილება მიიღეთ დამოუკიდებლად. ნუ გამოიყენებთ სხვის რეცეპტს.

7. უმაღლესი ძალების მიმართ იქონიეთ პატივისცემა. ნუ მოიხსენიებთ მათ უბრალოდ.

8. ნუ შეიბოჭებით. სამყარო ძალიან დიდია – იქ ნამდვილად არის ის, ვინც ბედნიერი იქნება იმით, რომ თქვენში ღიმილიან გამოხედვას დაინახავს.

9. ისწავლეთ მოდუნება და კონცენტრირება.

10. გაიღიმეთ, თუ რამე ისე არ გამოვიდა, როგორც თქვენ გეგმავდით. გახსოვდეთ, სასურველის მიუღებლობა – ზოგჯერ გამართლებაა.

11. ისწავლეთ თქვათ «არა». ნუ შეგეშინდებათ უარის თქმის!

12. დაივიწყეთ ადამიანები და სიტუაციები.
ნუ დაიწყებთ მოვლენების შესაძლო ვარიანტებზე ფიქრს. მოხდა ისე, როგორც მოხდა. როცა დავიწყება გიჭირთ, დაუსვით საკუთარ თავს ორი შეკითხვა:
«იქნება თუ არა ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი 5 წლის შემდეგ?»,
«ამ საღამოს მე ბუენოს-აირესში მივფრინავ (ან ნებისმიერ ადგილას, სადაც ძალიან გინდათ წასვლა), წავიყოლებ თუ არა მე ამ პრობლემას თან?»

13. შეაფასეთ ყოველი წარმოთქმული სიტყვა სიმართლეზე, სარგებლიანობასა და სიკეთეზე. ისაუბრეთ არსიდან გამომდინარე და არაფერი თქვათ ზედმეტი. უთხარით „არა“ – ჭორებს, სიცრუეს და პრეტენზიებს! სჯობს ჩუმად იყოთ, თუ სათქმელი არაფერი გაქვთ.

14. იფიქრეთ. მანამ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, შეაფასეთ მისი ღირებულება.

15. თუ ვინმეზე ძალიან გაბრაზდით – დაიცადეთ 24 საათი მანამ, სანამ უპასუხებთ.

16. იყავით დამოუკიდებელი და თვითკმარი.
თქვენი ბედნიერება დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე და არა იმაზე, რას ფიქრობენ და როგორ იქცევიან სხვა ადამიანები.

17. პატივი ეცით საკუთარ თავს და სხვებს.
ადამიანი თავად ირჩევს. ნუ ჩაერევით ისეთ საკითხებში, რომლებიც თქვენ არ გეხებათ. ნუ დაიწყებთ სხვის ცხოვრებაში ჩარევას სიტყვებით ან აზრებით – ნუ გაუშვებთ მხედველობის არიდან საკუთარ არჩევანს!

18. იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარი გავლენის სფეროს შიგნით. ნუ ინერვიულებთ იმაზე, რაზეც გავლენის მოხდენა არ შეგიძლიათ.

19. ყოველ დღე გარკვეული დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. ამინდისა და განწყობის მიუხედავად.

20. გჯეროდეთ ოცნებების და იდეების. დრო სწორხაზოვანი არ არის, ისინი უკვე ასრულდნენ!

21. განივითარეთ ნიჭი.
გახსოვდეთ, ღმერთმა გაჩუქათ ყველაფერი, რაც ზრდისა და განვითარებისთვის არის საჭირო, დიახ, ნიჭი ნამდვილად გაქვთ! უბრალოდ საჭიროა გაახილოთ თვალები!

22. პასუხი აგეთ საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებზე. თქვენს სიტყვებს უდიდესი ძალა აქვთ.

23. იყავით ერთგული – ადამიანების, პრინციპების, არჩევანის.
«ერთგულება – თანდაყოლილი თვისება არ არის. ეს გადაწყვეტილებაა!»

24. თუ არის საქმე, რომელზე მუშაობაც 3 წუთზე ნაკლებ დროს წაიღებს – ასეთი საქმე მაშინვე უნდა შეასრულოთ. ნუ გადადებთ მსგავს საკითხებს სამომავლოდ. იქ დიდი ხანია უკვე აღარაფერი ეტევა.

25. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთლობას.
ის – ერთად-ერთია. წინ ბევრი საქმე გელით – ჯანმრთელობა დაგჭირდებათ მათი რეალიზაციისთვის. სპორტი, იოგა, მედიტაცია ამაში დაგეხმარებათ. სინჯეთ!

26. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ გარეგნობას. ყოველთვის მზად იყავით ახალი მიღწევებისა და მოულოდნელი შეხვედრებისთვის.

27. დაიმკვიდრეთ შინაგანი სიმშვიდე და ჰარმონია. ადამიანის ჭეშმარიტი ძალა ვლინდება არა ღელვისას, არამედ სიმშვიდეში.

28. მიიღეთ ფაქტი, რომ წარსული წარსულშია. ის არ არსებობს! მიიღეთ გამოცდილება, დაივიწყეთ და განაგრძეთ წინსვლა.

29. დასვით პრიორიტეტები. ყელაფერს თავისი ადგილი აქვს.

30. გაიმარჯვეთ შიშზე. შიში – მხოლოდ ილუზიაა.

31. ყოველი კვირის ბოლოს უპასუხეთ შეკითხვებს:
«რა ვისწავლე გასულ კვირას?»
«რა არის ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა კვირის მანძილზე?»
«რომელი მომენტი იყო ამ კვირაში ყველაზე დაუვიწყარი და რატომ?»
«დავკარგე თუ არა რამეზე ფუჭად დრო? თუ კი რაზე?»

32. არასოდეს დანებდეთ!
პრიცნიპულობა და შეუპოვრობა ყოველთვის ჯილდოვდება.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like