ბოდო შეფერის სიმდიდრის 21 პრინციპი
1756 Views

ბოდო შეფერის სიმდიდრის 21 პრინციპი

16 წლის ასაკში, ბოდო შეფერი მშობლიური კიოლნიდან კალიფორნიაში გაემგზავრა მარტო. მას არ ჰქონდა არც ფული, არც განათლება და ინგლისურადაც კი არ საუბრობდა. მაგრამ ის არ დაკარგულა.
უკვე 26 წლის ასაკში, მისმა შეცდომებმა და ცხოვრებისეულმა პრინციპებმა მიიყვანეს იქამდე, რომ სრულიად გაბანკროტდა, ვალად დაედო 75 ათასი მარკა. ამ რთული სიტუაციიდან ბოდო შეფერმა მოძებნა უჩვეულო გამოსავალი. მან გადაწყვიტა, რომ სჭირდება «ფინანსური მწვრთნელი» და მოძებნა კიდეც ის.

ორნახევარი წლის შემდეგ, ამერიკელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, შეფერმა პირველად ცხოვრებაში გამოიმუშავა 100 ათასი მარკი, რის შემდეგ მან გაზარდა კაპიტალი მილიონამდე, ხოლო მოგვიანებით თავად გახდა შესანიშნავი მწვრთნელი. წარმოგიდგენთ სიმდიდრის მისეულ 21 პრინციპს:

1. შემოსავლიდან 25% ხოლო დამატებითი შემოსავლიდან 50% გადადეთ სხვა ანგარიშზე. შემდეგ განახორციელეთ ამ ფულის ინვესტირება. ბანკი ძალიან ცოტა მოგებას მოგცემთ, ისინი მხოლოდ ფულს იცავენ ინფლაციისგან.

2. დაზოგეთ.
მხოლოდ ეკონომია და ფულის დაბანდება შეიძლება გახდეს რამოდენიმე წელიწადში მილიონის შოვნის საბაბი. გზის დასაწყისში ხელგაშლილ ცხოვრებას არასოდეს მიჰყავს ადამიანი ფინანსურ კეთილდღეობამდე.

3. მართეთ ფული.
ჩვენი უბედურება — არის ცუდი დამოკიდებულება საკუთარი ფულისადმი. გაუფრთხილდით მათ. არავინ არ ამბობს, რომ საჭიროა სიამოვნებაზე სრულიად უნდა ვთქვათ უარი, მაგრამ ყველაფერი გონივრულად უნდა ვაკეთოთ.

4. შეადგინეთ ფინანსური გეგმა 7-10 წელზე.
განსაზღვრეთ რისკენ ისწრაფვით და რამდენის გამომუშავება გსურთ ერთი, როი, ხუთი წლის შემდეგ. ჩამოყალიბდით, რას გააკეთებთ იმისათვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოთ.

5. ოცნება არ უნდა იყოს წვრილმანი, იფიქრეთ გლობალურად.
იოცნებეთ მილიარდებზე და დიდ წარმატებაზე. დიდი ოცნებები დაყავით პატარა მიზნებად. შედეგად დაიწყებთ პატარა მიზნების მიღწევას, რაც მიგიყვანთ დიდ ოცნებასთან.

6. თქვენი აზროვნების პრინციპები უნდა იყოს ისეთი, როგორიც მილიონერებს ან მილიარდერებს აქვთ. შეეცადეთ მდიდარი ადამიანების კატეგორიებით იფიქროთ!

7. იყავით თავდაჯერებული.
ფულს და ადამიანებს იზიდავენ თავდაჯერებული პირები. დარწმუნებული იყავით საკუთარ წარმატებაში მაშინაც კი, როცა საქმე ცუდად მიდის.

8. ნუ შეგეშინდებათ პრობლემების.
ისწავლეთ პრობლემებს და წარუმატებლობას სიხარულით შეხვდეთ. დიდი მიზნები ხშირად დიდ პრობლემებს და სირთულეებს წარმოქმნიან. პრობლემების გადაწყვეტა გვაძლიერებს.

9. დაცემის შემდეგ ამდგარი კიდევ უფრო ძლიერი ხართ.
ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფრაზა და დაფიქრდით. ძალიან აქტუალური წესია მათთვის, ვისაც კრიზისი შეეხო.

10. ფინანსური თავისუფლება მოდის მხოლოდ ფინანსური შეზღუდვების შემდეგ.
ფინანსური კეთილდღეობა წარმოუდგენელია ფინანსური შეზღუდვების და ხარჯის შემცირების გარეშე.

11. თუ რაიმეს გაკეთება გადაწყვიტეთ, მაგრამ არ დაიწყეთ ეს 72 სთ-ის მანძილზე, შემთხვევების 85%-ში ამას არასოდეს გააკეთებთ.

12. გჯერათ თუ არა იმის, რომ გამდიდრდებით?
მნიშვნელობა არ აქვს გჯერათ თუ არა, მაგრამ თუ პირადი ფინანსების მართვის მარტივ წესებს და პრინციპებს დაიცავთ, თქვენ აუცილებლად გამდიდრდებით. თან არაუგვიანეს 7-10 წლისა. დაიწყეთ საკუთარ ფულთან სწორად მოპყრობა ახლავე.

13. ძალისხმევის მხოლოდ 20% იძლევა შედეგების 80%-ს და ძალისხმევის 80% შედეგების მხოლოდ 20%-ს.

14. სიმდიდრე — ჩვენი უფლებაა, რომელიც მოცემული გვაქვს დაბადებიდან.
იმისათვის, რომ მდიდარი იყო, სულაც არ არის საჭირო მდიდარ ოჯახში დაიბადო, კარგი განათლება მიიღო და ა.შ. საკმარისია სწორად მოეპყრო საკუთარ ფულს და ისწრაფვოდე სრულყოფილებისკენ.

15. საკუთარ თავში რწმენა და პოზიტივი — ფინანსური წარმატების მნიშვნელოვანი პრინციპებია. აწარმოეთ წარმატების ბლოკნოტი. მე გირჩევთ ყოველდღიურად ჩაიწეროთ მასში 5 რამ, რაც კარგად გააკეთეთ.

16. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.
წარმატება წარმოუდგენელია ჯანმრთელობის გარეშე. სიმდიდრეს ჯანმრთელობის გარეშე ბედნიერება და სიხარული არ მოაქვს.

17. თქვენ ყოველთვის უნდა გქონდეთ მინიმუმ 6 თვის სამყოფი ფინანსური რეზერვი, რადგან შესაძლოა დაკარგოთ სამსახური, შემოსავალი, შრომისუნარიანობა და ფული აუცილებლად დაგჭირდებათ. ბევრი წარმატებული ბიზნესმენი აიგნორებს ამ წესს.

18. ბევრი ფულის შოვნისთვის, საჭიროა კარგი ცოდნა.
შეეცადეთ მუდმივად ისწავლოთ, იკითხოთ, გაიფართოვოთ მსოფლმხედველობა. სულელებს მხოლოდ კაზინოში უმართლებთ, ისიც ძალიან იშვიათად.

19. კაპიტალიზმი — ეს არის «ნიანგებით სავსე აუზი».
არ შეიძლება არ გაითვალისწინოთ ის, რომ კაპიტალიზმში ცხოვრობთ. გადარჩება ყველაზე ძლიერი, იქნება მდიდარი და შეინარჩუნებს მდოგმარეობას.

20. სიმდიდრე — ეს არის ის, რაც თქვენ გადადეთ და დაზოგეთ.
ეს არ არის ის, რაც თქვენ კაზინოში, რესტორანში, კუროტზე თუ მაღაზიაში დახარჯეთ.

21. თქვენ არ გიხდიან იმდენს, რამდენიც ღირხართ?
თუ თქვენ იმ თანხაზე მუშაობთ, რაზეც შეთანხმდით, მაშინ სწორედ იმდენი ღირხართ. თუ რაიმე არ გაწყობთ – გამოიცვალეთ სამსახური, ცხოვრების წესი, შეცვალეთ საკუთარი თავი.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like