ბობ პარსონსი – ცხოვრებისა და ბიზნესის 16 წესი
2350 Views

ბობ პარსონსი – ცხოვრებისა და ბიზნესის 16 წესი

1. გამოდით თქვენი კომპფორტის ზონიდან და თავი შორს დაიჭირეთ მისგან
როცა ჩვენ ვიმყოფებით საკუთარი კომფორტის ზონაში, არაფერი არ ხდება მნიშვნელოვანი. ადამიანები ხშირად ამბობენ: «ჩემთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა». ამაზე პასუხია: «სტაბილურობა მიცვალებულებისთვის არსებობს».

2. არასოდეს არ დანებდეთ
პირველი მცდელობით თითქმის არასოდეს არაფერი არ გამოდის. თუ პირველ ჯერზე არ გამოგივიდათ, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ასე იქნება. ეს ნიშნავს, რომ არასწორი მიდგომა აირჩიეთ. მიზნის მიღწევა ადვილი რომ იყოს, ყველა წარმატებული იქნებოდა.

3. თუ თქვენ მზად ხართ დანებდეთ ე.ი. გამარჯვებასთან ისე ახლოს ხართ, როგორც არასდროს
არსებობს ძველი ჩინური გამონათქვამი: «დანებების განცდა განსაკუთრებით ძლიერი იქნება გამარჯვებამდე ცოტა ხნით ადრე».

4. რაც შეეხება ისეთ საკითხებს, რომლებიც გაღელვებთ: წინასწარ შეეგუეთ უარეს ვარიანტს, რაც კი შეიძლება მოხდეს, ამასთან, შეეცადეთ გაარკვიოთ, როგორ შეიძლება ეს უარესი სიტუაცია გამოიყურებოდეს.

5. კონცენტრირდით თქვენს სურვილებზე
დაიმასხოვრეთ: “ფიქრები მატერიალიზდება”.

6. საკუთარ თავზე აიღეთ იმდენი საქმე, რამდენის გაკეთებასაც შეძლებთ ერთ დღეში
მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად რთულია სიტუაცია, თქვენ მაინც შეძლებთ მისგან გამოძრომას თუ არ დაიწყებთ ძალიან შორს კირკიტს და მიხედავთ აწმყოს. ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება თუ მას იმ მოცულობით მიუდგებით, რამდენის მოგვარებასაც ერთ დღეში შეძლებთ.

7. ყოველთვის იარეთ წინ
არასოდეს არ შეწყვიტოთ განვითარება და სრულყოფა. იმ მომენტიდან, როცა თქვენ შეწყვეტთ საქმის კარგად კეთებას, ის აუცილებლად განიცდის კრახს.

8. გადაწყვეტილებები მიიღეთ სწრაფად
დაიმასხოვრეთ გენერალ ჯორჯ პატონის სიტყვები: «დღეს ელივისებურად მიღებული გადაწყვეტილება ბევრად სჯობს ხვალინდელ გეგმას».

9. გაზომეთ ყველაფერი, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია
ეს მუშაობს. ყველაფერი, რაც მუდმივად იზომება და კონტროლდება – უმჯობესდება.

10. ყველაფერი, რაც უმეთვალყურეოდ არის მიტოვებული, ინგრევა
თუ გინდათ უცნობი პრობლემების გამოვლენა, გულდასმით დააკვირდით იმ საკითხებს, რომლებისთვისაც ყურადღება არ მიგიქცევიათ დიდი ხნის მანძილზე. გარანტიას გაძლევთ, რომ სწორედ იქ აღმოჩნდება პრობლემები.

11. თვალი ადევნეთ თქვენს კონკურენტებს და კიდევ უფრო მეტად საკუთარ საქმეს
როცა კონკურენტების შესწავლას იწყებთ, შორიდან ყველაფერი იდეალურად ჩანს. დედამიწაც კი მშვიდობიან და იდეალურ ადგილად მოსჩანს შორიდან…

12. არავის და არასოდეს მისცეთ უფლება დაგაშინონ
ჩვენს საზოგადოებაში, თანასწორობის პირობებში, თქვენ ზუსტად იმდენი უფლება გაქვთ დაკავდეთ საკუთარი საქმით, რამდენიც სხვებს – იმ პირობით, რომ თქვენი საქმიანობა კანონსაწინააღმდეგო არ არის.

13. ნუ ელით ცხოვრებისგან სამართლიანობას
ცხოვრება უსამართლოა. თქვენ მიზნების მიღწევას დაიწყებთ მხოლოდ მაშინ, თუ შეწყვეტთ სამართლიანობაზე ფიქრს და განსჯას.

14. პრობლემები მოიგვარეთ თავად
როგორც კი დაიწყებთ საკუთარ შეკითხვებზე პასუხების მოძებნას, თქვენ გახდებით კონკურენტუნარიანი. გახსოვდეთ გამოთქმა: «გონიერი ადამიანი — თავის თავის მრჩეველია».

15. ნუ განსჯით საკუთარ თავს ზედმეტად მკაცრად
მოდუნდით. ხშირად ჩვენი წარმატება გამართლების დამსახურებაა. ვერცერთი ჩვენგანი ვერ მართავს საკუთარ ცხოვრებას ისე, როგორც გვეჩვენება.

16. ყოველთვის არის გაღიმების საბაბი
მოძებნეთ ეს საბაბი. ბოლოს და ბოლოს მარტო იმიტომ ღირს გაღიმება, რომ ცოცხალი ხართ. ცხოვრება ხანმოკლეა.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like