რით განსხვავდება ბიზნესმენის და «ჩვეულებრივი» ადამიანის აზროვნება?

რით განსხვავდება ბიზნესმენის და «ჩვეულებრივი» ადამიანის აზროვნება?

მომხმარებლის პოზიცია, ეს არის პასიური პოზიცია. ასეთი პოზიციისას ყელაზე მდიდარი ფანტაზიის მქონე ადამიანმაც შეიძლება მხოლოდ ის იფიქროს, თუ როგორ იშოვოს უფრო მეტი ფული. მაგრამ არა ის, თუ როგორ შექმნას რაიმე ახალი.
ბიზნეს იდეის მოძებნაზე საუბრის დაწყებამდე საჭიროა სამომხმარებლო ლოგიკის შეცვლა და მისი ბიზნესმენის ლოგიკით ჩანაცვლება. გთავაზობთ ამ გაგებებს შორის სხვაობას.

1. მომხმარებელი – მეწარმე.
თქვენ არ ხართ მომხმარებელი, თქვენ მწარმოებელი ხართ. საქონელზე ყურებისას თქვენ ფიქრობთ თქვენთვის, როგორც მომხმარებლისთვის გამოსადეგ არა მის სასარგებლო თვისებებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ შეძლებდით თავად გეწარმოებინათ და შეგეთავაზებინათ ადამიანებისთვის მსგავსი პროდუქტი. იგივე ეხება მომსახურებას – თქვენ ფიქრობთ, როგორ გაწევდით ამ მომსახურებას და ვინ გადაიხდიდა ამისთვის ფულს.

2. დაქირავებული მუშაკი — დამსაქმებელი.
ჩვენ ხშირად გვესმის: “მე მეტი ფული მჭირდება”, ან “მომიწევს ზეგანაკვეთური მუშაობა”, “იქნებ ღირს დამატებითი სამსახურის შოვნა”, “საჭიროა კვალიფიკაციის ამაღლება და უკეთესი სამსახურის შოვნა”. ეს ფრაზები შესაძლოა საკმაოდ გონივრულად მოგეჩვენოთ. და მაინც… ასე საუბრობენ ისინი, ვისაც საკუთარი საქმე არ აქვს.
თქვენ დამსაქმებელი ხართ. ამიერიდან ეძებთ არა სამსახურს, არამედ დაქირავებულ მუშაკებს. თქვენ კი არ გირჩევენ, თქვენ ირჩევთ იმ ადამიანებს, რომლებიც შეეფერებიან თქვენს საქმეს.

3. დაქვემდებარებული – ხელმძღვანელი.
თქვენ მუშაობთ საკუთარ თავზე. უფროსი აღარ გყავთ. თქვენი საწარმო ეს თქვენ ხართ. თქვენ თავად ხართ სხვების ხელმძღვანელი. თქვენ ამიერიდან აღარ გაქვთ განსაზღვრული თანამდებობა. დაქირავებული მუშაკების პირობებშიც კი, თქვენ საკუთარ კომპანიაში ხართ დირექტორიც, ბუღალტერიც, რაკლამის სპეციალისტიც და თუ საჭიროა მუშაც ხართ.
შვებულება, სამუშაო დღის დასრულება, შესვენება, მოსაწევად აივანზე გასვლა – ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.
ამიერიდან არავინ არ განგიმარტავთ თუ როგორ უნდა შეასრულოთ სამუშაო. თქვენ საჭიროა ზუსტად გესმოდეთ რა და როგორ უნდა გააკეთოთ, ასევე საჭიროა ეს ყველაფერი აუხსნათ თქვენს თანამშრომლებს.

4. ხელფასი – შემოსავალი.
ამიერიდან არა ხელფასი, არამედ შემოსავალი. მისი ზომა დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე. თუ თვის მანძილზე ცუდად იმუშავებთ – ფულსაც ნუ დაელოდებით. ნუ ჩაიდებთ ილუზიას თავში იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ან ვინმე სხვა არის დამნაშავე იმაში, რომ ფული არ გაქვთ.

5. რეკლამის მომხმარებელი – რეკლამის დამკვეთი.
სიტუაცია – სარეკლამო რგოლი ტელევიზიაში. სარეცხი საშუალების შესახებ იუწყებიან, რომ ის «აშორებს ცხიმს 32%-ით უკეთესად, ვიდრე ყველა დანარჩენი სარეცხი საშუალებები». მყიდველის რეაქცია: ესენი რა, სულელებად გვთვლიან? ვინ შეამოწმა, რომ «32%-ით უკეთ რეცხავს» – ფიქრობენ, თუ ასე იტყვიან, მათი სარეცხი ფხვნილი უფრო გაიყიდება. და საერთოდ, რა უბედურებაა, ამ რეკლამის გამო ფილმი უკვე მეხუთედ გაწყვიტეს!
გამყიდველის რეაქცია – წარუმატებელი რეკლამა: ყველას დიდი ხანია უკვე მობერზრდა ეს სიტყვები «32%-ით უკეთ». მყიდველებს ამაზე უბრალოდ რეაქციაც არ ექნებათ. მაგრამ ტრანსლაციის დრო სწორად არის შერჩეული – საღამო, როცა ყველა ელევიზორთან ზის. საინტერესოა რა დაუჯდა ეს მათ?
ასე ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. მაგრამ, როცა თქვენ თავს მეწარმედ, ბიზნესმენად იგრძნობთ, პოტენციურად გექნებად შესაძებლობა, რომ დაინახოთ ბიზნეს-იდეები. ამის შემდეგ უკვე იმაზე ფიქრიც შესაძლებელი იქნება, თუ როგორ მოძებნოთ და განავითაროთ ისინი.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

მილიარდერების ისტორიები, რომლებმაც ნულიდან დაიწყეს

ამ სტატიაში თქვენ წაიკითხავთ 14 მილიარდერის ისტორიას, რომლებმაც დაიწყეს ნულიდან და საკუთარი შრომისუნარიანობის, გამომგონებლობის, საქმიანი უნარების, შეუპოვრობისა და გამართლების წყალობით შევიდნენ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში: მობილური აპლიკაციის WhatsApp-ის შემქმნელი იან

Print Friendly, PDF & Email

საქმიანი ეტიკეტი – ყავა ოფისის სტუმრებისთვის

ოფისი — ეს არის ფირმის სახე, სადაც ყველა თანამშრომელი ახდენს სტუმრის წინაშე კომპანიაში არსებული კორპორატიული კულტურის დემონსტრირებას. ისეთი წვრილმანები, როგორიცაა გაღიმება, საქმიანი სტილის ტანსაცმელი, ზრდილობიანი საუბარი – პირველი ნიშნებია, რომელთა

Print Friendly, PDF & Email

როგორ ვებრძოლოთ საკუთარ მეორე მეს?

ახალი იდეების, გეგმების, ბიზნესის, ცხოვრების ცვლილების და სიახლეების განხორცილებაში ხელს ყველაზე მეტად სიზარმაცე და სტიმულის არ ქონა გვიშლის. როდესაც გვაქვს მიზანი, განვითარდეთ ნებისმიერი მიმართულებით, ყველაზე დიდი დაბრკოლება პირველ რიგში, ვართ

Print Friendly, PDF & Email

ის, რაც ცხოვრებამ დღემდე მასწავლა …

ვინც გვისმენს, თითოეული ადამიანი იმსახურებს დიდ პატივისცემას. წარმოიდგინეთ, თქვენ რომ გულისყურით უსმენთ ადამიანს და მისგან იგნორი იგრძნობა, როგორი უსიამოვნოა. ახლა წარმოიდგინეთ, პირიქით, პატივისცემა რომ იგრძნობა, როგორი სასიამოვნოა. ხანდახან ხდება ისე,

Print Friendly, PDF & Email

წარმატების ისტორია მოტივაციისთვის

ერთხელ ერთი ბიზნესმენი სკვერში სკამზე იჯდა და თავჩახრილი თავის მეტად რთულ სიტუაციაზე ფიქრობდა. მას ვალები ახრჩობდა, ბანკი ყოველ დღე აკითხავდა, მომწოდებლებიც თავისას ითხოვდნენ…. იჯდა და ფიქრობდა შეეძლო თუ არა ამოეყვანა

Print Friendly, PDF & Email

როგორ ავიცილოთ თავიდან ზოგიერთი შეცდომა ბიზნესში

წარსულში ბევრმა ბიზნესმა განიცადა მარცხი ორი ფაქტორის… უვარგისი მენეჯმენტის ან უვარგისი პროდუქციის/მომსახურების გამო. უვარგისი მენეჯმენტის მთავარი მიზეზი თანამშრომელთა არასათანადო კონტროლია. წვრილმანი ქურდობა თუ თანამშრომელთა მიერ სალაროდან დიდი ფულის მითვისება, ორივე

Print Friendly, PDF & Email