ბიზნესის მარტივი ჭეშმარიტებები
1469 Views

ბიზნესის მარტივი ჭეშმარიტებები

1. განსაზღვრეთ ბიზნესის მიზანი
მანამ, სანამ საკუთარ საქმიანობას დაიწყებდეთ – ჩამოყალიბდით, რისი მიღება გსურთ საბოლოოდ: გინდათ რომ მსხვილი კომპანია გახდეთ, მსოფლიო ბაზარი დაიპყროთ, თუ უბრალოდ გარკვეული თანხა გამოიმუშაოთ. თუ თქვენ უკვე გაქვთ ბიზნესი – მაშინ დაფიქრდით, საერთოდ რა მიზნით გახსენით ის.

2. ბიზნეს-გეგმა – ეს სიწმინდეა
არანაირი საქმის დაწყებას არ აქვს აზრი თუ არ არსებობს ხედვა იმისა რა და როგორ იქნება. დაამუშავეთ თქვენი იდეა ქაღალდზე მაინც, განახორციელეთ რამოდენიმე ზარი. ბიზნესში ნამდვილად აქვს აზრი ცოტა ხანს მაინც დაფიქრებას.

3. არ გახსნათ ბიზნესი 50/50. ყოველთვის საჭიროა, რომ ერთი მეპატრონე იყოს. გემზეც ყოველთვის ერთი კაპიტანია. წერტილი.

4. ნუ ააწყობთ ბიზნესს მეგობრებთან ერთად
სჯობს მეგობრები მოძებნოთ ბიზნესის წყალობით.

5. ბიზნესი იზრდება მისი მეპატრონის ზრდის სიჩქარით
თუ გინდათ, რომ ბიზნესი განვითარდეს, მოძებნეთ საკუთარი განვითარებისთვის დრო. ნუ დაიწყებთ ხის მოჭრას ბლაგვი ხერხით – გალესეთ ის.

6. ნუ იქნებით «სულთამხუთავი» საკუთარ კომპანიაში
ყველაზე ხშირად კომპანიის განვითარებას აფერხებს თავად ხელმძღვანელი, როცა ცდილობს გააკონტროლოს ყველა და ყველაფერი.

7. მოახდინეთ დელეგირება
მიმდინარე საქმე შეეცადეთ გადაუნაწილოთ თანამშრომლებს. თქვენ ყოველთვის უნდა გქონდეთ საკმარისი დრო იმისათვის, რომ სტრატეგიულ განვითარებაზე იფიქროთ.

8. შეიმუშავეთ ეფექტურობის მთავარი მაჩვენებლები (ინგლ. Key Performance Indicators, KPI).
ყველა თანამშრომელმა, და მათ შორის თქვენც, უნდა იცოდეთ ძირითადი მაჩვენებლები, რომელ ციფრებს უყუროთ, რომ გაიგოთ არის თუ არა ეფექტური მოცემულ თვეში მუშაობა.

9. დაითვალეთ თქვენს ბიზნესში ყველაფერი, რისი დათვლაც შეგიძლიათ
ყველაფერი, რაც არ ითვლება, არ კონტროლდება – ზარებიც, გარიგებებიც, ფულიც.

10. გააანალიზეთ cashflow და რეალიზაციის მოცულობაც
მნიშვნელოვანია არამარტო გაყიდვების მოცულობის გაანალიზება, არამედ რეალურად შემოსული ნაღდი, ლიკვიდური ფულისაც.

11. ყოველთვის გამოაკარით გაყიდვების გეგმა (თვეზე, კვარტალზე, წელზე).
გაყიდვების გეგმა – ეს ის შუალედური ორიენტირია, რომელიც გაჩვენებთ სწორად მიდიხართ თუ არა და თუ არ მიდიხართ სწორად, მაშინ რატომ.

12. მნიშვნელოვანია! თუ ყველაფრის დათვლას დაიწყებთ, ამით ფული უფრო მეტი არ გახდება!
რეალურად, ყველაფერი პირიქით არის: როცა ყველაფერს გათვლით და რეალურ სურათს დაინახავთ, ძალიან სამწუხარო მდგომარეობაში აღმოჩნდებით.

13. ფოკუსირება გააკეთეთ შემოსავლების ზრდაზე
მთავარი, რაც სულ თავში უნდა გიტრიალებდეთ, ეს არის გაყიდვების გაზრდა, რა და როგორ გაყიდოთ, ან რა საშუალებით.

14. ხარჯები არ შეამციროთ, მოახდინეთ მათი ოპტიმიზაცია
ყველა ხარჯი უნდა იყოს მიზანმიმართული. თუმცა ყველაფერში თავს ნუ შეიზღუდავთ. აკეთეთ საქმე ფანატიზმის გარეშე.

15. გაზარდეთ შემოსავალი როგორც მინიმუმ თვეში 10%-ით
ზრდა უნდა იყოს მუდმივი. თუნდაც მცირედი, მაგრამ ზრდის ტემპი უნდა იყოს შენარჩუნებული.

16. არ იმუშაოთ გადახდისუუნარო კლიენტებთან
თუმცა, შეგიძლიათ იმუშაოთ კიდეც, თუ რა თქმა უნდა გაწყობთ გადასახდელი თანხის გრძელვადიანი გადადება, ან სულაც იმისთვის ხართ მზად, რომ საერთოდ არ გადაგიხდიან.

17. დროულად დაითხოვეთ უვარგისი თანამშრომლებიც და კლიენტებიც
ისინი არ შეიცვლებიან. ეს გამოცდილია.

18. გაუფრთხილდით რეპუტაციას

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like