ბიზნესის ფსიქოლოგია: როგორ ვიკონტაქტოთ სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან

ბიზნესის ფსიქოლოგია: როგორ ვიკონტაქტოთ სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან

ცნობილი ფსიქოლოგი ჯეიმს ბორგი თავის წიგნში «დარწმუნების ძალა. ადამიანებზე გავლენის მოხდენის ხელოვნება» – გამოყოფს თანამოსაუბრეთა ხუთ ძირითად ტიპს, შესაბამისად, ხუთივე ტიპის ადამიანებთან საჭიროა ურთიერთობის თავისებური მეთოდის გამოყენება – სწორედ ამაშია წარმატებული ურთიერთობის საწინდარი.

1. «რა ხდება მანდ? იჩქარეთ!»
შესაძლებლობების დაკარგვის შიშით ასეთი თანამოსაუბრე მზად არის შანსი მისცეს ნებისმიერს, რომელიც შეძლებს მის დაინტერესებას. თუმცა, მეფური მიღების იმედი არც კი გქონდეთ. მისთვის დრო – ფულია.

პერიოდულად საათზე ყურებისას ის სწრაფად ისაუბრებს და ყურადღებით შეგისწავლით. ასეთი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია სიტუაციის კონტროლი. ასე რომ, არავითარ შემთხვევაში ეცადოთ საუბრისას ინიციატივა წაართვათ!

ურთიერთობის ტაქტიკა
გაითვალისწინეთ: შეხვედრაზე მიწვევისას, ის თავიდანვე პოზიტიურ ფინალზეა განწყობილი. ამიტომ, ეგრევე საქმეზე გადადით. ისაუბრეთ პირდაპირ, მოკლედ და არსებითზე. ზედმეტი საუბარი იმედს გაუცრუებს. თუ შეძლებთ საკუთარი თავის სწორად წარმოჩენას, ნამდვილ «განძს» შეიძენთ. ნუ გაუშვებთ საკუთარ შანსს ხელიდან!

2. «რა სარგებელი მექნება ამ ყველაფრიდან?»
ასეთი ტიპის ადამიანები ძირითადად წერილობითი ფორმით ურთიერთობას აღიარებენ. ურთიერთობას ამჯობინებენ მდივნების დახმარებით, შეხვედრაზე კი ისე თანხმდებიან, თითქოს მოწყალება გაიღეს. მათთან დიალოგი წამებასავითაა – სიტყვებზე მოგსდევთ, გეკამათებათ ყოველ წინადადებაზე: «თქვენ ცდებით, ყველაფერი ასე არ არის, მე საქმის კურსში ვარ» – არ დანებდეთ! ეს მხოლოდ და მხოლოდ ტაქტიკაა იმისათვის, რომ მეტად სასარგებლო წინადადება მიიღოს თავისთვის. სინამდვილეში, ოპონენტმა ბევრი რამ არ იცის, მას მხოლოდ მოსაზრებები აქვს. თუმცა მისი მხილება ამაში არ ღირს!

ურთიერთობის ტაქტიკა
ასეთი ტიპის ადამიანებს ახასიათებთ ზემოდან ყურება და ისინი გრძნობენ საკუთარ უპირატესობას. თქვენ უნდა შეცვალოთ ძალთა ბალანსი. სთხოვეთ მას დივანზე თქვენთან ერთად დაჯდომა, უთხარით, რომ ეს აუცილებელია. მიზეზად შეიძლება ნებისმიერი რამ დაასახელოთ: მაგალითად ზურგის ტკივილი, ან ჩამრთველი გჭირდებათ და ნოუთბუქის კაბელი მოკლეა და ა.შ. იყავით მასტან შემტევი, ცოტა აგრესიულიც და ოპონენტის შეტევებს ნუ მიიღებთ საკუთარ თავზე.

3. «ზედმიწევნით ზუსტი»
მახასიათებელი ნიშნები: ასეთი ტიპის ადამიანი აზროვნებს და საუბრობს ნელა, სიტყვების გაწელვით. თუ ურთიერთობაზე მზაობა გამოთქვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ინფორმაციის მაქსიმუმი მოაგროვა მოლაპარაკების თემასთან, თქვენთან და თქვენს კომპანიასთან დაკავშირებით. ამიტომ, საუბრის თემა ზედმიწევნით ზუსტად უნდა იცოდეთ. თუ გაგაფრთხილებთ, რომ დიალოგი 30 წუთს გაგრძელდება, იცოდეთ, რომ ზუსტად ამ დროის შემდეგ შეწყვეტს თქვენს მოსმენას. დამშვიდობებისას გთხოვთ დაუწეროთ და გადაუგზავნოთ განხილული საკითხების ჩამონათვალი. ასევე გაითვალისწინეთ: ყველაფერი, რაზეც ისაუბრეთ, მას შეიძლება დაავიწყდეს, მაგრამ წერილის შინაარსი დიდხანს დაამახსოვრდება. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აიღებს ტაიმ-აუტს, კიდევ ერთხელ რომ მოიფიქროს… ან თუნდაც მესამე პირის თანხმობა რომ მიიღოს. ამისათვის საჭირო იქნება კიდევ რამოდენიმე შეხვედრა. შესაძლოა თქვენი და მისი კომპანიის სპეციალისტების მოწვევით. ამიტომ, მოკრიბეთ მოთმინება.


ურთიერთობის ტაქტიკა

მიბაძეთ მას: ისაუბრეთ საშუალო ტემპით და მხოლოდ საქმის გარშემო. მკაფიოდ უპასუხეთ დასმულ შეკითხვებს. არავითარ შემთხვევაში არ შეაყვეტინოთ და არ დააგვიანოთ შეხვედრაზე. მოლაპარაკებების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ შემაჯამებელ წერილს!..


4. «მოდი ყველაფერი პირადად განვიხილოთ»

ასეთი ტიპის ადამიანები ტელეფონზე საუბრისას ყურადღებით გისმენენ და გთავაზობენ შეხვედრის ორგანიზებას. თქვენ თანხმდებით, მიდიხართ და ამით თქვენი თანამოსაუბრის კარგი განწყობა კიდევ უფრო მაღლდება: ის სწრაფად იშორებს ფორმალობებს და გთხოვთ მიმართოთ სახელით, ინტერესდება თქვენით, აქტიურად ჟესტიკულირებს, ქმნის თავისუფალ ატმოსფეროს და გთავაზობთ ყველა საკითხის განხილვას არაფორმალურ გარემოში. თუ ასეთი ტიპის ადამიანს დააინტერესა თქვენი შეთავაზება, ის არ დაიწყებს კატა-თაგვობანას თამაშს და ამაზე თავიდანვე გაამახვილებს ყურადღებას.

ურთიერთობის ტაქტიკა
ასეთ ადამიანთან ურთიერთობის ქონა სასიამოვნოა. ამიტომ, შეეცადეთ თქვენც ისეთივე გულახდილი და გახსნილი იყოთ, როგორც თავად არის და არავითარ შემთხვევაში ბოროტად არ გამოიყენოთ მისი ასეთი დამოკიდებულება.

5. «მოიდი შენობით ვისაუბროთ»
ქცევის მანერის მიხედვით ამ ტიპის ადამიანები წინა ტიპს გვაგონებს. თუმცა, მათ შორის არის არსებითი სხვაობა. თუ მეოთხე ტიპის წარმომადგენელი მოქმედებს სრულიად უანგაროდ, მეხუთე ტიპის წარმომადგენელი იმედს იტოვებს, რომ გამოვლენილი კეთილგანწყობის დახმარებით შეძლებს თქვენს გამოყენებას. ამასთან, დიდი ყურადღებით დაიწყებს თქვენი სავიზიტე ბარათის შესწავლას და თქვენი სტატუსის გარკვევას. რამოდენიმე სხვათაშორის შეკითხვასაც დაგისვამთ გულახდილი საუბრის დაწყების მიზნით. თუ ის გადაწყვეტს, რომ მნიშვნელოვან პიროვნებას ესაუბრება, ჩაისთან ერთად ორცხობილასაც შემოგთავაზებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი საუბარი ძალიან ხანმოკლე იქნება…

ურთიერთობის ტაქტიკა
მთელი დიალოგის მანძილზე შეეცადეთ თავშეკავებული იყოთ და რამოდენიმეჯერ მის სახეზე გაჩენილი ღიმილის გამო ნუ დაიწყებთ თქვენი და თქვენი კომპანიის შესახებ ყველაფრის მოყოლას. არ დაკარგოთ თვითკონტროლი. გახსოვდეთ: თქვენ ყურადღებით გაკვირდებიან. მზად იყავით საკუთარი თავი დაიცვათ. ასეთ ადამიანებში თანამოსაუბრის მხრიდან გამოვლენილი თავშეკავებულობა მისდამი პატივისცემას იწვევს.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1505 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like