ბიზნესში ეთიკური მოდელის კოდექსის განმსაზღვრელი კრიტერიუმები

ბიზნესში ეთიკური მოდელის კოდექსის განმსაზღვრელი კრიტერიუმები

მწვავე აუცილებლობა
ჩვენი ინდივიდუალური ღირებულებები ყოველდღიურად ვლინდება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში; ეს სიტუაციები ზოგი რთული და მძიმეა, ზოგი მარტივი და იოლი, ზოგი დაგეგმილი, ზოგი კი უკონტროლო. არასოდეს არ ყოფილა ისეთი მწვავე აუცილებლობა სიბრძნისა და ცოდნისა, ავის და კეთილის გარჩევასა ჩვენს ბიზნესსა და პროფესიულ ცხოვრებაში, ოჯახურ, და პირად ურთიერთობებში, როგორც ეხლა.

მაგრამ სიბრძნის მოპოვება შეუძლებელია იმ საფუძვლის გარეშე, რომელზეც ვაგებთ ხოლმე ჩვენს შეხედულებებს. თითეული ადამიანი ხელმძღვანელობს ღირებულებათა რაღაც სისტემით, არა აქვს მნიშვნელობა, ეს სისტემა სადმე იქნება დაფიქსირებული, რომელიმე კატეგორიას მიეკუთვნება თუ არა.

სიბრძნის მოპოვება შეუძლებელია მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებით, რომლებიც შესაბამისობაში არიან ღირებულებებთან და ეს ღირებულებები გარემოების ცვლილებას არ ექვემდებარებიან… ე.ი. ისინი წარმოადგენენ აბსოლიტური ღირებულებებს. საბოლოოდ კი ქმნიან შინაარსიანი და სავსე ცხოვრების გარანტიას.

აბსოლიტური ღირებულებები შეადგენენ ერთადერთ სისტემას ღირებულებებისა, რომელმაც ისტორიულად დაამტკიცა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც მას ეყრდნობიან, შესწევთ უნარი მიაღწიონ მოგებას, ნაყოფიერებას და ჰარმონიული ურთიერთობების დამყარებას სხვა ადამიანებთან. ეს ღირებულებები უცხოვარი დროიდან არსებობენ და წარმოადგენენ ერთადერთ სიტყვებს, რომლებიც ცნობილია, როგორც უშუალოდ ღვთის მიერ წარმოთქმული და ბიბლიაში გადმოცემული სიტყვები.

აბსოლიტური საფუძველი
იმის გამო, რომ ეს სიტყვები უფლის მიერ არის წარმოთქმული და მაშასადამე, ღვთიური შთაგონებითაა გამსჭვალული, ისინი ყველა მორალური აბსოლიტური ღირებულებების საფუძველს შეადგენენ. შეჯამებული სახით ისინი ყველასათვის კარგად ცნობილ ათ მცნებას წარმოადგენენ.

ათი მცნება საფუძვლად უდევს სამოქალაქო, სამხედრო და საეკლესიო კანონებს. ისინი წარმოადგენენ ნორმებს ყველა სახის ადამიანური ზრახვების, ქმედებების და ურთიერთობებისთვის. ეთიკის სამაგალითო კოდექსი და მთავრობის კანონები უნდა ემორჩილებოდნენ უმაღლეს საფუძვლებს, რომლებზეც ისინი არიან დამყარებული. ლეგალურობა თავისთავად არ ნიშნავს ზნეობას; ასევე ამორალურობა შეიძლება იყოს ლეგალური, როგორც მაგალითად ადიულტერი ან აბორტი. აქედან გამომდინარე, ეს კოდექსი არის არა იმდენად ოფიციალური დოკუმენტი, როგორც სახელმძღვანელო კოდექსი ბიზნესის ფასეულებებისთვის.

გაგრძელება – ქცევის ნორმების გამოყენება ბიზნესში

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

You might also like

ბიზნეს რჩევები

5 რჩევა თანამშრომლებთან ურთიერთობისათვის

დაუფასეთ პირველი დღეები ახალ თანამშრომლებს. გამოიყენეთ ეს დღეები რათა მათ ასწავლოთ, მოერიდეთ შენიშვნების მიცემას. დარწმუნდით, რომ თანამშრომლებს აქვთ სრული წარმოდგენა თქვენი პროდუქციისა თუ სერვისების შესახებ. ასევე აუხსენით თუ რითი განსხვავდება

მიზნები და ფინანსები

მიზნის მისაღწევი 11 რეალური გასაღები

1. იფიქრეთ წერილობით. მიზანი, რომელიც არ არის ქაღალდზე- არ არსებობს. 2. მიზანი დაისახეთ გარკვევით, უპასუხეთ შემდეგ კითხვებს: რა? სად? როდის? და როგორ? 3. მიზანი შეზღუდეთ დროში: მიზანი დროის გარეშე არის ოცნება. 4. დაფიქრდით,

ბიზნეს რჩევები

გამონათქვამები ფინანსებისა და წარმატების შესახებ გამოცემული წიგნებიდან

– ან შენ მართავ ფულს, ან ის გმართავს. ან ვინმე სხვა გმართავს შენც და შენს ფულსაც. – იცნობდე შენს ფულს. იქონიე წარმოდგენა, რამდენს ხარჯავ და რამდენს გამოიმუშავებ. რამოდენიმე ხნის მანძილზე