ბიზნესფსიქოლოგიის 8 საუკეთესო წიგნი
3001 Views

ბიზნესფსიქოლოგიის 8 საუკეთესო წიგნი

1. «გავლენის ფსიქოლოგია. დაარწმუნე. მოახდინე ზეგავლენა. დაიცავი თავი» – რობერტ ჩადლინი.
რამ შეიძლება აიძულოს ადამიანი თქვას „კი“? როგორია გავლენის და დარწმუნების პრინციპები და ეფექტური ხერხები? ამ შეკითხვებზე ამომწურავ პასუხებს თქვენ ნახავთ ახალ, გადამუშავებულ და შევსებულ წიგნის გამოცემაში, რომელიც იზიდავს მკითხველს არამარტო შესანიშნავი ინფორმაციულობით, არამედ მსალის გადმოცემის მარტივი სტილითაც.

გავლენისა და დარწმუნების ოსტატად აღიარებული რობერტ ჩადლინის წიგნი აშშ-ში 5-ჯერ გამოიცა, მისმა ტირაჟმა უკვე დიდი ხანია გადააჭარბა 1,5 მლნ ეგზემპლიარს. ის საუკეთესოა მათთვის, ვინც ადამიანებთან მუშაობს: პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენებისთვის, ექიმებისა და იურისტებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, პედაგოგებისთვის, მენეჯერებისთვის, მათთვის, ვისაც თავისი პროფესიიდან გამომდინარე სჭირდება დაარწმუნოს, ზემოქმედება იქონიოს და გავლენა მოახდინოს.

2. «სიცრუის ფსიქოლოგია. მომატყუე თუ შეგიძლია!» – პოლ ეკმანი
სიმართლეა თუ არა, რომ თანამედროვე ადამიანი 10 წუთის მანძილზე საშუალოდ 3-ჯერ ცრუობს? როგორ ვიმოქმედოთ ტყუილზე, რომელმაც ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში შემოაღწია? რა უნდა გავაკეთოთ თუ ვერ ვარჩევთ ტყუილს სიტყვებისა და ხმის მიხედვით? პოლ ეკმანის წიგნში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ამომწურავი პასუხები ამ შეკითხვებზე. გახსოვდეთ, რომ ტყუილის დამალვა ძალიან რთულია. უნივერსალური მიკროგამოთქმები და მიკროჟესტები ყოველთვის ამჟღავნებენ მატყუარებს, მიუხედავად სოცილური სტატუსისა და ნაციონალური კუთვნილებისა. ისწავლეთ დაინახოთ ის, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ.

წიგნი განკუთვნილია ყველასთვის, ვინც დაიტერესებულია ტყუილის გამოაშკარავებით: პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენებისთვის, ექიმებისა და იურისტებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, პედაგოგებისთვის, მენეჯერებისთვის, დიასახლისებისთვის, ყველასთვის, ვისაც არ სურს სიცრუის და ფსიქოლოგიური მანიპულაციების მსხვერპლი გახდეს პროფესიულ და პირად ცხოვრებაში.

3. «მართვის პრაქტიკული ფსიქოლოგია» – კარნაუჰი ი.ი., ტანაევი ვ.მ.
როგორ მივაღწიოთ წარმატებას ცხოვრებაში? როგორ ვისწავლოთ ცხოვრების ოპტიმისტურად დანახვა? როგორ შევქმნათ ჰარმონია პირად ურთიერთობებში? წიგნის ავტორები გვთავაზობენ კიდევ ერთ სისტემას, რომელიც დაგვეხმარება რთულ ფსიქოლოგიურ სიტუაციაში. იმისათვის, რომ ურთიერთობები სწორად წარვმართოთ გარემომცველ ადამიანებთან, საჭიროა განვსაზღვროთ მათი ხასიათის სუსტი და ძლიერი მხარეები, სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები, შევქმნათ პირადი სტრატეგია, წარმატებულად შევარჩიოთ თანამგზავრები და დამხმარეები. ეს წიგნი არის წარმატებისკენ გზა სამსახურში და ოჯახურ ბედნიერებაში.

4. «ადამიანის ტიპები და ბიზნესი» – კრეგერ ოტო
ეს წიგნი დაგეხმარებათ გაერკვეთ საკუთარი საქმიანობის ხარისხში და პერსონალის მართვაში პიროვნების ფსიქოლოგიის პოზიციიდან. ისარგებლეთ ავტორების მდიდარი გამოცდილებით, რათა მიიღოთ მაქსიმუმი თქვენი, თქვენი თანამშრომლების, დაქვემდებარებაში მყოფი და ხელმძღვანელი პირების შესრულებული საქმიდან.

5. «მენტალური მახეები სამსახურში» – მარკ ჰოულსტონი
მარკ ჰოულსტონი – პრაქტიკოსი ფსიქიატრი და FBI-ის მომლაპარაკებლების მწრთვნელია. მისი წიგნი აღწერს სამსახურში ეფექტური მოქცევის პრინციპებს, რაც საშუალებას გაძლევთ წარმატებულად მართოთ თქვენი კარიერა.

თქვენთვის შეურაცხმყოფელია ხელმძღვანელის გულგრილი დამოკიდებულება თქვენი შედეგების მიმართ? გაღელვებთ ერთი და იმავე პოზიციაზე დიდ ხნით ყოფნა? გეშინიათ, რომ ახალ ამოცანას ვერ გაუმკლავდებით და სამსახურს დაკარგავთ? მარკ ჰოულსტონი მოგვითხორბს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადავლახოთ მენტალური და ფსიქოლოგიური მახეები, რომლებსაც თავად ვუგებთ საკუთარ თავს.
ეს წიგნი დაგეხმარებათ კრიტიკულად შეხედოთ საკითხებს და შეეცადოთ შეიცვალოთ ისე, რომ არ უღალატოთ საკუთარ თავს.

6. «როგორ გადავეჩვიოთ ნერვიულობას და დავიწყოთ ცხოვრება» – დეილ კარნეგი
XXI ს-ის წარმოუდგენლად თავბრუდამხვევი, რთული და პრობლემატური დასაწყისი! როგორ გადავრჩეთ და დავრჩეთ ადამიანად? როგორ დავეხმაროთ ახლობლებს და ძვირფას ადამიანებს გაერკვნენ საკუთარ თავში? როგორ ვიპოვოთ საკუთარი თავი? როგორ გადავეჩვიოთ ნერვიულობას და დავიწყოთ ცხოვრება? ჩვენი ცხოვრების ამ და ბევრ სხვა მნიშვნელოვან შეკითხვებზე პასუხებს იძლევა ადამიანური ურთიერთობების სფეროს ცნობილი ამერიკელი სპეციალისტის – დეილ კარნეგის ბრძნული წიგნი.

7. «საკმარისია ფიქრი! იმოქმედე!» – რობერტ ენტონი
გთავაზობთ დროში და ცხოვრებაში გამოცდილ წარმატების ფორმულას, რომელიც დაგეხმარებათ მიაღწიოთ ყველაფერს, რასაც ინატრებთ – მაგრამ არა რაღაც ეფემერული განსჯით, არამედ კონკრეტული მოქმდებით.

8. «ვაჭრობის გზა» – ტადაო იამაგუჩი
«ვაჭრობის გზა» არის წიგნი ყველასთვის, ვისაც ბიზნესი უყვრს. ეს არის შეხედულებების სისტემა იმ ურთიერთობებზე, რომლებიც არსებობს ნებისმიერ ბაზარზე და ნებისმიერ საწარმოში. „გზის“ საფუძვლად შეიძლება ჩაითვალოს აღმოსავლური ეთიკა და ფილოსოფია, რომელიც დღეს ბევრ ქვეყანაში ძალიან აქტუალურია. ეს წიგნი არის ყველასთვის, ვინც დაკავშირებულია ბიზნესთან: მმართველებისთვის, მოვაჭრეებისთვის, დამფინანსებლებისთვის…

«ვაჭრობის გზა»-ს აქვს მხოლოდ ერთი მოთხოვნა: მკითხველს უნდა უყვარდეს ის საქმე, რითაც დაკავებულია ყოველ დღე.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like