ბიზნეს-სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნის 10 გენიალური იდეა

ბიზნეს-სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნის 10 გენიალური იდეა

მე- XX ს-ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანმა თეორეტიკოსმა პიტერ დრუკერმა უდიდესი მემკვიდრეობა დატოვა. წარმოგიდგენთ 10 მთავარ წესს, რომლებიც ბევრს საშუალებას მისცემს წარმოდგენა შეიცვალონ ბიზნესზე.

გამოცემა BusinessWeek-ი მას უწოდებს «ადამიანს, რომელმაც შექმნა მენეჯმენტი».
ის იყო GM-ის, Sears-ის, General Electric-ის, IBM-ის, Intel-ის და ამერიკული წითელი ჯვრის საზოგადოების მმართველების კონსულტანტი, ხოლო 2002 წელს, პრეზიდენტმა ბუშმა, რომელიც მისი სწავლების მიმდევარი გახდლათ, დრუკერი პრეზიდენტის თავისუფლების მედლით დააჯილდოვა.

იმისათვის, რომ უკეთ გასაგები იყოს რატომ იყენებენ ბუში და სხვა მმართველები დრუკერის ნამუშევრებს მმართველობისა და ქმედებისთვის, წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი 10 საუკეთესო გაკვეთილი ამ გენიალური ადამიანისგან, რომლებმაც შესაძლოა სამუდამოდ შეცვალოს თქვენი წარმოდგენა ბიზნესზე:

1. «შედეგები მიიღწევა შესაძლებლობების გამოყენების წყალობით და არა პრობლემების გადაჭრით».
პრობლემა-ორიენტირებული აზროვნება: როგორ გავანაწილოთ ეს „ნამცხვარი“ ისე, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს?
აზროვნება, რომელიც ორიენტირებულია პოტენციურ შესაძლებლობებზე: როგორ მოვამზადოთ უფრო მეტი „ნამცხვარი“?
თუ თქვენ კონცენტრაციას მოახდენთ პრობლემებზე, საუკეთესო შემთხვევაში შეინარჩუნებთ სტატუს-ქვოს. თუ თქვენ მოახდენთ ორიენტაციას შესაძლებლობებზე, მეტ შედეგს მიაღწევთ, მიიღებთ იმაზე მეტს, რაც უკვე გაქვთ.
ჰკითხეთ საკუთარ თავს: დროის დიდ ნაწილს ხანძრის ჩაქრობას ანდომებთ და პრობლემების მოგვარებაში ხარჯავთ ძალისხმევას, თუ ახალი შესაძლებლობების შესწავლას უთმობთ მეტ დროს?

2. «არაფერია იმაზე მეტად უსარგებლო, ვიდრე იმ სამუშაოს ეფექტურად შესრულება, რომელიც საერთოდ არ არის საჭირო».
დროის ეფექტურად გამოყენება — ეს არის სწორი საქმის კეთება და არა საქმის სწორად კეთება.
მანამ, სანამ თქვენი გეგმის ოპტიმიზაციას გააკეთებთ, გადახედეთ, რისი ამოშლა არის შესაძლებელი სიიდან.
რასაც ყოველდღიურად აკეთებთ, რა შეგიძლიათ საერთოდ გამორიცხოთ და რა გადასცეთ შესასრულებლად სხვას? თუ თქვენ რომელიმე საქმის კეთებას შეწყვეტთ, რა გავლენას იქონიებს ეს თქვენს ცხოვრებაზე?

3. «უდიდესი ნაწილი იმისა, რასაც ჩვენ მენეჯმენტს ვეძახით, მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებს გაურთულდეს მუშაობა».
მართვის ყველა სისტემა, რომელსაც თქვენ ქმნით, გართულების ნაცვლად უნდა უმსუბუქებდეს სამუშაოს თანამშრომლებს. თუ თქვენ დაიჟინებთ, რომ თანამშრომლებმა თქვენი მეთოდების შესაბამისად უნდა მოაგვარონ საკითხები, ეს შესაძლოა მცდარი გზა იყოს.
ჰკითხეთ საკუთარ თავს: საქმის შესრულების რომელი მოთხოვნები არ სრულდება ყველაზე ხშირად თანამშრომლების მხრიდან? შესაძლოა გონივრული იყოს მათი გადახედვა, მაშინაც კი, თუ ისინი აუცილებლად მიგაჩინათ?

4. «მარკეტინგის მიზანი — ეს არის კლიენტის გაცნობა და გაგება იმდენად, რომ მომსახურება ან საქონელი ზუსტად შეეფერებოდეს მის მოთხოვნებს და საკუთარი თავი თავად გაყიდოთ».
საზოგადოდ მიღებული აზრის თანახმად, მარკეტინგი არსებობს იმისათვის, რომ ადამიანებს ჩვენი პროდუქტის ან მომსახურების შესახებ მოვუყვეთ («ბრენდის ცნობადობა»). დრუკერი გვახსენებს იმის შესახებ, რომ მარკეტინგი სინამდვილეში არის საკუთარ კლიენტებზე ცოდნის მიღების პორცესი – როგორია მათი შიში, იმედგაცრუება, მისწრაფება, ანუ ყველაფერი ის, რაც გვაჩვენებს თუ როგორ უნდა მოდიოდეს ჩვენი მომსახურება ან საქონელი მათ მოთხოვნებთან შესაბამისობაში ისე, რომ ზედმეტი დარწმუნების და თხოვნის გარეშე შეიძინონ ის.
იყავით გულახდილი: ახდენთ თუ არა თქვენი პოტენციური კლიენტების შესწავლას მანამ, სანამ პროდუქტს შექმნით, თუ ჯერ პროდუქტს ქმნით და შემდეგ იმედი გაქვთ, რომ ადამიანები მას იყიდიან?

5. «საჭიროა მუდმივად დახვეწოთ, გააჯეროთ, შეამოწმოთ ქმედებაში თქვენი ცოდნა და კომპენტენცია, წინააღმდეგ შემთხვევაში იმასაც დაკარგავთ, რაც გაქვთ».
თუ თქვენ მუდმივად არ ახდენთ საკუთარი უნარების სრულყოფას და განსაზღვრულ სფეროში არ სარგებლობთ თქვენი ცოდნით, თქვენ მას კარგავთ. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მარკეტინგზე წარმოდგენის მიღება შეგიძლიათ ბიზნეს-სკოლაში, ხოლო შემდეგ აღარასოდეს არ მიუბრუნდეთ ამ ცოდნას, მაშინ ასეთ სწავლას აზრი არ აქვს.
რომელ სფეროებში შეწყვიტეთ საკუთარი ცდონის სრულყოფა? რისი გაკეთბა შეგიძლიათ დღეს იმისათვის, რომ აღიდგინოთ ცოდნა?

6. «შედეგები დამოკიდებულია მარკეტინგსა და ახალ ტექნოლოგიებზე, ყველაფერი დანარჩენი — ხარჯია».
ინოვაციები ბადებს პროდუქტებს და გადაწყვეტებს, ხოლო მარკეტინგი ყიდის მათ. ამ ორი შემადგენელის გარდა, ყველაფერი დანარჩენი თქვენს ბიზნესში არის ხარჯი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ უნდა დაკარგოთ ამ ყველაფერზე დიდი დრო; შეამცირეთ დროის დანახარჯი იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ სამომავლოდაც მოახდენს ინვესტირებას იმაში, რასაც შედეგი არ მოაქვს.
რომელი ბიზნეს-ქვეგანყოფილებებია ნაკლებად პრიორიტეტული, რომლებსაც ბევრ დროს უთმობთ? შეგიძლიათ, რომ ისინი უკანა პლანზე გადაწიოთ?

7. «მეწარმეობა შესაძლოა სარისკო იყოს იმიტომ, რომ ბევრი ე.წ. მეწარმე არ ფლობს საკმარის კომპეტენციას».
ძალიან ბევრ ადამიანს უნდა «საკუთარი ბიზნესის დაწყება» — ისინი იღებენ კრედიტს, ხსნიან საცხობს, ხოლო ერთ წლის შემდეგ კოტრდებიან. საკუთარ წარუმატებლობას კი მიაწერენ ცუდ ეკონომიკას და იმას, რომ არ გაუმართლათ.
თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? რა იქნება, რომ ნაჯახის ალესვაზე უფრო მეტი დრო დახარჯოთ სანამ ხის მოჭრას დაიწყებთ? რა იქნება, რომ ბიზნესის დაწყებამდე ერთი თვე გადაბმულად იკითხოთ Lean Startup («ფრთხილი სტარტაპი» ან «ბიზნესი ნულიდან») ერიკა რისი და Pour Your Heart Into It («ჩადეთ საქმეში თქვენი გული» (წიგნი Starbucks-ზე)) ან ჰოვარდ შულცს? თქვენ შეძლებთ რისკების ნაწილი მაინც აიცილოთ თავიდან მხოლოდ ერთი რამის დახმარებით – ეს არის კითხვა.
როგორ ფიქრობთ, საკმარის დროს უთმობთ კითხვას? მარკ კიუბანი ამბობს, რომ წიგნს დღის მანძილზე სამი საათი კითხულობს, თქვენ?

8. «თუ ხელმძღვანელი მოვლენას საშუალებას აძლევს განსაზღვროს რა უნდა აკეთოს მან, რაზე უნდა იმუშაოს და რას მიუდგეს სერიოზულად, მაშინ მისი მთლიანი ძალისხმევა საბოლოოდ წვრილმანებზე დაიხარჯება».
ყველაზე წარმატებული ადამიანები სამსახურში უბრალოდ არ ცხადდებიან, ტელეფონს უბრალოდ არ პასუხობენ და პრობლემებს ტყუილად არ აგვარებენ. ისინი ყოველ დღე მობილიზებულნი არიან მომხმარებლის მოძიების გეგმის შესასრულებლად. ისინი არ აძლევენ თანამშრომლებს იმის უფლებას, რომ თავისუფლად შევიდნენ მათთან კაბინეტში და თავიანთი პრობლემები მათზე გადაიტანონ. წარმატებული დღე იწყება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით, იმით, რომ თქვენ აპირებთ თავდასხმაში ყოფნას და არა თავდაცვაში.
თქვენ აკონტროლებთ საკუთარი მუშაობის გრაფიკს? თუ მთელ დღეს სხვისი პრობლემების მოგვარებაში ატარებთ?

9. «მე- XX საუკუნის სამმა ყველაზე ქარიზმატულმა ლიდერმა მსოფლიოს იმაზე გაცილებით მეტი ზიანი მიაყენა, ვიდრე ჰიტლერის, სტალინის და მაოს ტრიომ. მთავარი ლიდერის ქარიზმა არ არის, მთავარია მისი მისია».
არ არსებობს ლიდერის «საუკეთესო სახეობა». არსებობენ კონტაქტური ლიდერები, როგორიც არის მაგალითად რიჩარდ ბრენსონი ან თავშეკავებულები, როგორიც არის მაგალითად ტონი შეი. ორივემ წარმოუდგენელი წარმატებით ჩაატარეს თავიანთი კამპანია.
რა ხდის ადამიანს ლიდერად? აქ ტრიბუნებზე გამოსვლა და ენთუზიაზმი არაფერ შუაშია. ადამიანს ლიდერად ხდის მისი ხედვა, იდეა, ოცნება და ის, თუ რამდენად შეუძლია მას გადასდოს სხვებს თავისი მიზნები და მოახერხოს წარმატების ერთად მიღწევა.
რა მისია გაქვთ თქვენ? უთმობთ თუ არა მას იმდენ დროს, რამდენსაც იმსახურებს?

10. «არაკომპეტენტურობის დონიდან დამაკმაყოფილებელ დონეზე რომ აიწიოთ, საჭიროა დახარჯოთ იმაზე მეტი დრო და ენერგია, ვიდრე საქმის კრგად შესრულებიდან უზადო შესრულებამდე ნახტომში».
გაცილებით მარტივია კარგიდან დიდებულისკენ სვლა, ვიდრე ცუდიდან კარგისკენ. მოიმართეთ საკუთარი ნიჭის განვითარებაზე, დახვეწეთ ის, რაც უკვე კარგად იცით, ნუ ეცდებით იყოთ «მრავალმხრივად» განვითარებული პიროვნება.
ადვილია იმ ადამიანის შეცვლა, რომელსაც ყველაფერის კეთება შეუძლია ნაწილობრივ. ის, ვინც საუკეთესოდ ითვლება თავის საქმეში, ყოველთვის უცვლელია.
რომელ სფეროებში ხართ განვითარებული? რა გეხერხებათ კარგად? რისი გაკეთება შეგიძლიათ იმისათვის, რომ დახვეწოთ თქვენი შესაძლებლობები?

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1515 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ