ბიზნეს იდეის შემოწმების მეთოდები
2025 Views

ბიზნეს იდეის შემოწმების მეთოდები

1. Lean-მეთოდი
lean-მეთოდიკის პრინციპი, რომელიც ხსნის როგორ უნდა შეიქმნას პორდუქტი ისე, რომ ამ ყველაფერზე მინიმალური რაოდენობის რესურსი დაიხარჯოს, შეიძლება გავიგოთ ერიკ რეისის კლასიკური მუშაობით The Lean Startup. მასში ის აღწერს როგორ უნდა შევამოწმოთ ბავშვების სიცოცხლისუნარიანობა. რაისი დაკავებულია მინი შემოწმებებით და ინტერნაციონალური მოძრაობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იდეის ყველაზე პირველმა შემოწმებამ უნდა აჩვენოს არამარტო ის, რომ თქვენი პროდუქტი უნიკალური და საინტერესოა მყიდველებისთვის, არამედ ისიც, რომ მყიდველები მზად იქნებიან ფული გადაიხადონ მასში. პროდუქტის მინიმალური ვერსიის შექმნამდე (MVP), ის გვირჩევს ინტერნეტში გავხსნათ პატარა, მიზნობრივი გვერდი, რომელზეც გადამყვანი იქნება სარეკლამო ბანერი. გვერდზე უნდა იყოს პროდუქტის მოკლე აღწერა და ღილაკი «ყიდვა». შესაძლოა სამიზნე გვერდების რამოდენიმე ვარიანტის გაკეთება, სადაც მოახდენთ ფასისა და შეთავაზების აზრის ვარირებას. სტატისტიკის შეგროვების შემდეგ, უკვე შეიძლება პროტოტიპის შემუშავება. ამ პრინციპს რაისი უწოდებს: «ჯერ იკითხე — მერე გააკეთე». იდეის შესამოწმებლად, lean-მეთოდის მიმდევრები ასევე იყენებენ The Validation Board — უფასო პროდუქტს, რომელიც წარმოადგენს დახაზულ დაფას, რომლის ყოველი ნაწილი წარმოადგენს მნიშვნელოვან ელემენტს წარმატებული სტარტ-აპ იდეისთვის.

2. დისნეის ტესტი
უოლტ დისნეი მუშაობისას იყენებდა იდეის შემოწმების ისეთ მეთოდს, რომელსაც ის უწოდებდა Imagineering — საშუალო გაგება imagination-სა და engineering-ს შორის (ინგლ.: წარმოსახვა და შემუშავება. — მაგ. H&F). ამ ყველაფრის უკან, ის გულისხმობდა ფანტაზიის «მიწაზე დაშვების» პროცესს, როცა ფანტაზიის ნაყოფი რაღაც რეალური ხდებოდა. იდეაზე მუშაობა მოითხოვდა მისი სამი სხვადასხვა პოზიციიდან განხილვას: მეოცნების, რეალისტის და კრიტიკოსის.
მეოცნებე სავსეა სხვადასხვა იდეებით, სურვილებით, წარმოსახვებით და არანაირი წინაღობა არ აქვს. ამ ეტაპზე არ არსებობს არავითარი ცენზურა, არაფერი ითვლება ზედმეტად აბსურდულად ან სულელურად, აქ ყველაფერი შესაძლებელია. იმისათვის, რომ მეოცნების პოზიცია დაიკავოთ, საკმარისია საკუთარ თავს ჰკითხოთ: «ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, რას გავაკეთებდი?» რეალისტი ახდენს მეოცნების იდეების ტრანსფორმირებას რაიმე რეალურში და პრაქტიკულში. ის შეკითხვებს სვამს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამ ყველაფერმა იმუშაოს, რა ნაწილებისგან შედგება დავალება, რაში მდგომარეობს მისი აზრი, უკვე არსებულისგან რას ჰგავს ეს ყველაფერი. კრიტიკოსი განიხილავს იდეებს მათი ნაკლიდან გამომდინარე. ის სვამს შემდეგ შეკითხვებს: «რას ვფიქრობ მე ამ ყველაფერზე სინამდვილეში? ეს მართლა საუკეთესო ვარიანტია შესაძლო ვარიანტებს შორის? რისი გაკეთბა შემიძლია ამ ყველაფრის სრულყოფისთვის?»

დისნეის კომპანიაში გუნდები მუშაობდნენ იდეებზე, ეტაპობრივად გადადიოდნენ ოთახიდან-ოთახში. ყველა ოთახს თავისი ფუნქცია ჰქონდა: პირველში — შესაძლებელი იყო ფანტაზიორობა, მეორეში — განხილვა, მესამეში — დასაშვები იყო ყველაფრის აგრესიულად გაკრიტიკება. ხშირად პროექტი ისევ პირველ ან მეორე ოთახს უბრუნდებოდა. იდეა მიღებულად ითვლებოდა მხოლოდ მაშინ, როცა «კრიტიკოსების ოთახში» არავინ არაფერს ამბობდა.

3. პირველი მილის ტესტი
კომპანია Innosight-ის დამფუძნებელი სკოტ ენტონი, თავის წიგნში The First Mile – წერს იმის შესახებ, თუ როგორ ამოწმებენ მის კომპანიაში იდეებს სიმტკიცეზე. პირველ რიგში ყურადღებით ატარებენ იმის ანალიზს, რაც უკვე შექმნილი იყო ამ სფეროში, შეისწავლიან კონკურენტი-კომპანიების გამოცდილებას, ამოწმებენ პატენტურ განაცხადებს. შემდეგ აწყობენ გონებრივ ექსპერიმენტს და პასუხობენ შეკითხვებს: «როგორი იქნება სამყარო თუ იდეას წარმატება ელის? რა შეიცვლება მასში? რომელი კომპანიები იქნებიან ჩვენი კონკურენტები? რა პრობლემები შეიძლება შეგვხვდეს? რას გავაკეთებთ ჩვენ, მაგალითად მაშინ, თუ ჩვენი მთავარი გამომგონებელი წავა ჩვენგან?» მესამე ეტაპი მდგომარეობს მონეტიზაციის მოდელის შექმნა: საჭიროა განისაზღვროს როგორი იქნება მომავალი პროდუქტის პოტენციური აუდიტორია, რა ეღირება ის, რამდენად ხშირად იყიდიან მას, რა დრო დაჭირდება უდანაკარგო გაყიდვების დონის მიღწევას.

მეოთხე ეტაპი დაკავშირებულია ზარებთან. ენტონი ამბობს, რომ იდეის წარმატება დაკავშირებულია ჩვენს თავში არსებულ გარკვეულ დაშვებებთან იმის თაობაზე, თუ როგორ არის მოწყობილი სამყარო. მათი შემოწმება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ერთი ზარის განხორციელებით. მაგალითად, თუ თქვენი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ უნივერსიტეტებში ჯანსაღი საკვები შეიტანოთ, ერთი ზარით თქვენ შეძლებთ გაარკვიოთ, რომ ასეთი საკითხები ჩვეულებრივ ტენდერით გვარდება, რომელიც რამოდენიმე წელში ერთხელ ტარდება. შემდეგი ეტაპი მდგომარეობს რაიმე მტკიცებულების მიღებაში იმის თაობაზე, რომ თქვენი პროდუქტი სჭირდებათ მომხმარებლებს. ეს შეიძლება იყოს «ყავა-ტესტი», როცა თქვენ ნაცნობებს ჰკითხავთ მოგიყვნენ თუ რას ფიქრობენ თქვენი იდეის შესახებ იმის სანაცვლოდ, რომ ყავით გაუმასპინძლდებით, ანუ გადაიხდით მათ მაგივრად, ყველა დაგთანხმდებათ და ეს გამოვა ერთგვარი «ცივი» გამოკითხვა პოტენციური კლიენტების მონაცემთა ბაზის გარკვევაზე, ან SurveyMonkey-ს დახმარებით ჩატარებული გამოკითხვა.

4. 10-წამიანი ტესტი

ჯანეტ კრაუსი დღეს ჰარვარდის ბიზნესის სკოლაში ასწავლის, მანამდე კი რამოდენიმე წარმატებული კომპანიის დამფუძნებელია (მათ შორის არის — Circles და Spire). თავის სტუდენტებს ის უყვება 10 წამიანი ტესტის შესახებ, რომელსაც თავად იყენებს ყოველთვის, როცა თავში სტარტაპის იდეა მოსდის. ის საკუთარ თავს შემდეგ შეკითხვას უსვამს: წარმოადგენს კი ეს იდეა ჟანგბადს, ასპირინს ან განძს პოტენციალური კლიენტებისთვის?

ჟანგბადს კავშირი აქვს იმ პროდუქტებთან, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელი მოხმარების არის, როგორიცაა საკვები, ტანსაცმელი, სარიტუალო მომსახურება და ა.შ. მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეთ როგორც ცალკეულ პირებს, ისე ორგანიზაციებს. მთლიანობაში ეს არის ის, რის გარეშეც ადამიანები ვერ შეძლებენ ნორმალურად ფუნქციონირებას. ასპირინი — ეს არის ის, რაც ტკივილისგან ათავისუფლებს და ცხოვრებას მეტად ამტანს ხდის, თუმცა აუცილებელი მოხმარების საგნებს არ ეკუთვნის. მაგალითად, ყავა — მის გარეშე ცხოვერება შესაძლებელია, მაგრამ არც ისე სასიამოვნო. გაგება «განძი» ეხება იმ პროდუქტებს და მომსახურებას, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს ფუფუნებად. მაგალითად, დესერტი, კინო, ვიდეოთამაშები და სხვა სიამოვნება, რომლებიც დასვენებას უკავშირდება. კრაუსი აღნიშნავს, რომ სტარტაპის რეალურად კარგი იდეა უნდა აკმაყოფილებდეს სამივე მოთხოვნას. ამ ტესტში მთავარი კი არის იყოთ გულახდილი საკუთარი თავის მიმართ და სწრაფად აღიაროთ, რომ თქვენს იდეას ნაკლი აქვს.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like