საუკეთესო ბიზნეს გამონათქვამები

საუკეთესო ბიზნეს გამონათქვამები

  1. საუკეთესო ბიზნესმენია ის, ვინც ინარჩუნებს ძველს სანამ ის კარგია და იტაცებს ახალს, როცა ის საუკეთესოა. ლი იაკოკა
  2. ბიზნესის დანიშნულებაა შექმნას და შეინარჩუნოს მყიდველი. პიტერ დრაკერი
  3. მართე ბიზნესი, თუ არა და, ის გმართავს შენ. ფრანკლინი
  4. ბიზნესი ჰგავს კაცს, რომელიც ნავში ზის და დინების საწინააღმდეგოდ მოძრაობს. მას არჩევანი არა აქვს, თუ გაჩერდება, დინება უკან წაიღებს. ლუის პირსონი – ამერიკელი ფინანსისტი
  5. ყველაფერს, რაც გაგაჩნია, ან ინარჩუნებ, ან კარგავ. ფორდი
  6. კაცი, რომელიც საქმეს აკეთებს მხოლოდ ფულის და არა სიყვარულის გამო, ვერც გამდიდრდება და ვერც სიამოვნებას მიიღებს. ჩარლზ შვაბი
  7. ბიზნესი ყველაზე აზარტული თამაშია. უილიამ მაქსუელი – კანადელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი
  8. მკაცრად პატიოსანი ბიზნესის შექმნა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. განდი
  9. ბიზნესზე დამყარებული მეგობრობა უკეთესია, ვიდრე მეგობრობაზე დამყარებული ბიზნესი. ჯონ როკფელერი
  10. დრო ყველაზე მთავარი რესურსია. თუ მას ვერ მართავ, ვერ მართავ ვერაფერს. პიტერ დრაკერი
  11. პირველი წესია, არ დამარცხდე, მეორე წესია, არ დაგავიწყდეს პირველი წესი. უორენ ბაფეტი
  12. კაცი, რომელიც ბრმა ცხენს ყიდის, ყოველთვის მისი ფეხების ქებაშია. გერმანული ანდაზა
  13. არ არსებობს დიდი პრობლემები, არსებობს ბევრი პატარა პრობლემა. ფორდი
  14. როდესაც ბიზნესი გადაწყვეტს, რომ წარმატება მიღწეულია, პროგრესი წყდება. თომას უოტსონი
  15. მარცხი, ეს არის შესაძლებლობა, რომ თავიდან დაიწყო, ოღონდ უფრო ჭკვიანურად. ფორდი
  16. თუ ზედმეტად დიდ დროს დახარჯავ საუკეთესო შესაძლებლობის ამორჩევაზე, შესაძლოა კარგიც ვერ აარჩიო. მაიკლ დელი
  17. ყურადღების გამახვილება პატარა დეტალებზე, რომლებიც შეუმჩნეველია უმრავლესობისთვის, უმცირესობას ამდიდრებს. ფორდი
  18. ბიზნესი არის თამაში, ყველაზე დიდი თამაში სამყაროში, მაგრამ მისი წესების ცოდნაა საჭირო. თომას უოტსონი
  19. კაცი, რომელიც დაკავებულია ბიზნესით, შეუძლია ილაპარაკოს ფილოსოფიაზე, ხოლო კაცს, რომელსაც ბიზნესთან საერთო არაფერი აქვს, შეუძლია ის გამოსცადოს. ალექსანდრე პოუპი – ინგლისელი პოეტი
  20. ბიზნესი, რომელიც მხოლოდ ფულს აკეთებს, ღარიბი ბიზნესია. ფორდი
  21. ლიდერობა, ეს არის ხელოვნება, გააკეთებინო სხვას ის, რაც შენ გინდა, იმიტომ, რომ მას ეს უნდა. დუაით ეიზენჰაუერი – აშშ-ის34-ე პრეზიდენტი
  22. ის, ვისაც შეცდომა არ დაუშვია, არასდროს უცდია, შეექმნა რამე ახალი. აინშტაინი
  23. ბანკირი – ეს არის ადამიანი, რომელიც გათხოვებს ქოლგას კარგ ამინდში და წაგართმევს მაშინ, როცა წვიმს. მარკ ტვენი
  24. მომავლის პროგნოზის საუკეთესო გზა მისი შექმნაა. პიტერ დრაკერი
  25. გაერთიანება – ესაა დასაწყისი, ერთიანობის შენარჩუნება – ესაა პროგრესი, ერთად მუშაობა – ეს არის წარმატება. ფორდი
  26. მაღაზიის გახსნა ადვილია, მისი შენარჩუნება – ხელოვნება. ჩინური ანდაზა
  27. რასაც ჩვენ მენეჯმენტი დავარქვით, მეტწილად ადამიანებისთვის საკუთარი საქმის შესრულების გართულებას ნიშნავს. პიტერ დრაკერი
  28. ჩემი დაკვირვებით, ადამიანების უმეტესობა დროს მაშინ იყენებს საუკეთესოდ, როცა დანარჩენები მას კარგავენ. ფორდი
  29. დაუჭირეთ კაცს თევზი და შემდეგ მიჰყიდეთ. ასწავლეთ კაცს თევზის ჭერა და მოსპეთ შესანიშნავი ბიზნეს შესაძლებლობა. კარლ მარქსი
  30. თქვენი ყველაზე უკმაყოფილო მომხმარებელი, თქვენი ცოდნის საუკეთესო წყაროა. ბილ გეითსი
  31. მარკეტინგი მეტისმეტად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მხოლოდ მარკეტინგის განყოფილებას მიანდო. დევიდ პაკარდი
  32. ნუ გახსნი მაღაზიას, სანამ ღიმილს არ ისწავლი. ჩინური ანდაზა
  33. ბიზნესში არსებობს ორი მომაკვდინებელი ცოდვა: პირველი – იმოქმედო წინდაუხედავად და მეორე – საერთოდ არ იმოქმედო. კარლ აიკანი – ამერიკელი ბიზნესმენი
  34. მოტივაცია – ეს არის ის, რაც გაწყებინებს, ჩვევა არის ის რაც გაკეთებინებს. ჯიმ რაიანი – ამერიკელი პოლიტიკოსი
  35. თუ ბანკის 100$ გმართებს, ეს შენი პრობლემაა, ხოლო თუ 1000000$ გმართებს, ეს უკვე ბანკის პრობლემაა. ჟან პოლ გეტი
  36. როცა ხედავ წარმატებულ ბიზნესს, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას თავის დროზე გაბედული ნაბიჯი გადაუდგამს. პიტერ დრაკერი
  37. ბიზნეს შესაძლებლობები ავტობუსებივითაა: მუდმივად ერთმანეთს ენაცვლებიან. რიჩარდ ბრენსონი
  38. თითოეული გადაწყვეტილება ისე მიიღე, თითქოს მთელი კომპანიის მმართველი იყო. რობერტ თაუნსენდი – ამერიკელი ეკონომისტი
  39. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია უფრო მეტი, ვიდრე ჰგონია. ფორდი
  40. ნუ შეგეშინდება, შეწყვიტო კარგი და დაიწყო დიდებული. ჯონ როკფელერი
Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like