ბენჯამინ ფრანკლინის ეფექტი: როგორ მოვიპოვოთ მნიშვნელოვანი და დაკავებული ადამიანის კეთილგანწყობა

ბენჯამინ ფრანკლინის ეფექტი: როგორ მოვიპოვოთ მნიშვნელოვანი და დაკავებული ადამიანის კეთილგანწყობა

ფსიქოლოგმა მეგ ჯეინმა დაწერა წიგნი «მნიშვნელოვანი წლები. რატომ არ ღირს ცხოვრების ხვალისთვის გადადება» — წიგნი ეძღვნება 20-30 წლის ადამიანებს, რომელბიც ვერაფრით იგებენ, რა მოუხერხონ საკუთარ ცხოვრებას. ჩვენ ვაქვეყნებთ ფრაგმენტს წიგნიდან, რომელშიც მოთხრობილია როგორ უნდა მიიპყროთ გამოცდილი და გავლენიანი ადამიანების ყურადღება.

მე-XVIII ასწლეულის ბოლოსთვის, ბენჯამინ ფრანკლინი მოღვაწეობდა პოლიტიკაში პენსილვანიის შტატში და ცდილობდა დაეკავებინა ერთ-ერთი მისი კოლეგა კანონმდებლის ადგილი. ამ ისტორიას ის თავის ავტობიოგრაფიაში შემდეგნაირად აღწერს:

  «მე არ მივილტვოდ მომეპოვებინა მისი თანამდებობა, მისთვის მონური ყურადღების ნიშნების გამოვლენით; მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, მე სხვა მეთოდი გამოვიყენე. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ მის ბიბლიოთეკაში არის ძალიან იშვიათი და საინტერესო წიგნი, მე მას გავუგზავნე წერილი, რომელშიც ამ წიგნის წაკითხვის სურვილი გამოვთქვი და ვთხოვე ეთხოვებინა ჩემთვის რამოდენიმე დღით. მან დაუყოვნებლივ გამომიგზავნა წიგნი, რომელიც დავუბრუნე დაახლოებით ერთ კვირაში წერილთან ერთად, სადაც მადლობას ვუხდიდი გაწეული სამსახურისთვის. როცა ჩვენ შემდეგ ჯერზე შევხვდით პალატაში, ის გამომელაპარაკა, რაც ადრე არასოდეს გაუკეთებია და სხვათა შორის ძალიან თავაზიანად. შემდეგში ის ყოველთვის მზადყოფნას გამოხატავდა ჩემთვის დახმარების გასაწევად ნებისმიერ სიტუაციაში, ასე რომ, მალე ჩვენ დიდი მეგობრები გავხდით და ჩვენი მეგობრობა გრძელდებოდა მის სიკვდილამდე. ამ ისტორიას ამართლებს ძველებური, ჩემს მიერ კარგად დაზეპირებული გამოთქმა: «ის, ვინც ერთხელ გაგიკეთათ სიკეთე, მეორეჯერაც სიამოვნებით დაგეხმარებათ, ვიდრე ის, ვისაც თავად დაეხმარეთ».

ჩვენ გვეჩვენება, რომ თუ ადამიანები ჩვენს მიმართ სიმპათიას განიცდიან, სამსახურსაც გაგვიწევენ, რამდენადაც ასე ხდება ქალაქების საზოგადოებაში.

თუმცა, ბენჯამინ ფრანკლინის ეფექტი და შემდგომი ემპირიული გამოკვლევები ცხადყოფს, რომ უცნობ ადამიანებთან მიმართებაში სიტუაცია სხვაგვარად არის. ასეთი ადამიანები ჩვენს მიმართ სიმპათიას განიცდიან მხოლოდ მაშინ, როცა თავად გაგვიწევენ რაიმე სამსახურს.

ამის შემდეგ, ისინი მზად არიან სხვა სამსახურიც გაგვიწიონ. ფრანკლინი მივიდა დასკვნამდე, რომ თუ მას ვინმეს დაქვემდებარება სჭირდება, მას დახმარება უნდა სთხოვოს. ასეც იქცეოდა.

ბენჯამინ ფრანკლინის ეფექტი გვიჩვენებს, რომ მართალია წესები მოქმედებენ ქცევაზე, მაგრამ ქცევამაც შეიძლება ზემოქმედება იქონიოს წესებზე. თუ ჩვენ ვინმეს ვუწევთ სამსახურს, ჩვენ ვიწყებთ იმის დაჯერებას, რომ ამ ადმიანის მიმართ სიმპათიას განვიცდით. ამ სიმპათიას მივყავართ მორიგი სამსახურის გაწევამდე და ა.შ.

შემდგომ ტექნოლოგიის სახეობად ქცეული «ფეხი კარში» (სტრატეგიები, რომელთა დროს ჯერ საჭიროა უმნიშვნელო დახმარების თხოვნა, შემდეგ უფრო მეტის), ბენჯამინ ფრანკლინის ეფექტი მოწმობს იმას, რომ ერთი მომსახურება დროთა განმავლობაში ბადებს სხვებს, ხოლო პატარა დახმარება იწვევს დიდს შემდეგ ჯერზე.

თუმცა, ბენჯამინ ფრანკლინის ეფექტზე საუბრისას, ხშირად წარმოიშობა საკითხი, რომელიც ძალიან აინტერესებს ბევრ ახალგაზრდა მამაკაცს და ქალს ოცი წლიდან და ზევით: რატომ დაეხმარება უფროსი ასაკის ადამიანი მათ? როგორ მიაღწია ბენჯამინ ფრანკლინმა იმ პირველ ჯერზე უცხო ადამიანისგან სამსახურის გაწევას?

ყველაფერი ძალიან მარტივად არის. კეთილი საქმის კეთება სასიამოვნოა. როცა ადამიანი ავლენს გულკეთილობას, მას უჩნდება გრძნობა, რომელსაც ეძახიან «დამხმარეს კმაყოფილება». მრავალრიცხოვანი კვლევების შედეგად დადგინდა უშუალო კავშირი ალტრუიზმსა და ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას შორის – მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ დახმარება, რომელსაც ჩვენ ვუწევთ სხვა ადამიანს, მას ეს ტვირთად არ აწვება. ადამიანების უმრავლესობას ახსოვს იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარა ცხოვრების დასაწყისში ვიღაც, ვისაც უკვე მიღწეული ჰქონდა გარკვეული წარმატებებისთვის.

ამასთან დაკავშირებით ოცი წლის ზევით მყოფ ახალგაზრდებში არსებულ კეთილდღეობას გააჩნია მეორე მხარეც.

სხვებისთვის დახმარება — სიმწიფის ერთ-ერთი განუყოფელი ელემენტია, ამიტომ, ოცი წლის გოგოები და ბიჭები, როცა დასახმარებლად უცნობ ადამიანებს მიმართავენ, ამით მათ საშუალებას აძლევენ ჩაიდინონ კარგი საქციელი და შესაბამისად მიიღონ სიამოვნება – რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ ის, რასაც მათ სთხოვენ არ სცდება გონივრულობის ფარგლებს.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1522 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

9 შეკითხვა, რომელიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს, თუ ვერ დებთ გარიგებებს

ოდესმე დაგისვამთ საკუთარი თავისთვის შეკითხვა, რატომ ვერ ახერხებთ გაყიდვებს? ალბათ კი. გაყიდვების სფეროს ექსპერტი მარკ ჰენტერი გვთავაზობს შეკითხვების ჩამონათვალს, რომლებიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს იმისათივს, რომ გაიგოთ რატომ ვერ ახერხებთ

Print Friendly, PDF & Email

5 რჩევა ყველას, ვისაც ცხოვრებაში წარმატების მიღწევა სურს

შეინახეთ ეს რჩევები და გამოიყენეთ ყოველთვის, როცა მოტივაცია დაგჭირდებათ. 1. შეწყვიტეთ საკუთარ თავზე ცუდად ფიქრი! თქვენ უნიკალური პიროვნება ხართ, საკუთარ თავში ეჭვის შეტანით და რწმენის არ ქონით თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ

Print Friendly, PDF & Email

10 სასარგებლო ბიზნეს-ჩვევა ყველა დროისთვის

თანამედროვე სამყაროში ყველა ცდილობს დასახულ მიზანს მიაღწიოს სწრაფად. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ შრომის პროდუქტიულობის ამაღლების რჩევები წარმოუდგენლად პოპულარულია. თუმცა რეალობაა ისიც, რომ არაფერია ახალი მზისქვეშეთში. მიუხედავად იმისა, რომ სხვები

Print Friendly, PDF & Email

რამდენიმე რჩევა ბედნიერი ზაფხულის გასატარებლად

ადამიანი მთელი წლის მანძილზე სხვადასხვა აქტივობებით არის დაკავებული: მუშაობს, სწავლობს და შესაბამისად ძალების აღსადგენად ჭირდება დასვენება, რომ კვლავ გააგრძელოს აქტიური მუშაობა. ზაფხული კი დასვენებისთვის საუკეთესო დროა. დასვენება აუცილებელია ფსიქიკური სიჟანსაღისა

Print Friendly, PDF & Email

13 სასარგებლო რჩევა

1. ჩვევა – ისწავლა-გამოიყენა თქვენს ანგარიშზე ალბათ საკმაო რაოდენობით წაკითხული წიგნებია, შეიძლება ათეულობითაც კი. მაგრამ რა გაიგეთ მათი წაკითხვით, რას იყენებთ ცხოვრებაში? ცოდნა და კეთება – ეს ორი სხვადასხვა რამ

Print Friendly, PDF & Email

რატომ არის მოქმედება ფიქრზე უფრო მნიშვნელოვანი

ბლოგერი და მეწარმე თომას ოპონგი აქვეყნებს მამოტივირებელ სტატიას ყველასთვის, ვინც აგრძელებს ერთი ადგილის ტკეპნას და არ იწყებს მოქმედებას. B2P.GE გთავაზობთ მისი სტატიის თარგმანს. წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა, თუ არაფერს მოიმოქმედებთ. ნუ

Print Friendly, PDF & Email