ბედნიერი ადამიანების 17 საიდუმლო

ბედნიერი ადამიანების 17 საიდუმლო

1. დაივიწყეთ წარსული
თქვენ ვერ იქნებით ბედნიერი მანამ, სანამ ატარებთ წარსულს მძიმე ტვირთად. შეცდომა დაუშვით? ცუდი გამოცდილება გაქვთ? გაუშვით ეს მოგონებები – ისინი ხელს გიშლით განვითარებაში. განეწყვეთ აწმყოსთვის და კონცენტრაცია გააკეთეთ რეალურ დროზე.

2. პასუხისმგებლობა იქონიეთ საკუთარ ცხოვრებაზე
იმისათვის, რომ ბედნიერი იყოთ, საჭიროა უპირველეს ყოვლისა იყოთ თავისუფალი. მიუხედავად იმისა, რამდენად ცუდი სიტუაციაა, თქვენ ყოველთვის თავად ირჩევთ როგორ უნდა მოიქცეთ და პასუხისმგებლობა ამ არჩევანზე მხოლოდ თქვენ გეკისრებათ. ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ წარუმატებლობაში ვინმე სხვას.

3. ააწყვეთ ურთიერთობები
ეს სწორედ ის არის, რასაც ადამიანისთვის ბედნიერება მოაქვს. სიყვარული უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი.

4. გართობა
გართობას მოაქვს პატარ-პატარა სიხარული. ამიტომ საკუთრი გართობის სფეროს წრე უნდა გააფართოვოთ მუდმივად. ამრიგად თქვენ აფართოვებთ გზას ჰარმონიისკენ. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამდენი საინტერესო რამ არის გარშემო.

5. შექმენით საკუთარი თავი
განსაზღვრეთ საკუთარი პრინციპები და იმოქმედეთ მათ შესაბამისად. ასე თქვენ მუდმივად საკუთარი თავის ერთგული იქნებით.

6. ვინ ხართ?
ნუ იცხოვრებთ სხვისი ცხოვრებით იმისათვის, რომ ვიღაცის მოლოდინი გაამართლოთ. ადამიანებს შეუძლიათ ელოდონ თქვენგან ათას რამეს – ნუ მიყვებით სხვების სურვილებს.

7. მიზანი ცხოვრებაში
იმისათვის, რომ ბედნიერი იყოთ, თქვენ გჭირდებათ ცხოვრებისეული მიზანი. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებით დაბნეული. თქვენი მიზანი – თქვენი ცხოვრების გამწევი ძალაა.

8. დააფასეთ ის, რაც გაქვთ
იყო ბედნიერი ადვილია თუ მადლიერი ხარ. სამწუხაროდ, იმის დანახვა რაც არ გვაქვს უფრო მძიმეა, ვიდრე იმის, რაც უკვე გვაქვს. ადამიანებს არ შეუძლიათ მიიღონ გარემოება როგორც მოვალეობა. მიმოიხედეთ გარშემო, იქნებ თქვენ უკვე საკმარისზე მეტი მიზეზი გაქვთ იმისათვის, რომ იყოთ ბედნიერი?

9. იფიქრეთ პოზიტიურად
ბედნიერი ადამიანები ერთი წუთითაც არ ფიქრობენ ცუდზე. ისინი ყველაფერს ოპტიმისტურად უყურებენ ნებისმიერ სიტუაციაში.

10. შექმენით
რაიმეს შექმნა ადამიანს ახალი ძალით ავსებს და „ითრევს“ პოზიტიურ მდგომარეობაში: თქვენ უბრალოდ აღარ ამჩნევთ წარუმატებლობას თქვენს გარშემო.

11. დაიწყეთ იმით, რაც უკვე გაქვთ
ბედნიერი ადამიანი არ ელოდება მთელი ცხოვრება შემოსავლის განსაზღვრულ რაოდენობას ან მაღალ თანამდებობას იმისათვის, რომ იყოს ბედნიერი. აბსოლიტურად შეიძლება იყოთ ბედნიერი არსებული მდგომარეობით და გიხაროდეთ ის, რაც უკვე გაქვთ. სულელი ბედნიერებას მთებს იქეთ ეძებს, ჭკვიანი – საკუთარ ფეხებთან (ჯეიმს ოპენჰეიმი).

12. შეიცვალეთ
ბედნიერება მოდის მასთან, ვინც მუდმივად იზრდება, ვითარდება და სწავლობს. შეიცვალეთ, ეძიეთ სიახლე, გადადით ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე.

13. გამოიყენეთ საკუთარი ნიჭი
პირველ რიგში თქვენ უნდა აღმოაჩინოთ საკუთარ თავში ეს ნიჭი, ხოლო შემდეგ – გახსნათ. ყველაზე მყარი გზა ბედნიერებისკენ არის შემოსავლის იმ წყაროს ნახვა, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ თქვენი ნიჭი.

14. ნუ ჩაიციკლებით წვრილმანებზე
ხშირად წვრილმანები ბედნიერების მტერია. გახსოვდეთ – მცირედ ბზარებს შეუძლიათ გემის ჩაძირვა, რადგან ისინი იზრდებიან და დროთა განმავლობაში ხდებიან ნაპრალები.

15. დაიოკეთ ამბიციები
ამბიციები – ცუდი არ არის, მაგრამ მათ არ უნდა დაჩაგრონ საღი აზრი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ უბრალოდ ზედმეტად შეაფასებთ საკუთარ თავს და გახდებით წარუმატებელი და სასაცილო.

16. გააბედნიერეთ სხვები
ეს ყველაზე კარგად მოქმედი საშუალებაა იყოთ ბედნიერი. პირადი ბედნიერების გზაზე შეეცადეთ სიკეთე აკეთოთ და დაინახავთ, რომ ბედნიერება მოდის არა ეგოიზმით, არამედ სიკეთით.

17. თანაუგრძნეთ
თანაგრძნობა სიკეთის ყველაზე მაღალი ფორმაა. ხშირად იფიქრეთ თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებზე.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ