ბედნიერი ადამიანების 8 ჩვევა

ბედნიერი ადამიანების 8 ჩვევა

არავინ არ ხდება ბედნიერი შემთხვევით. ეს გარკვეული ცხოვრებისეული პოზიციაა, რაზეც თავიდან საჭიროა მუშაობა, შემდეგ ის თავად მუშაობს საკუთარ თავზე. გამოიმუშავეთ ქვემოთ ჩამოთვლილი 8 ჩვევა, ისინი დაგეხმარებიან თავი უფრო ბედნიერად იგრძნოთ და ცხოვრებისეული სირთულეებიც უფრო მარტივად გადალახოთ:

1. არ ინერვიულოთ იმაზე, თუ რას ფიქრობენ თქვენზე სხვები
ბედნიერი ადამიანები უფლებას არ აძლევენ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს ზეგავლენა იქონიონ მათ განწყობაზე. რაც არ უნდა თქვან ამ ადამიანებმა, მათგან თითქოს ყველაფერი ნეგატიურად წვეთავს. მათ კარგად იციან, რომ ღირსეული ადამიანი არის ის, რომელსაც არ აქვს ნაკლი და აქვს ღირსება.

2. ყოველთვის ყველაფერში დადებითის დანახვა
ყველაფერ ცუდში არის რაღაც კარგი. თუ არ გამოგდით სიტუაციაში დადებითი მხარის დანახვა, ასეთი ადამიანები მას თავად ქმნიან. ისინი არ ნანობენ. თუ ეს ცუდად გამოვა, მას იღებენ როგორც გამოცდილებას.

3. ყოველთვის მეგობრული და მადლიერი იყავით
ბედნიერი ადამიანებისთვის მნიშვნელობა არ აქვს რა გაცვიათ და საიდან ხართ წარმოშობით. ყველაფერი, რაც მათ უნდათ არის ერთი ადამიანი, რომელთან ერთად შეძლებენ იცინონ და იყონ ბედნიერი. ისინი არ მორცხვობენ და არ ენანებათ რამოდენიმე წუთი იმისათვის, რომ მადლობა გადაუხადონ სხვა ადამიანებს.

4. როგორ გავიღიმოთ უფრო ხშირად და ვიყოთ პოზიტიური
«ჩვენ ვიცინით არა იმიტომ, რომ ბედნიერი ვართ; ჩვენ ბედნიერი ვართ იმიტომ, რომ ვიცინით» (უილიამ ჯეიმსი). ღიმილი და სიცილი – ბედნიერი ადამიანების განუყოფელი ნიშანია. ასეა ხდება ცხოვრებაში, ადამიანები, რომლებთანაც ბევრ დროს ვატარებთ გავლენას ახდენენ ჩვენზე და ჩვენს მიერ გარესამყაროს აღქმაზე. რაც უფრო მეტ დროს ვატარებთ პოზიტიურად და ოპტიმისტურად განწყობილ ადამიანებთან, მით უფრო ფერადი იქნება ჩვენი ცხოვრება.

5. იმის გაგება, რომ სამყაროში ყველაფერი სრულყოფილი არ არის
რთულია საკუთარ თავში პერფექციონიზმის დამარცხება. ყველაფერი კარგია ზომიერების ფარგლებში. ბედნიერმა ადამიანებმა იციან სრულყოფილებისკენ სწრაფვა როგორ გააკონტროლონ. ისინი არ სჯიან საკუთარ თავს უზუსტობისა და რაიმეს გაუთვალისწინებლობის გამო. ისინი ამაყობენ საკუთარი თავით და მიღწევებით. ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ვგეგმავთ და ეს ნორმალურია. შეუძლებელია ყველაფრის გაკონტროლება.

6. აწმყოში ცხოვრება
«მე ბევრი საშინელება გადავიტანე ცხოვრებაში, ზოგიერთი მათგანი რეალურად მოხდა» (მარკ ტვენი). ბედნიერი ადამიანები არ ელოდებიან პარასკევ საღამოს, კვირა დილას, ახალი მანქანის ყიდვას, ახალ ბინას. არ ელოდებიან გაზაფხულს, ზაფხულს, შემოდგომას და ზამთარს. ყველაზე დიდი შეცდომაა იმაზე ფიქრი, რომ შემნახველ საკანში ცხოვრობ და ცხოვრებას ელოდები.

7. საკუთარი წვლილის შეტანა ცხოვრებაში
ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ გარესამყაროს შეცვლაა. ამისათვის აუცილებელი არ არის ერის გადარჩენა ან ცუნამის შეჩერება. ზოგჯერ სრულიად საკმარისია ვინმეს გაუღიმოთ, კომპლიმენტი უთხრათ ან მეგობარს დაეხმაროთ.

8. სწავლის გაგრძელება
ბედნიერი ადამიანები ცნობისმოყვარენი არიან და ცდილობენ გაიგონ სიახლე სამყაროსა და იქ მცხოვრებ ადამიანებზე. ყოველთვის არის რაღაც, რაც ჩვენ არ ვიცით. ცხოვრებისადმი ინტერესი იძლევა ენერგიას, დადებითად მოქმედებს აზროვნებაზე და დღეებს უფრო ნაყოფიერს ხდის.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1526 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

იცით როგორ აღზარდოთ თქვენი შვილი? – დაუმატეთ თქვენს ცოდნას სიახლე…

პრაქტიკა… მიეცით ბავშვს საშუალება თავად გააკეთოს ის, რისი გაკეთების უნარიც აქვს. მაგალითად, თუ ის არის 2 წლის და წაქცევის შემდეგ შეუძლია თავად ადგეს, ნუ მივარდებით მას წამოსაყენებლად. თუ ის არის

Print Friendly, PDF & Email

როგორ დავეხმაროთ ბავშვს შიშის დაძლევაში

სიბნელისა თუ მარტო დარჩენის შიში ხშირად დისკომფორტს უქმნის როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს. რა იწვევს შიშებს? როდის და როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვებს მათ დაძლევაში და რა შეცდომებს უშვებენ მშობლები შვილის შიშებთან

Print Friendly, PDF & Email

ტესტი სახალისოდ: რომელი კარით შეხვიდოდით?

“პირველ რიგში აირჩიეთ სასურველი კარი, რომლითაც გახვიდოდით და შემდეგ წაიკითხეთ შესაბამისი ტექსტი”   1 – ხარ მხიარული, რომელსაც უყვარს მოვლენების ნათლად და მხიარულად შენარჩუნება. ეხმარებით სხვებს წინ წაწევაში და აფასებთ

Print Friendly, PDF & Email

27 გზა ქალის გასაღიმებლად

1. უთხარით მას რომ ის ყველაზე ლამაზია. 2. როგორც კი მოახერხებთ მოკიდეთ ხელი ხელზე,თუნდაც წამიერად. 3. აკოცეთ კისერზე,ან ყელზე. 4. დაუტოვეთ ხმოვანი შეტყობინება ალერსიანი ხმით. 5. ყოველთვის უთხარით რომ გიყვართ.

Print Friendly, PDF & Email

ჯადოსნური ძალა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ცვლის

 გემი ბათუმის ნავსადგურიდან გავიდა და ბედნიერი წუთები დადგა ჩემს ცხოვრებაში. დიდი ხანია ვოცნებობ მორიგი სტატია ზღვაში ყოფნის დროს დავწერო და გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები. დღევანდელი ჩემი სტატია კი განსხვავებულია სხვა

Print Friendly, PDF & Email

7 ვნება, რომლებსაც ადამიანი ავადმყოფობამდე და სნეულებამდე მიჰყავს

ზოგიერთი საშიში დაავადების მიზეზი გაცილებით ღრმაა, ვიდრე ეს შეიძლება წარმოვიდგინოთ. ამ სტატიაში მოცემულია 7 უმთავრესი ვნება, რომლებსაც ადამიანი მიჰყავს ავადმყოფობამდე და სნეულებამდე, შესაბამისად, აუცილებელია მათი განდევნა საკუთარი ცხოვრებიდან, რადგან სწორედ

Print Friendly, PDF & Email