ბედნიერებას მოაქვს გაყიდვები თუ გაყიდვებს ბედნიერება?

ბედნიერებას მოაქვს გაყიდვები თუ გაყიდვებს ბედნიერება?

როგორც ამბობენ, ისტორიებს საუბარში უკეთ გადმოვცემ ვიდრე წერისას. ჩემთვის კი საუკეთესო მოტივაციაა მითხრას ვინმემ, რომ რამე არ შემიძლია.

—–
ყოველთვის მინდოდა ფორმულისთვის მიმეგნო რა არის ბედნიერება და არის თუ არა კავშირში ის წარმატებასთან.

წარმატება კლასიკური გაგებით ფინანსურ თავისუფლებასთან ასოცირდება. და მაინც რა არის ფორმულა ვიყოთ ფინანსურად თავისუფალი ?

18 წლის რომ ვიყავი რობერტ კიოსაკის “მდიდარი მამა, ღარიბი მამა” მირჩიეს და ამ წიგნმა ჩემი ხედვები შეცვალა. “ადამიანები მაშინ ცდებიან, როცა საკუთარი ხელობის განვითარებას დიდ დროს უთმობენ. მაკდონალდსი რა საუკეთესო ბურგერებს ამზადებს? უბრალოდ ისინი უკეთესები არიან დამზადებული ბურგერები ხალხს გააცნონ და გაყიდონ. გაყიდვები და გაყიდვებია წარმატების მომტანი.

მივხვდი, რომ იმისთვის რომ იყო წარმატებული ჯერ უნდა შექმნა პროდუქტი, რომელზეც მოთხოვნა არის და შემდეგ ბახ… ხალხი აიტაცებს. როგორც აღმოჩნდა მხოლოდ პროდუქტის შექმნა საკმარისი არ არის.

იყო გაყიდვებში ძალიან რთული და სტრესულია. ამ სფეროში ადამიანები პირველი შეხვედრისას საზოგადობის უნდობლობას იწვევენ. ისინი ასოცირდებიან მატყუარებთან, მანიპულატორებთან და სპამებთან.

აღსანიშნავია, რომ ბევრი გამყიდველი კარგი დამწყებია თუმცა უჭირს დასრულება. როგორც ჩემი უცხოელი მეგობრები ამბობენ გაყიდვებში “ქეისის დახურვა” ცალკე მეცნიერებაა.

ახლა გავიზარდე და კითხვაზე რა არის ბედნიერება მივხვდი, რომ სწორი პასუხი არ არსებობს.

თუმცა დიზაინერს, ექიმს, იურისტს და ნებისმიერ პროფესიას კარგი გამყიდველი ადამიანები სჭირდება.

ამიტომ, დაუთმე შენი დრო გაყიდვებს.

ისწავლე როგორ გაყიდო უკეთ. მოუსმინე სხვებს, შეისწავლე ფსიქოლოგია. ესაა საუკეთესო ცხოვრებისეული გამოცდილება რაც შენს თავს შეგიძლია მისცე.

 

ავტორი: კახა სეფაშვილი

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ