ბედნიერება სჯობს თუ ბედნიერებაზე მეტი

ბედნიერება სჯობს თუ ბედნიერებაზე მეტი

როდესაც ბიჭს და გოგოს ერთმანეთი უყვართ და ოჯახს ქმნიან, რა თქმა უნდა, ეს არის ბედნიერების საუკეთესო მაგალითი.

რა არის ბედნიერებაზე მეტი?
როდესაც ბიჭს და გოგოს ერთმანეთი უყვართ, ოჯახს ქმნიან და ამავე დროს:
✔ არასდროს საყვედურობენ ერთმანეთს დაშვებული შეცდომის გამო;
✔ საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ;
✔ ორივე მათგანი აზროვნებს ლოგიკურად და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს (მაგალითად შვილების მომავალთან დაკავშირებით, ოჯახურ ბიზნესთან დაკავშირებით) იღებენ ელემენტარული რისკების გათვლის საფუძველზე;
✔არასდროს არ გეგმავენ თითოეულ ნაბიჯს რადგან იციან, რომ გეგმის მიხედვით ცხოვრება მოსაწყენია;
✔ ორივე მათგანი ნიჭიერია ხელოვნების ერთ-ერთ დარგში მაინც (მაგალითად – მუსიკაში, ცეკვაში, მხატვრობაში);
✔ ორივე მათგანს სიამოვნებს თეატრში, კინოში, ოპერაში, კონცერტზე სიარული;
✔ ორივე მათგანს სიამოვნებს მოგზაურობა;
✔ ორივე მათგანს უყვარს როგორც თავისი სამსახური, ისე საოჯახო საქმეები (სახლის მოვლით დაწყებული, ბავშვების აღზრდით დამთავრებული);
✔ ორივე მათგანს უყვარს ქველმოქმედება;
✔ ორივე მათგანი ცდილობს ერთმანეთისთვის იდეალური იყოს.

იგივე აზრი უფრო მოკლედ, გასაგებად და მხატვრულად რომ ვთქვათ, გავიხსენოთ იგავი „არწივი და ინდაური“:
„ერთხელ, ერთმა ინდიელმა იპოვა არწივის კვერცხი და ჩადო ის ველური ამერიკული ინდაურის ბუდეში. დროთა განმავლობაში მისგან გამოიჩეკა არწივის მართვე, რომელიც შემდეგ იზრდებოდა ინდაურის ჭუკებთან ერთად. მთელი თავისი ცხოვრება ეს ფრინველი, – ფიქრობდა რომ იყო ინდაური, იქცეოდა როგორც ინდაური, ჩიჩქნიდა მიწას, ეძებდა მარცვლეულს და ჭიებს, გამოსცემდა მისთვის სრულიად შეუფერებელ, მაგრამ ინდაურისთვის დამახასიათებელ ხმებს, აფრინდებოდა ერთ ორ მეტრზე და ისიც დიდი გაჭირვებით.
ერთხელ, მან შენიშნა საოცარი ფრინველი, რომელიც ამაყად ნავარდობდა ზეცაში. ეს იყო დიდებული სანახაობა. ფრინველი იშვიათად, ოდნავ იქნევდა მძლავრ ფრთებს, მაგრამ ძალზე მაღლა დაფრინავდა და მეფურად მიაპობდა ჰაერს.
– რა მშვენიერი ფრინველია! – გადაულაპარაკა არწივმა–ინდაურმა მეზობელ ინდაურს – რა ჰქვია?
– ეს ხომ არწივია, ლიდერი ფრინველთა შორის, – უპასუხა ინდაურმა.
– რა საოცრებაა, ნუთუ ჩვენ არ შეგვიძლია ასე?
– არც იფიქრო, ჩვენ ასეთი ვერასდროს ვერ გავხდებით. წამოდი, ჯობია ჭიები მოვძებნოთ…
და მათ გააგრძელეს მიწის ჩიჩქნა…“

✔ ბედნიერებაა როდესაც ინდაურს და არწივს უყვართ ერთმანეთი და ქმნიან ოჯახს (მთავარია ინდაურმა არწივს არ დაუშალოს არწივობა, ხოლო არწივმა ინდაურს არ მოსთხოვოს არწივობა);
ბედნიერებაზე მეტია როდესაც ინდაურებს ან არწივებს უყვართ ერთმანეთი და ქმნიან ოჯახს.

იგავი სრულად: არწივი და ინდაური

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

პაატა ცაგარეიშვილი
პაატა ცაგარეიშვილი 1 posts

ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს ბიზნესის აკადემიის (SBA) პროფესორი, სტუდენტთა და აბიტურიენთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაციის (SEPIA) თანადამფუძნებელი.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ