ბედი – ეს არის არ უღალატო შენს ოცნებებს! – 33 გონივრული რჩევა ნებისმიერი სიტუაციისთვის

ბედი – ეს არის არ უღალატო შენს ოცნებებს! – 33 გონივრული რჩევა ნებისმიერი სიტუაციისთვის

1.”როდესაც ადამიანს ტალახს ესვრით, გახსოვდეთ-შეიძლება ტალახმა ვერ მიაღწიოს დანიშნულების ადგილს, თქვენს ხელებზე კი დარჩება ის.”

2.”ადამიანს არაფერი ისე არ ამჟღავნებს, როგორც ის, თუ რაზე იცინის.”

3.”ამ ცხოვრებაში იმარჯვებს ის, ვინც გაიმარჯვა საკუთარ თავზე. გაიმარჯვა საკუთარ შიშებზე, სიზარმაცეზე, ეჭვებზე და ასე შემდეგ…”

4.”დაუფიქრდით… როდესაც გვძულს ადამიანი, მასში გვძულს რაღაც ისეთი, რაც უკვე ჩვენშია. ის რაც ჩვენში არ არის, არ აგვაღელვებს. მაგალითად ჯიუტ ადამიანებს გამორჩეულად არ უყვართ ჯიუტი და ხისტი ხალხი, ზედმეტად ემოციურ ადამიანებს კატეგორიულად დაუშვებლად მიაჩნიათ ადამიანში გაუწონასწორებლობა.”

5.”პატიება უფრო ღირსეული საქციელია, ვიდრე დასჯა. ემოციურად და ფსიქოლოგიურად სუსტი ადამიანი ვერ პატიობს. ეს მხოლოდ ძლიერების ხვედრია.”

6.”ჩვენ ვერასდროს ვერ მივიღებთ იმას რაც გვინდა, თუ მადლიერი არ ვიქნებით იმისთვის რაც გვაქვს.”

7.”ყოველთვის მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელიც მოგექცევათ ისე, როგორც ერთ დროს თქვენ მოექეცით სხვას. გახსოვდეს ამის შესახებ.“

8.”თუ თქვენს მიზანს განსაკუთრებულ და ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ, ამით მისი მიღწევის შანსებს ამცირებთ. შედეგზე ზედმეტი მიჯაჭვულობა ენერგიის ზედმეტ დანახარჯს იწვევს, და თუ თავად პროცესი (საბოლოო მიზნის მიღწევის გარანტიის გარეშე) არ განიჭებთ სიამოვნებას, ე. ი. იფიტებით და თქვენივე ქვეცნობიერი ან სამყარო შეგიშლით ხელს, რათა შეაჩეროს ენერგიის გადაჭარბებული ფლანგვა.”

9.”ყველაზე დიდი პრივილეგია, რომელიც სამყაროსგან ენიჭება ადამიანს არის – გახდე სასიკეთო ცვლილებების მიზეზი სხვის ცხოვრებაში.” (ბლეზ პასკალი)

10.”რკინიგზის სადგურებს უნახავს უფრო მეტი გულწრფელი კოცნა, ვიდრე ქორწინების სახლებს, ხოლო საავადმყოფოს კედლებს, შეიძლება მოუსმენია უფრო მეტი გულწრფელი ლოცვა, ვიდრე ეკლესიას.”

11.”თუ ადამიანმა რაიმე დაუფიქრებლად თქვა, ის ამბობს იმას, რასაც რეალურად ფიქრობს.”

12.”საუკეთესო მეთოდი მოიპოვო საკუთარი თავის რწმენა – ეს არის აკეთო ის, რისიც გეშინია.”

13.”რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში მიდიხართ წარმატებისკენ, მით უფრო ახლოსაა იგი. ძალიან ბევრი, თავს ანებებს საქმეს მაშინ, როცა გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. დაიმახსოვრეთ, ამ ნაბიჯს სხვები გადადგამენ!” (ნაპოლეონ ჰილი)

14.“ყოველ დილით ვიბადებით თავიდან და რასაც დღეს გავაკეთებთ, იმას ექნება ყველაზე დიდი მნიშვნელობა.” (ბუდა)

15.”ყველაზე მეტად ადამიანის ხასიათი მჟღავნდება თუ როგორ მოქმედებს ის გადამწყვეტ მომენტებში.“

16.”წარმოიდგინეთ როგორი სიჩუმე იქნებოდა, ყველა იმას რომ ლაპარაკობდეს რაც იცის.”

17.“ვინც აგრესიას აგრესიით არ პასუხობს, ის თავის თავსაც შველის და სხვასაც.”

18.”მე მჯერა და ყოველთვის მჯეროდა, რომ რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება ჩემს ირგვლივ, კარგი იქნება ეს თუ ცუდი, ყოველთვის აქვს რაღაც აზრი. ის ყოველთვის იძენს რაღაც მნიშვნელობას.” (ჰერმან ჰესე)

19.”როდესაც არ მყოფნიდა ფული, დავიწყე ფიქრი და არ წავსულვარ სამუშაოს მოსაძებნად, იდეა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტია! ” ( სტივ ჯობსი)

20.‘‘ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ოცნებები ოცნებებად დარჩება.“

21.”ყველა განიცდის შიშს იმ მომენტში, როცა ეძლევათ შესაძლებლობა შეცვალონ საკუთარი ბედი.”

22.”შემთხვევითი შეხვედრა, ყველაზე დიდი არაშემთხვევითობაა სამყაროში.“

23.”ნებისმიერ დანაშაულზე საკუთარი თავი გამოგიტანს უპირველესად განაჩენს, რომელიც სამართლებრივ განაჩენზე უფრო მძიმეა და უარესია.” (ფიოდორ დოსტოევსკი)

24.”სიმართლის მთქმელი იმსახურებს: ნდობას, სიყვარულს და პატივისცემას!”

25.”ჭკვიანური აზრები მაშინ მოდის, როცა ყველა სისულელე ჩადენილია.”

26.”ვერავინ ვერ იგრძნობს თავს კომფორტულად თქვენს გვერდით, თუ თქვენ ცუდად გრძნობთ თავს, როცა მარტო ხართ.”

27.”ჭეშმარიტი მეგობრობის არსი იმაშია, რომ სიხარულს აორმაგებს და გასაჭირს ანახევრებს.”

28.”ვინც ბედნიერია, ის სხვას ცუდს არ უსურვებს.”

29.“ის, რასაც იღებ მიზნის მიღწევის შემდეგ, ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორც ის, თუ რად გაქცევს ამ მიზნისკენ მიმავალი გზა.” (იოჰან ვოლფგანგ გოეთე)

30.“ზოგჯერ ბედი ისე ახლოს მოდის, რომ ვეღარ ხედავ!” ამერიკული ანდაზა

31. “ბედი – ეს არის არ უღალატო შენს ოცნებებს!“

32.“ბედი გამ-ბედ-ავ ადამიანებს უღიმის, ასე, რომ გაბედეთ!“

33.“გაბედეთ რამეთუ ჩვენ ვქმნით ჩვენს ბედს.“

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 69 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ