ბავშვობაში ამოხსნილი მიზნის მიღწევის გზა … და პირველი წარმატება!

ბავშვობაში ამოხსნილი მიზნის მიღწევის გზა … და პირველი წარმატება!

რატომ გადავწყვიტეთ ბავშვობაში სიარულის სწავლა? … უცნაური კითხვაა, ერთი შეხედვით შეიძლება ისიც მითხრათ, ეს ხომ თავისთავად ხდებაო … კანონზომიერადო… კი ბატონო.., მაშინ მეორე კითხვასაც დავსვამ… ებღაუჭებით თუ არა ყველა შესაძლებლობას „სულიერს„ (ვგულისხმობ დედის, მამის, ბებიის, ბაბუის და ნებისმიერი ნათესავის ხელს) თუ უსულოს (კედელი, სკამი, კიბე, და ასე შემდეგ) რომ შეძლოთ სიარული?

ყოველი დაცემის შემდეგ რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს და რამდენჯერაც არ უნდა განმეორდეს, ვცდილობთ თუ არა და აუცილებლად ვდგებით თუ არა ფეხზე და ვართ თუ არა უფრო თავდაჯერებული, ამაყი და ბედნიერი?

არის თუ არა „სიარული“ ყველა ადამიანის პირველი მიზანი, რომელის მისაღწევად იმ ასაკში როდესაც თითქოს ყველაზე უსუსურები ვართ თითქოს მთელ ძალისხმევას, კონტაქტებს (ოჯახის წვერებს) და საგნებს ვიყენებთ. არც ერთ ბავშვს არ ახსოვს როდის მიიღო გადაწყვეტილება სიარულის დაწყების შესახებ, მაგრამ იმ დღის შემდეგ ვერცერთ ბავშვს ვერანაირი სათამაშოს თუ ტკბილეულის სანაცვლოდ ვეღარ აიძულებ ხოხვას დაუბრუნდეს.

რა იღვიძებს ამ დროს ჩვენში? მწველი სურვილი? ჟინი თუ უბრალოდ ბავშვური სიჯიუტე?

ბავშვობაში ჩვენ არ ვუწესებთ თავს შეზღუდვებს, არც ხალხის აზრი გვაინტერესებს თუ რას იფიქრებენ ჩვენზე სიარულს თუ დავიწყებთ, ეს ის დროა როცა სიტყვა „ შეუძლებელია“ ”არ გამომივა“, „ვერ შევძლებ“ და ასე შემდეგ ჩვენს ლექსიკონში არ მოიძებნება, ჩვენ ვფიქრობთ მხოლოდ ერთი მიმართულებით თუ როგორ წამოვდგეთ ფეხზე და ფაქტია, ჩვენ ვიწყებთ სიარულს და უფრო მეტიც სირბილსაც.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ზრდასრულ ასაკში ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ მოტივაცია გვჭირდება, მხარდაჭერა, შესაქები სიტყვები და ასე შემდეგ… ვისტრესებით თუ საზოგადოება დაგვცინის ან გვაკრიტიკებს... ბავშვობაში პირიქით, ყველამ ერთად თუ ცალ-ცალკე შეიძლება გვითხრას რომ თუ გავიქცევით დავეცემით.. მაგრამ ჩვენ მაინც გავრბივართ… საკუთარ თავს თავადვე ვამოტივირებთ… რატომ? იმიტომ რომ სიარული და სირბილიც, მოქმედებაა..განვითარებაა, სიახლეა, ხოხვისგან გათავისუფლებაა… რაღაცის დამოუკიდებლად კეთების შეგრძნებაა, რაც ყველაზე მეტად გვახარებს … ოღონდ ბავშვობაში…

თუ წარმატება ეს არის წარუმატებლობის სერია ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე, მაშინ სიარული ეს არის დაცემების სერია ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე… არ მგონია არსებობდეს ბავშვი დაცემების შიშით სიარული რომ გადაიფიქრა.

მე ვფიქრობ, სიარული პირველი წარმატებაა, რომელსაც ადამიანი აღწევს.

წარმატების მიღწევის ფორმულას ( ქონდეს მიზანი, იმოქმედო, სცადო, კიდევ სცადო, კიდევ და კიდევ… გამოიყენო ყველა რესურსი ) ბავშვობაში ვხსნით და თავსაც ვართმევთ… მაგრამ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ეს ფორმულა ბავშვობასთან ერთად ქრება… და კიდე უფრო სამწუხაროდ, ეს ბრძოლით ფეხზე დამდგარი ბავშვები… ასაკთან ერთად ხოხვას ე.წ „კომფორტის ზონას“ ვუბრუნდებით …

რას გავაკეთებდით, რომ ვიცოდეთ ყოველი ახალი მიზანი და მისი მიღწევა იგივეა რაც ბავშვობაში ფეხზე დადგომა… ?

 

ავტორი: თამარ მხეიძე

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1529 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

10 სავარჯიშო ნებისყოფის გასაწვრთნელად

10 რეალური სავარჯიშო, რომლებსაც შეუძლიათ თქვენს ცხოვრებაში 10 კარგი ჩვევა დაამკვიდრონ. სხვებზე გავლენის მოხდენა ნებისყოფის გარეშე შეუძლებელია. სხვა ადამიანების მართვის ცოდნა მჭიდრო კავშირშია პიროვნულ თვისებებთან. ერთ-ერთი მათგანია ძლიერი ნებისყოფა. სუსტ ადამიანს

Print Friendly, PDF & Email

ფულის შემოდინების კვადრანტი: 4 კატეგორია

განვიხილოთ ფულადი კვანდრანტი. უპირველეს ყოვლისა უნდა გავიგოთ, სად ვართ ჩვენ და სად არიან მდიდრები. მომუშავეები (დაქირავებული პირები) 1. W კატეგორია, დაქირავებით მომუშავე პირები (Workers) – ეს არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ

Print Friendly, PDF & Email

სად გველის წარმატება

იცხოვრო – ნიშნავს გარისკო. რისკი – ყველა წარმატებული ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუ თქვენს ცხოვრებაში არ არის რისკი, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის მიღწევებიც. უმეტესობა ჩვენგანი მიეჩვია ყოველდღიურ რუტინას,

Print Friendly, PDF & Email

მოგზაურობა რომში ბავშობის ოცნების ჯადოსნური ძალა

სამყაროში თითოეულ ჩვენთაგანს თავისი საოცნებო ქალაქი აქვს, სადაც ისურვებდა მოგზაურობას, ახალ თავგადასავლებს და ბუნების მშვენიერი ხედებით ტკბობას. ჩემი საოცნებო ქალაქი კი რომი გახლდათ, რომელიც მსოფლიოში ერთ–ერთი უძველესი ქალაქია თავისი ისტორიითა

Print Friendly, PDF & Email

პირადი ფინანსირებისა და სიმდიდრის 20 პრინციპი

1. თუ ფული არ გყოფნის – მოძებნე დამატებითი სამსახური. 2. ფულის გამომუშავება მარტივია – რთულია მათი შენახვა და რაოდენობაში გაზრდა. 3. ხშირად ადამიანები ცოტას შოულობენ იმიტომ, რომ არ აფასებენ თავიანთ

Print Friendly, PDF & Email

მიზიდულობის კანონი: 28 საშუალება იმისთვის, რომ მიიზიდოთ ის, რაზეც ოცნებობთ

მიზიდულობის კანონი — ძალიან გონივრული კანონია, რომლის მიხედვითაც იგება ცხოვრება. ამიტომ, მნიშვნელოვანია გამოიმუშაოთ ინტუიტიური უნარები ცხოვრებაში და მიიზიდოთ ის, რაზეც ოცნებობთ. შესაძლოა თქვენ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ოცნებობთ, ან წიგნის დაწერა

Print Friendly, PDF & Email