ბავშვის აღზრდის ტიბეტური მეთოდი

ბავშვის აღზრდის ტიბეტური მეთოდი

ეს ძალიან სასარგებლო უნარებია, რომელიც დაგეხმარებათ აღზარდოთ სრულყოფილი და განვითარებული პიროვნება, რომელიც აფასებს საკუთარ მშობლებს. ამ სტატიის წაკითხვით შეგვიძლია ვისწავლოთ ამ ერის ტრადიცია.

ტიბეტური აღზრდის ძირითადი წესები:

– უმთავრესია — არანაირი დამცირება და ფიზიკური სასჯელი. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ბავშვებს სცემენ არის ის, რომ მათ არ შეუძლიათ ხელის შემობრუნება.

– პირველი პერიოდი: 5 წლამდე.
ბავშვს უნდა მოექცეთ როგორც „მეფეს“. არაფრის აკრძალვა არ შეიძლება, უბრალოდ ყურადღება უნდა გადაუტანოთ. თუ ის რაიმე საშიშს აკეთებს უნდა მიიღოთ აღშფოთებული სახე და შიშნარევი ხმით მიმართოთ. ბავშვს ასეთი ენა მშვენივრად ესმის. ამ დროს მასში ვითარდება აქტივობა, ცნობისმოყვარეობა, ცხოვრებისადმი ინტერესი. მაგალითად, მან გატეხა ძვირფასი ლარნაკი. მას არ ესმის, რომ ასეთი ლარნაკის შესაძენად საჭიროა ბევრი შრომა, ფულის შოვნა. დასჯას ის მიიღებს როგორც ძალადობრივ ზემოქმედებას. თქვენ ასწავლით მას არა იმას, რომ ლარნაკები არ გატეხოს, არამედ იმას, რომ დაემორჩილოს ძლიერს. გინდათ ეს?

– მეორე პერიოდი: 5-დან 10 წლამდე.
ამ დროს ბავშვს უნდა მოექცეთ როგორც „მონას“. მას უნდა დაუსვათ ამოცანები და მოითხოვოთ მათი შესრულება. დასჯაც დასაშვებია დავალების შეუსრულებლობისთვის (მაგრამ არა ფიზიკურად). ამ პერიოდში აქტიურად ვითარდება ინტელექტი. ბავშვმა უნდა ისწავლოს ადამიანების რეაქციის პროგნოზირება მის საქციელზე, უნდა გამოიწვიოს დადებითი დამოკიდებულება სხვებში და თავი აარიდოს უარყოფითის გამოვლენას. ამ პერიოდში არ მოერიდოთ ბავშვის ცოდნით დატვირთვას.

– მესამე პერიოდი: 10-დან 15 წლამდე.
როგორ მოვექცეთ მას? როგორც თანასწორს. დაიმახსოვრეთ! არა თანასწორად, არამედ როგორც თანასწორს, რადგან თქვენ გაცილებით მეტ გამოცდიელბას და ცოდნას ფლობთ. ჰკითხეთ რჩევები ყელა მნიშვნელოვან საკითხზე. საშუალება მიეცით იყოს დამოუკიდებელი და წაახალისეთ ამ მხრივ. თქვენი ნება თავს მოახვიეთ «ხავერდოვანი ხელთათმანებით» განხილვების დროს, მიეცით მინიშნებები და რჩევები. თუ რამე არ მოგწონთ, მაშინ შეეცადეთ მისი ყურადღება გადაიტანოთ ნეგატიურ შედეგებზე, ოღონდ თავი აარიდეთ პირდაპირ აკრძალვებს. ამ დროს ხდება დამოუკიდებელი და თავისუფალი აზროვნების ფორმირება.

– ბოლო პერიოდი: 15 წლიდან.
პატივისცემით მოექეცით მას. ბავშვის აღზრდა უკვე გვიანია და თქვენ ისღა გრჩებათ, რომ საკუთარი შრომის ნაყოფი მოიმკოთ.

რა შედეგები მოყვება ამ წესების დარღვევას?

  • თუ ბავშვს მკაცრად მოეპყრობით 5 წლამდე, ამით ჩაახშობთ მის ცხოვრებისეულ აქტივობას, ცხოვრებისადმი ინტერესს და ინტელექტს. მიაჩვევთ რომ დაუფიქრებლად და ჩვეულებრივ დაემორჩილონ უხეშ ძალას. მისგან მარტივ მსხვერპლს შექმნით ყველანაირი ტიპის ნაძირალასთვის.
  • თუ თქვენ გააგრძელებთ 5 წლის შემდეგ რბილ დამოკიდებულებას, მაშინ ბავშვი ინფანტილური გაიზრდება, არ ექნება შრომის უნარი და სულიერი სიძლიერე.
  • თუ თქვენ ბავშვს ჩვილივით მოექცევით 10 წლის შემდეგ, მას არ ექნება თავდაჯერებულობა, დამოკიდებული გახდება უფრო დამოუკიდებელ მეგობრებზე, რომლებმაც შესაძლოა ყოველთვის ვერ მოახდინონ საჭირო ზეგავლენა.
  • თუ თქვენ არ სცემთ მას პატივს 15 წლის შემდეგ, ამას არ გაპტიებთ და პირველივე შესაძლებლობისას წავა თქვენგან.
Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1515 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ