ბავშვთან საუბრისას გამოსაყენებელი „სხვანაირი სიტყვების“ 10 მაგალითი

ბავშვთან საუბრისას გამოსაყენებელი „სხვანაირი სიტყვების“ 10 მაგალითი

1. გაღიზიანებულად ნათქვამი: “წამოდი სწრაფად, როდემდე უნდა გელოდო!“-ს ნაცვალად უთხარით: “მოემზადე, ყურადღება… გავიქეცით!”

2. მუქარით ნათქვამი: “ჭამე თორემ ვერ მიიღებ დესერტს!”
გაახარეთ: “იმის შემდეგ, რაც ეს კოტლეტი გაქრება თეფშიდან, შენთან რაღაც გემრიელი მოფრინდება.”

3. უხეშად ნათქვამი: “მიალაგე რაც დაყარე”-ს ნაცვლად, მეოცენებე ხმით უთხარით: “აი შენ რომ გმირი იყო და მაგიდის მოწესრიგება შეგეძლოს…”

4. გაბრაზებულად ნათქვამი: „ხელს ნუ მიშლი!”-ს ნაცვლად, უთხარით: “წადი ითამაშე. როცა გავთავისუფლდები, ჩვენ მოვაწყობთ მინი-დღესასწაულს.”

5. უკმაყოფილოდ ნათქვამი: “ნუ კაპრიზობ, მეკობრის მაისური ირეცხება, ჩაიცვი ის, რომელიც გარეცხილია”-ს ნაცვალდ უთხარით: “ნახე, ეს შენი მეკობრის მაისურის მსგავსია, მოდი ეს ჩავიცვათ კარგი?”

6. რიტორიკულად ნათქვამი: “დაწექი ბოლოს და ბოლოს დასაძინებლად!”-ს ნაცვლად უთხარით: “გინდა გაჩვენო საბნის დაფარების ეშმაკური მეთოდი?”

7. ბოროტულად ნათქვამი: “გინდა მოგხვდეს?” ნაცვლად გმოუშვით ორთქლი: “რა საინტერესოა, ვის მოვაძრობ ეხლა ყურებს და მოვუგრეხ კისერს?”

8. უძლური სიტყვების “არ გავიგო არავითარი „არ მინდა“!-ს ნაცვლად მოულოდნელად დაიყვირეთ: “ოჰ, შეხედე, წუნია მოვიდა, დაიჭირე, დაიჭირე, რომ განწყობა არ გაგვიფუჭოს!”

9. მოსაბეზრებელად ნათქვამი: “რამდენჯერ გაგიმეორო”-ს ნაცვლად უთხარით მომაჯადოვებელი ჩურჩულით: “ერთი-ორი-სამი, გადმოგცემ საიდუმლო ინფორმაციას… გაიმეორეთ, როგორ გამიგეთ.”

10. მენტორული ტონით ნათქვამი: “ხელები დაიბანე?”-ს ნაცვლად შესთავაზეთ: “გინდა დავნიძლავდეთ, რომ ხელების დაბანისას შავი წყალი გაგივა?”

გაგიკვირდებათ და ჩვეული შენიშვნების შეცვლა ახალი სიტყვებით ცვლის ყველაფერს – ინტონაციას, თქვენს განწყობას, ბავშვის რეაქციას.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1493 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ