ბავშთა მოტივაციის მთავარი წყარო

ბავშთა მოტივაციის მთავარი წყარო

რა არის ნინოს მოტივაცია შეასრულოს მათემატიკის დავალება? მათემატიკისადმი თანდაყოლილი სიყვარული? ალბათ, არა. მას გაუჩნდა მათემატიკასთან ურთიერთობის სურვილი, რაც მიიღო კარგი შედეგი.

რა შეიძლება გახდეს ნინოს მათემატიკის დავალების შესრულების მოტივატორი? დედას დაპირებული პრიზები?ალბათ.

კიდევ რა შეიძლება იყოს მოტივატორი?

ჩვენი მოტივაცია მოდის ჩვენი ღირებულებითი სისტემიდან და თვითიდენტიფიკაციიდან. ჩვენი ღრმა მოტივაცია ვითარდება ნელ–ნელა. მოტივატორია ჩვენი სურვილები, რა გვინდა რეალურად, რა გვინდა მივიღოთ, ვინ გვინდა, რომ გავხდეთ.

ასეთი ხატ–წარმოდგენები გაბნეულია ჩვენში და ისინი განაპირობებენ ჩვენს მოტივაციას. ეს ყველაფერი როდია უბრალოდ მოწოდებული მშობლებისგან და მიღებული ჩვენს მიერ. ისინი ურთიერთქმედების საფუძველზე ყალიბდება, მაგრამ რა მივიღოთ და რა დავიტოთ ამას უკვე ჩვენ ვწყვეტთ. რაც უფრო მეტად არის ღირებულებათა სისტემა ჩამოყალიბებული, მეტია მოტივაციის დონე. რაც უფრო ზუსტად იცის ადამიანმა რისი მიღება სურს, მით მაღალია მოტივაციის ხარისხი.

არსებობს რამდენიმე გზა, თუ როგორ ცდილობენ მშობლები ზეგავლენა მოახდინონ შვილებზე. მათ შორის:

1. მტკიცების ძალა – მშობლებს აქვთ მეტი ძალა. მათ ბავშვებს შეიძლება უბრალოდ ძალდატანებით გააკეთებინონ რაიმე, ან დაემუქრნონ, რომ დასჯიან. ამ პრივილეგიებს მშობლები აქტიურად მიმართავენ.

2. სიყვარულის „უკან წაღება“ – მშობელი ცდილობს სამაგიერო „ტკივილი მიუზღოს“ ბავშვს მაშინ, როდესაც ის ისე არ იქცევა, როგორც მშობელს სურს. მაგალითად, უთხრას, რომ ძალიან არ მოსწონს ის, როცა არ ასრულებს საშინაო დავალებას. მისი დანახვაც კი აღარ სურს. თითქოს მშობლის ბავშვისადმი სიყვარულს ამ დავალების შესრულება/შეუსრულებლობა განსაზღვრავს.

3. ღირებულებების გაზიარება – ეს არის მცდელობა მშობლის მხრიდან, ახსნას მიზეზი, რის გამოც სასურველია ნებისმიერი ქცევის განხორციელება. როდესაც მშობელი განმარტავს რეალურ მიზეზებს, თუ რის გამო აფასებს გარკვეულ ქცევას, რა ღირებულებბი უდევს ამას საფუძვლად, ბავშვები მეტად ისმენენ და აფასებენ მას, როგორც ღირებულს და საინტერესოს და ახდენენ მის ინტერნალიზაციას.
რომელია ამ სამში ყველაზე ეფექტური. ალბათ ის, სადაც მშობლები აწვდიან თავიანთ ღირებულებათა სისტემას და ბავშვმაც შესაძლოა გაიმეოროს, მაგრამ ყველა ეს მეთოდი შედეგსაც რომ იძლეოდეს, მაინც მოკლევადიანია და ვერ ჩაითვლება ეფექტურად. რადგან მოტივაციის აწყობა მხოლოდ საკუთარ ღირებულებებზე დაყრდნობით ხდება.

მოტივაციის თეორია ერთგვარად თვითიდენტობის თეორიასთან გვაახლოვებს. თუ ჩვენ ნაპოვნი გვყავს ჩვენი თავი, მაშინ მოტივაციაც დიდია მივყვეთ ამ გზას. მაგრა რამდენად ადვილია ჩაწვდე შენს თავს და დაასახელო თამამად, ვინ ხარ შენ? ეს არის ერთგვარი „პირადობის თეორია“.

გიორგის უნდა ცნობილი ფეხბურთელი გამოვიდეს. მისი ღირებულება მოიცავს საქართველოში არსებულ მთავარ გუნდში თამაშს. ამ შემთხვევაში მისი მოტივაცია სწორედ აქეთ იქნება მიმართული. მოტივაციის ხარისხი კი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ღირებულია მისთვის მთავარ გუნდში თამაში.

იმის სურვილი, რომ იყოს ფეხბურთის ვარსკვლავი, არის ერთგვარი იდენტიფიკაცია. მან მოახდინა საკუთარი თავის იდენტიფიცირება ფეხბურთელ ვარსკვლავთან. მაგრამ ფეხბურთის გარდა არსეობს ცხოვრების მრავალი ასპექტი. ადამიანი ფიქრობს, რამდენად უღირს ამ ღირებულებისთვის ბრძოლა. წაადგება ეს, მაგალითად შვილებს– მისი ცხოვრების მთავარ ღირებულებას? თუ აქ უარყოფითი პასუხია, ამან შესაძლოა სრულად დაბლოკოს პირველი იდენტიფიცირებული სურვილის ქმედების ძალა. ამ შემთხვევაში კი ფეხბურთელად გახდომის სურვილი.

და ისევ მივუბრუნდეთ ბავშვებს, როგორ გავზარდოთ მათი მოტივაცია? ჩვენ აუცილებლად ხელი უნდა შევუწყოთ მათ ინდვიდუალურ განვითარებას და ყური ვუგდოთ მათ პიროვნებას. რა არის მასში ღირებული და რას თვლის ის ყურადღებამისაქცევად. ის „ცალკე“ ადამიანია, რომლის ღირებულებები შესაძლოა თქვენსას არ ემთხვეოდეს. ეს არ არის კატასტროფა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. თუ თქვენ გსურთ გაზარდოთ თქვენი შვილის მოტივაცია, მიეცით მას თვითაღმოჩენის და თვითგანვითარების საშუალება. შვითშემეცნება ხომ ერთ–ერთი უმთავრესია ადამიანის ცხოვრებისეული ბედნიერებისთვის.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1501 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ